Skip to content

მატარებლის ფანჯრებში

October 21, 2012

ამ ადგილას მატარებლები აღმოსავლეთიდან-დასავლეთით და დათავლეთიდან-აღმოსავლეთით მიემართებიან.ისე რახრახით ჩაივლიან ხოლმე დაჟანგულ რელსებს,რომ გეგონება ახლა გზიდან გადავლენ და ერთმანეთს შეეწებებიანო.ორივე მხრით ტყე აკრავს ლიანდაგს.ცხოველებიც ხშირად სტუმრობენ ამ ადგილს.ადამიანების მიერ გაქანებული მატარებლიდან გადმოგდებულ ნარჩენებს მიწაზე დრუნჩის შეხებითა და ხშირი სუნთქვით იპოვნიან ხოლმე და ლოკვას უწყებენ.ძირითადად არ მოსწონთ და ისევ ტყეს მიაშურებენ.. ბევრჯერ ყოფილა ისე,რომ ძლივს გადაუსწრიათ სწრაფად მომავალი მატარებლისთვის.ამ დროს ყველაზე მეტად გვერდზე გადახტომა უჭირთ,ვაი თუ ვერ მოვასწროთო ალბათ ფიქრობენ და რაც ძალი და ღონე აქვთ პირდაპირ გარბიან.ზოგჯერ ადამიანებიც ასე ვართ,როცა რაღაცას გავურბივართ..

წლების წინ,აქაურობა ისეთი მშვიდი იყო.ტყეც ერთი და მთლიანი გახლდათ.მაგრამ მოვიდა ადამიანი და.. ამით ყველაფერი ითქვა.

სუფთა ჰაერს გამონაბოლქვი შეერევა და დამწვრის არასარიამოვნო სურნელი მოიცავს ხოლმე,რამდენიმე წუთით გარემოს.მერე გადავილის.. მაგრამ ასე დღეში რამდენჯერმე ხდება.მატარებელის მგზავრამდე ეს ვერ აღწევს.ისინი დატოვებენ სიბინძურეს სუფთა გარემოში და შემდეგ უბრალოდ სხვებს აბრალებენ.თითოეული მათგანი კი უდანაშაულოა,როცა შემდეგ იგივე ადგილს უბრუნდებიან და ყველაფერი არეულია.

იწვიმებს და სველ რელსებს ისეთი შემაწუხებელი სურნელი ასდით,რომ გინდა გაიქცე და აქაურობას აღარასდროს დაუბრუნდე.მაგრამ მერე ვინღა უჩვენოს მატარებლებს გზა..

მე ხომ მთელი ცხოვრებაა ამ საქმეს ვემსახურები.მთელი ცხოვრება,ყოველ დღე შევცქერი მატარებლის ფანჯრებში ადამიანებს,რომლებიც აღმოსავლეთიდან დასავლეთით და დასავლეთიდან აღმოსავლეთით მიიჩქარიან.. და მიკვირს,რა არ ასვენებთ.მათი სახეები დაუვიწყარია.თითქოს სევდიანი თვალებით შესცქერიან გარემოს,მოსწონთ და თავს ეწინააღმდეგებიან წარმოიგინონ,რა კარგი იქნებოდა ამ ტყეში პატარა სახლი,რომ ჰქონოდათ ჩემსავით და ყოველ დღეს უბრალოდ ისარს წევდნენ,რათა სხვებს მიმართულება უჩვენონ.ბოლოს ყოველი მათგანი თვალებს ხუჭავს.მათი სახე ამბობს: “მე უბრალოდ ვცდილობ მოვშორდე აქაურობას!” მაგრამ ვაი,რომ მატარებლები მოკლე მანძილზე დადიან.საიდანაც წახვედით,ბოლოს მაინც იქ ბრუნდებით..

კარგი რამეა სიკვდილი.აბა თვითონ ვერ ხვდებიან,რომ ხანდახან უნდა დაისვენონ.შესაბამისად,მოვა და მიგახვედრებთ.. მერე ახლობლები მოჰყვებიან ვაი-ვიშს.მაგრამ დაგმარხავენ და მაინც ისევ ძველებურად აგრძელებენ შეუსვენებლივ მოძრაობას.ახალი ტექნიკისა და გაადვილებული ცხოვრების შექმნას.გაბრაზებული სიკვდილი კიდევ,უფრო და უფრო ხშირად გვსტუმრობს და გვიკვირს,რატომო..

ჩემთან გვიან მოვა.ძალიან გვიან.. შეიძლება არც მოვიდეს.მშვიდად ვცხოვრობ და იმიტომ.ის კი არა სხვებიც ვერ ამჩნევენ,რომ საერთოდ ვარსებობ.. მეც,რომ ვარ ერთ-ერთი მათგანი.ის ვინც მათ მატარებელს მიმართულებას უჩვენებს.

მახსოვს,რამდენიმე გამონაკლისი სახე.მათ იცოდნენ სად და რისთვის მიდიოდნენ..

One Comment leave one →
  1. October 21, 2012 22:03

    მომეწონა❤
    გამომიარე ^_^

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: