Skip to content

მელანქოლია

September 14, 2012

დრაფთში პოსტი მქონია შემონახული.უფრო სწორად სიტყვებისა და ფრაზების გროვა.. თუმცა პოსტიც,ხომ ეგაა ძირითადად.. მითუმეტეს ჩემი პოსტები.ხშირად გისაყვედურიათ ეს ყველაფერი კარგი,მაგრამ ბოლოს და ბოლოს რა გინდოდაო.ჰო კარგი ვიცი,რომ არ გითქვამთ,მაგრამ ხომ გაიფიქრეთ.. განა არ ვიცი.მაგრამ აბა რა გავაკეთო,როცა თვითონაც არ ვიცი რა მინდა და თანაც ძალიან ბევრი რამ ვიცი რაც მინდა.ააჰმ,თქვენც ეგრე ხართ ხოლმე? და თანაც ხშირაად? არა,საკუთარი თავი ერთადერთი ნამდვილად არ მეგონა,მაგრამ არც ამდენი ჩემიანი მეგულებოდა ამ ქვეყნად.. ბევრნი ვყოფილვართ უბედ.. სჯობს არ ვიტყვი,ისედაც ხომ ვიცით..

თავიდან თითქოს,მხოლოდ შენს ირგვლივ მძიმდება ყველაფერი.შემდეგ თავად მძიმდები.. ჯერ ერთ მხარეს გაწყვება რაღაც მძიმე ტვირთივით და შემდეგ – მეორეზე.კისრის ტკივილი გაიძულებს,თავი მუდამ დახრილი გქონდეს.. და რაც უფრო უძალიანდები,მით უფრო იღლები და ძალა გეცლება.ნებდები..

მაგრამ მიწაზეც კი,შენს ჩრდილს ხედავ და ხვდები,რომ იქ ზემოთ მზეა.ასე რომ მოგენატრა იგი.დიდი ხანია თავდახრილს თვალი აღარ მოგიკრავს მისთვის,ისე გიმონებდა ტკივილი.ლურჯი,ნათელი ცაცაა ხშირად იქ მონავარდე ჩიტების ყურებით,რომ ტკბებოდი და ამ ქვეყნად თავისუფლების არსებობა გაგახსენდა.არც არაფერი დაკარგულა,თურმე ვიდრე შენ გეგონა და თავს იტყუებდი.ყველაფერი თავის ადგილზე იყო,მხოლოდ შენ დაკარგე შენი ადგილი,შენივე სურვილით.. უცნაურად ჟღერს,მაგრამ სწორად..

მერე,ისევ დაკარგული გინდა იპოვნო და უშედეგო,დაუსრულებელი ძებნაც გღლის.. ისევ იგივე მეორდება,ბრუნავს ამ დედამიწასავით.

და ბოლოს? რაღა ბოლოს,აკი მისაყვედურეთ ბოლოს და ბოლოს მაინც არ იცი რა გინდაო?! და თვითონ იცით? ბედნიერება და კიდევ ბედნიერება.. ეს ყველას უნდა,მაგრამ მუდამ არის რაღაც ისეთი რაც გვინდა,მაგრამ არ ვიცით რაა ეს “რაღაც”.. არ იუაროთ,აზრი არ აქვს..

და რა არის მთავარი? აღარ დავსვათ მეტი კითხვები და შევეშვათ იმის ძებნას,რასაც უკვე ვიცით,რომ ვერასდროს ვიპოვნით.როგორ გითხრათ.. დავნებდეთ,როგორც ტკივილს..

5 Comments leave one →
  1. September 14, 2012 01:04

    არ არის ეს სიტყვების და ფრაზების ფროვა, ანა🙂

  2. September 14, 2012 04:49

    საკუთარი თავის უკეთ გაცნობის ამბავი – ვოტ შენ ამოხნა მაგ ყველაფრის😉

    • September 21, 2012 23:16

      ვაი თუ,მთელი ცხოვრება ისე გავლიო,მაინც ვერ გავიცნო🙂

  3. October 21, 2012 18:15

    “ყველაფერი თავის ადგილზე იყო,მხოლოდ შენ დაკარგე შენი ადგილი,შენივე სურვილით..” ამ ფრაზამ დამაფიქრა საკუთარ ცხოვრევაზე, კიდევ 1ხელ))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: