Skip to content

ნი

October 6, 2012

“ქვეყანა ზეცაა,მაგრამ ქვეყნის სახე აქვს; ფოთოლი ხეა, მაგრამ ფოთლის სახე აქვს; ღამის სიბნელე ცის თვალია,მაგრამ სიბნელის სახე აქვს; ყველაფერი რაღაცაა; და როცა იგი რაღაცას ხედავს,მაშინ იგიც ყველაფერია. იგი ზღვაცაა და ცაც,ნადირიც და მონადირეც. იგი ყველაფერშია და ყველაფერი იგიშია..

ჯემალ ქარჩხაძე “იგი” “

რაც თავი მახსოვს ცხოვრებას ვარდისფერი სათვალით ვუყურებ.ასე ისეთი ლამაზია სამყარო.სათვალე მხოლოდ ბედნიერებას გიჩვენებს,მაგრამ ერთ რამეს ვერაფრით ერევა.. დამწუხრებული ადამიანების სახეებს.მე ღიმილი მიყვარს,გზად შემხვედრი ადამიანები კიდევ ისე შემომცქერიან,როგორც წელში გამართულ იგის – შეშფოთებულნი,გაოცებულები..

მე – ნი ვარ.

ნი – იგის უყვარდა.. მაგრამ იგის ცუდი მახსოვრობა აქვს.დაავიწყდა იგის,როგორ უმღეროდა ზღვის ნაპირას ნი:

“ნის ვარდისფერ სამყაროში,

იგი არის – მეფე..”

იგის ეგონა,მხოლოდ ნის ჰქონდა საამო სურნელი.. იგიმ,კიდევ ბევრი რამე არ იცოდა.

მას შემდეგ ცხრა თვე იყო იგი ნის სხეულში.გულთან ძალიან ახლოს.ახლა კიდევ უფრო თბილი იყო იგი.

იგის უნდოდა,რომ ნი წასულიყო და ნიც წავიდა.

ეს – პენელოპეა.

პენელოპეს ისეთივე ფერის თვალები აქვს,როგორიც ზღვაა.ისეთივე ფერის თმა აქვს,როგორც შემოდგომაზე ჯერ კიდევ ახლად ჩამოცვენილი ფოთლები.პენელოპე – ტანწერწეტაა.მუდამ წელში გამართული დადის და სამყაროს ვარდისფერი სათვალით უცქერს.ყველა მას უყურებს ხოლმე.პენელოპე ძალიან ლამაზი,მაგრამ ამავე დროს უცნაურიცაა.. იგი,მუდამ ცაში იყურება.

პენელოპეს ორი საყვარელი ადგილი აქვს.ნაკადული,რომ ზღვას ერთვის,სადაც ნი მარხია.. და მაღალი ქარაფი.

პენელოპე მარტო არ არის,მას სხეულში ზუ ჰყავს.ზუ კარგია.ზუ და პენელოპე მუდამ ერთი სხეული იქნებიან.

ისინი არიან ვარდისფერი სამყარო.ისინი არიან – ბედნიერება.

სიყვარულიც.. და სითბოც.

ზღვის ნაპირას ზუ უმღერის ხოლმე პენელოპეს:

“ზუს ვარდისფერ სამყაროში,

პენელოპე – დედოფალია..”

8 Comments leave one →
  1. October 6, 2012 14:23

    🙂

  2. October 6, 2012 15:16

    რა საოცრებაა :))

    • October 6, 2012 18:41

      ნაცი,ბლოგს რა უქენი? : /

    • October 7, 2012 22:15

      დავხურე ან…
      მაგრამ ვგეგმავ განახკებას, უბრალოდ ზოგჯერ ხომ იცი, როგორ ტვირთად გადევს ხოლმე ეს ბლოგი🙂 და მე ოტახანი ვისვენებ, ასე რომ ვთქვათ :*

    • October 8, 2012 00:05

      : <
      მალე დაბრუნდი! გვენატრები. :*

    • October 8, 2012 15:59

      აუცილებლად, გაიხარე :*

  3. October 7, 2012 12:20

    ჰმმმმმმმ❤❤

  4. October 14, 2012 13:02

    ^^

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: