პლატონური გრძნობა
ადამიანს მხოლოდ წვრილმანები ამშვიდებს – წყალი,სუნთქვა, საღამოს წვიმა… ვინც მარტოა მხოლოდ ის გაიგებს ამას.
მე-40 გვერდზე კისრის ტკივილს გეძნობ და იძულები ხდები ფორმა იცვალო; მე-80 გვერდის შემდეგ ყოველ წუთში გინდება თვალები წამით დახუჭო,რადგან ასოები უკვე ერთმანეთში ირევა და თეთრი ფურცელი ჭრელდება; 120 გვერდის შემდეგ მკლავები გეღლება,600 გვერდი საკმაოდ მძიმე მასას ჰქმნის.თითებს და სახსრებს იტკიებ; მაგრამ ეს პერსონაჟი… გინდა რეალური იყოს,გინდა შენი ცხოვრების ერთ-ერთი თანამგზავრი გახდეს.. დაუფიქრებლად ჩაანაცვლებდი მისით სხვა რომელიმეს.მერე რა,რომ ურწმუნოა და ამ ქვეყნად არაფრის სჯერა.. ყველაფერს გააკეთებდი,რომ მასაც ისევე შეჰყვარებოდი,როგორ შენ ამ 248 გერდში შეგიყვარდა.ნეტა,როგორია დასასრული.. ეჭვიანობ ქალზე,რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩანდა,მაგრამ ვიდრე ის ყურადრებას არ აქცევდა შენც თვალთახედვიდან გეპარებოდა..
მაგრამ უკვე დასაწყისშივე იცოდი,რომ მას შენგან განსხვავებით მთავარი როლი ჰქონდა.ალბათ გრძნობდი კიდეც,რომ შენთვის სასურველს ის მიიღებდა.. პირველივე ფურცლებიდან შეეგუე ამას,მაგრამ ბოლოში მაინც იტირე..
თითქოს გტკივა ყოველი ტკივილი,რომელიც მან განიცადა.იმ წუთიდან აგრესიული ხარ მის მიმართ,ვინც მას გაკიცხავს.. აუგად მოიხსენიებს.და თქვენ ფიქრობთ,რომ ეს სიყვარული არ არის.. მე რეალურად არსებულს შემიყვარდა – არ არსებული,ავტორის მიერ შექმნილი.. სულ არ მეჯავრება,მაინც ჯიუტად მიყვარს.. იქნებ,რომ არ არსებობს იმიტომაც შევძელი მისი შეყვარება.რეალურად სხვისი კი ვერა.. ვინ იცის.რამდენიმე ასეულ გვერდში შემიყვარდა იგი,რამდენიმე ასეულ დღეში კი – არავინ.ესეც ცხოვრების ვოდევილი.. მაგრამ,ერთი პატარა “ეჰმ”..
მხოლოდ ოცნება გვაიძულებს შევურიგდეთ სინამდვილეს..
თუმცა..
სიცოცხლე ხომ იმაზე მეტია, ვიდრე სენტიმენტალურ ვნებათა კრებული.
და ბოლოს,როგორც სხვა დანარჩენ დროს.. ეს,ხომ ცხოვრებაა..
ვინ შეძლებდა ცხოვრებას ,დავიწყება რომ არა? მაგრამ ვის შეუძლია დაივიწყოს ყველაფერი,რისი დავიწყებაც არ სურს?
ტრიუმფალური თაღი ჩემი საყვარელი რემარკია. ყველას მირჩევნია.
მეც ასევე 🙂
მე ახლა ვიწყებ მის გაცნობას და ვნახოთ.. 🙂
რემარკიც მიყვარს, ტრიუმფალური თაღიც და რემარკის “ტრიუმფალური თაღიც”… ოღონდ ჟოან მადუს დღემდე ვერ ვიტან 🙂
რატომ ვერ იტან ჟოანს? 🙂
“ჩემი” რავიკი რომ “ანერვიულა”, ვერ ვაპატიე :))
მეც შეყვარებული ვარ რავიკზე,მაგრამ ჟოანი მაღიზიანებს 🙂
ალბათ მესმის რატომაც,მაგრამ შეიძლება არც რადგან მე არ მაღიზიანებს.. 🙂
ახლა დავიწყე ტრიუმფალური თაღის კითხვა :))
რემარკის “სამი მეგობრის” წაკითხვის შემდეგ რემარკი რომ უყურადღებოდ წამეკითხა სირცხვილი იქნებოდა :))
სამი მეგობარი წასაკითხ წიგნთა სიაშია. 🙂
“ტრიუმფალურ თაღს” ვაღმერთებ, რავიკი მიყვარს, აი ჟოანი კი დღემდე ნერვებს მიშლის.
წიგნში განსაკუთრებულად ის მომენტი მიყვარს , როცა საავადმყოფოში ერთმანეთს სხვადასხვა ენებზე ესაუბრებიან.
მგონი ყველას აღიზიანებს ჟოანი ჩემს გარდა? 🙂
იდეალურს გავს შეიძლება არის კიდეც!!
მგონი,რომ არის. 🙂 წიგნებში მაინც არსებობენ იდეალურები..
ჟოანიც მიყავრს….რავიკი ჩემი სულის ნაწილია….რა საოცარი რამაა ❤ შემიძლია ამ რომანით ვიცხოვრო :*
აი,ჩვენ ორს ჟოანიც გვიყვარს! 🙂
ჩემი რავიკი<3
როგორ მიყვარს შენი პოსტების კითხვა ❤
მეც მასე ვარ, ვგიჟდები რემარკზე, მის “ტრიუმფალურ თაღზე” და “სამ მეგობარზე”, ეს ის წიგნებია ყველაზე ურჩსაც რომ კითხვას შეაყვარებს, დიდია, ძალზედ დიდი 🙂
უბრალოდ არ ვიცი რა ვთქვა.. მინდა გითხრა კარგია , მაგარია , მაგრამ ეს არაა საკმარისიი ❤ უბრალოდ აღფრთოვანებული ვარ შენი ნიჭით და აიი არ ვიციი ❤ არ ვიციი რა დავწეროო ❤