Skip to content

მოქმედება..

September 21, 2012

  ხელი სახეს მიუახლოვა.

მიყოლებით სამი თითი შემოეჭდო ყელს.

ერთიც ყურს.

ერთიც ფრთხილად შეირხა ლოყასთან ასე,რომ ჰგავდა ახლად მოზელილ თაბაშირის მასას.

ისეთივე რბილი,ისეთივე თეთრი..

დაძაბულობა.

ჟრუანტელი.

თითებმა პულსის აჩქარება იგრძნეს..

ერთის.. ორის.. და სამის ნაცვლად ახლა შედარებით სწრაფად ფეთქავდა გული.

სახე შუბლს მიუახლოვდა.

შეხება.

ისე აეწვა კანი,როგორც პირის ღრუ ცხარე წიწაკასთან შეხვედრისას.

ასეთი რიტმით გული მაშინაც კი არ აძგერებულა,საშინელი კოშმარი,რომ დასიზმრებია და თვალის გახელისას უგრძვნია გულმკერდში რაღაც ძლიერ ურტყამდა.

გამეტებით სცემდა ახლა საკუთარი სხეულის ნაწილი შიგნიდან..

მუცელში ისე დაფარფატებდნენ პეპლები,ძლიერი ტკივილის მსგავსად ფეხზე დგომა უჭირდა.

მობეზრდათ თითებს,დაიღალა გულიც..

ხელი დაეშვა.

გული დამშვიდდა.

6 Comments leave one →
  1. September 28, 2012 19:12

    დავიგრუზე😐

  2. October 16, 2012 18:32

    მომეწონა შენი ბლოგი, პირველად მოვხვდი და…:))) მეც შემომისეირნე, ახლახან გავაკეთე ბლოგი, სულ ორი პოსტია მარა მაინც შემო და აზრი მითხარი♥

  3. October 19, 2012 17:55

    მეც პირველად მოვხვდი აქ მარიამის არ იყოს და ძალიან მომეწონა ბლოგი და შენი პოსტები : )
    ძალიან მომეწონა ეს პოსტი და “აგედევნე” შენი ბლოგის ხშირი სტუმარი ვიქნები ამიერიდან🙂

  4. October 21, 2012 18:08

    გამაჟრჟოლა…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: