Skip to content

არჩევანი

October 1, 2012

ბავშვობიდან ინახავდა ფოტოს,რომელიც თეთრმა ადამიანმა აჩუქა.ღამითაც კი თავქვეშ დაიდებდა,ხოლმე იმ იმედით რომ მეორე დღეს სურათი ცაზე გაცოცხლდებოდა.ათი წელი ინახავდა ფოტოს,მაგრამ დღეები ისე თენდებოდა დღემდე ვერა და ვერ იხილა ეს შვიდი ფერი ერთად იქ,მაღლა.. მაშინ თეთრმა მეგობარმა,ერთი ისტორიაც უამბო:

როცა ქვეყნად ადამიანები ბოროტებას სჩადიან,მსგავსად ჩხუბისა და ერთმანეთისთვის სიცოცხლის წართმევისა,მაღლა ღრუბლებიც ერთმანეთს ეჯახებიან და დედამიწაზე სისხლი,იქ ცაში კი წვიმა იღვრება.. ცა ტირის,რადგან მუდამ დედამიწას ჩასჩერებია.ადამიანებს კი გვაქვს,გასაქცევი.. გონებით,ყოველთვის შეგვიძლია ამ  ქვეყანას მოვწყდეთ და ვისთვის არარეალურს,მაგრამ ნამდვილად არსებულს ვეზიაროთ.შეგვიძლია სიტუაციას გავექცეთ,ბევრ რამეს თვალი ავარიდოთ თუკი ცუდად გვხდის ან უბრალოდ არ გვსიამოვნებს დანახვა.. აბა ცა სადღა გაიქცეს? იცი თქვენთან რატომ არ წვიმს? იმიტომ,რომ ჯერ კიდევ არ იცით რას ნიშნავს შუღლი,ბოროტება.. თქვენ არაფერი გაგაჩნიათ საკუთარი თავის გარდა და ამ უდაბნოსი.. საიდანაც მე მოვედი,გამუდმებით ებრძვიან ერთმანეთს,ზოგნი რისთვის და ზოგნიც რისთვის.. ეს შვიდი ფერი ერთად შეკრებილი კიდევ,გადალახული მწუხარების სიმბოლოა.. ერთხელაც აუცილებლად იხილავ ამ მშვენიერებას და მერე მიხვდები,რა კარგი რამაა ბოროტების დამარცხება..”

ყოველი სიტყვა ახსოვდა.ყოველი ამოსუნთქვა,როცა მეგობარი ამბავს უყვებოდა.ახსოვდა,როგორ მოიწყინა როცა საუბარი დაამთავრა და გზას გაუდგა..

თითქმის ათი წელი უშედეგოდ იყურებოდა მაღლა.მაგრამ არაფერი..

ერთხელაც ის დღე გათენდა,როცა სანადიროდ წაიყვანეს ტომის წევრებმა.პირველად ეზიარა შიშს.შიშს არა გამძვინვარებული ცხოველისა,არამედ იმისა,რომ სიცოცლეს ბოლოს უღებდა.. საკუთარი სიცოცხლე ან ის შვიდი ფერი ცაზე.. დედამიწაზე სისხლი დაიღვარა.ცაში ახედვა დაავიწყდა,ქვემოთ აკვირდებოდა,როგორ მიედინებოდა ბლანტი,წითელი სითხე.. რამდენიმე წუთში ცივი წვეთები დაეცა მხრებზე,კისერში.. მდინარის წყალზე ცივი იყო,ეს პატარა წვეთები.. მათი რაოდენობა მატულობდა.მწყურვალი მიწა სწრაფად იწოვდა სისხლისა და წვიმის ნარევს.მერე წითელი მიწა,ისევ ყავისფერი გახდა.. საშინლად წვიმდა.მხოლოდ ახლა მიხვდა,რომ დადგა დღე,რომელსაც ასე ელოდა..

იმ ღამით ვერ დაიძინა.მთელი ღამე წვიმდა.მეორე დღესაც.. მესამესაც.. მთელი დღეები წვიმდა.ბოლოს გადაიღო..დილით გაღვიძებულს ეუცნაურა,რომ გარემო აღარ ხმაურობდა.გარეთ გავიდა.ცაში აიხედა.ჯერ კიდევ მუქ ღრუბელს დაეფარა იქაურობა,მაგრამ სურათი,რომელიც ხელში ეჭირა ახლა ცაზე გაცოცხლებულიყო..

4 Comments leave one →
  1. October 1, 2012 20:35

    მეც წამიყვანეთ იქ, სადაც ისე იწვიმებს რომ სიცოცხლე ეღირება…
    შენ კიდევ გოგონი, ძალიან კარგი ვინმე ხარ! ^_^

    • October 1, 2012 20:39

      გუკიი❤ როგორ მიხარია შენი ჩემს ბლოგზე ყოფნა! ჩვენ თვითონ წავიდეთ.. ^^

  2. October 21, 2012 18:04

    ძალიან ლამაზი იყო🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: