Skip to content

რამდენიმე ჟანრი.

August 28, 2012

ფანტაზია: /
Adventure:

გადაღლილი იმდენად,რომ აღარაფერი გინდა.. არც სიმშვიდე,არც მარტოობა,აღარც ვინმე ძალიან ახლო..
რატომ მაკავებთ,რა დავაშავე.. რატომ არავის გესმით,რომ დედამიწა ჩემთვის პატარაა? ვერ დამიტია,ძალიან დავამძიმე. არც აქ ვარ და არც იქ.. ოხ,ეს საზიზღარი,საძაგელი მიზიდულობა.იქ მაღლა,თეთრ ქულებთან რომ არაფრით არ მიშვებს.. აი იქ,უწონობაში,ცხრა მთასა და ზღვის,სასახლეებისა და ციხეების გადაღმა ლამაზ მელოდიას აჟღერებენ,ღრუბლიდან ღრუბელზე ცეკვით გადადიან წყვილები და მათ იციან,რომ ვერავინ და ვერაფერი ამ წუთებს ვერ წაართმევთ.. ოხ,როგორ მინდა მეც შევუერთდე მხიარულებას..

ბიოგრაფიული: /
მისტიკა:

თქვენ რა იცით,მე რა შემიძლია.. ჩემი ძალის ნახევარიც კი არ დამიხარჯავს,მაგრამ თქვენს უბადრუკ დედამიწაზე,ასე ჭიანჭველებივით,რომ შესევიხართ და ფუსფუსებთ,გულს უღრღნით და არც კი გინდათ დაფიქრდეთ,სადამდე მიგიყვანთ საკუთარი ქცევა.. იმდენი საქმე მაქვს დასასრულებელი,რომ სამწუხაროდ დასასრული ჯერ კიდევ შორსაა..

დოკუმენტური: /
Crime:

მაგრამ ეგეც მოვა და მერე დაიწყება,რაღაც ახალი.. და თუ ერთხელაც,მეც მათ მსგავსად ღრუბლის ქულაზე გავიღვიძე.აუცილებლად გადმოვიხედავ ქვემოთ და დავინახავ დედამიწას გონებაში ჩარჩენილს – ლურჯს,უკვე წითელს..

კომედია:

რა არის ყველაზე სასაცილო მოკლემეტრაჟიანი კომედია ცხოვრების შემდეგ? ქალი.. რომელსაც კაცი ჰგონია ბიჭი,რომელსაც საფულე აქვს და თავი კაცი ჰგონია..

Action:

ალბათ თქვენც ყოფილხართ ორ ცეცხლს შორის და გაგჩენიათ იმედი,რომ ერთ-ერთი მხარე ნაკლებ მწველი იყოსო.მერე როგორ დამთავრებულა თქვენი შემთხვევა?

მელოდრამა:

რაც უკეთესი,მით უკეთესი.ელემენტარულია.

მიუზიკლი: (თავად ჩართეთ)

5 Comments leave one →
  1. ▲ Natsy permalink
    August 28, 2012 21:30

    ღმერთო როგორი ორიგინალური… ბანალურად რომ ვთქვათ სამიგინალურია ))) ყოჩაღ!!♥ რა არის ყველაზე სასაცილო მოკლემეტრაჟიანი კომედია ცხოვრების შემდეგ? ქალი.. რომელსაც კაცი ჰგონია ბიჭი,რომელსაც საფულე აქვს და თავი კაცი ჰგონია..” გავგიჟდი

    • September 21, 2012 23:18

      ნაცი კიდევ ოთხიგინალურია.. და მეტიც!!❤

    • September 22, 2012 13:02

      ვაიმე, ვაიმეეე <333

  2. September 14, 2012 01:40

    ჰაჰა❤ ვგიჟდებიშენზე

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: