Skip to content

განწყობა.

July 13, 2012

მთელი კვირაა გარემო ისე განიცდის ალბათ, რაღაც მნიშვნელოვანს.. დავიჯერო,მხოლოდ ჩემს განწყობაზე მოქმედებს ასე წვიმა? ამ დროს სახლში ჯდომასა და  მუსიკის მოსმენას არაფერი მირჩევნია.ზოგადად ასეთი ვარ.. რადგან გარეთ გასული ხშირად შინ გაღიზიანებული ვბრუნდები.ადამიანები ისე ფუსფუსებენ.ისე სწრაფად მოძრაობენ ქუჩაში შენს ირგვლივ,რომ თავბრუს გახვევს ეს უწყვეტი ხმაური..

სიმშვიდე! მეტი სიმშვიდე გვჭირდება.. ან მჭირდება მაინც.ამ ბოლო დროს სახლშიც ვეღარ ვპოულობ ჩემს სამყოფ სიმშვიდეს..

ცაზე ვარსკვლავებიც აღარ ჩანს.ეგეც კიდევ ერთი წვიმის დანაშაული.ყველაფერი ზომიერად – ბედნიერებაა,მაგრამ გადამეტებული სიხარულიც კი დამღლელია.. ასე,რომ.

თითქოს ზამთრის პირი იყოს.ოთახში ფანჯრები იორთქლება.ქუჩებში სუსხიანი ქარი ქრის და ადამიანებმაც სეირნობაზე უარი განაცხადეს.მე კიდევ სწორედ ასეთ ქუჩებში ვისეირნებდი სიამოვნებით.. ფართო,ლამპიონებით განათებულ ქუჩაზე.

ოჰ,როგორ მომბეზრდა ყველაფერი.და კიდევ უფრო მეტად შემიყვარდა ბალიში,რომელიც თავ ქვეშ თითქმის არ მიდევს.ლეიბიდან თავის აწევა და სხვა მელოდიის ჩართვაც კი გეზარება.რა საშინელება ყოფია,როცა შენს პატარა სამყაროშიც კი ვერ ხარ ბედნიერი.ვითომ ყველაფერი გარკვეული იქნება თუკი ვირწმუნებ,რომ უბრალოდ ერთფეროვნებამ გადამღალა?

წიკწიკა საათიც კი გავაგდე ოთახიდან.ასე გაგრძელება.. უბრალოდ.ახლავე შევწყვეტ წუწუნს და დაველოდები.. მზეს..

შენც დაელოდე რა.. და,როცა ამოანათებს.ქუჩები ხალხით გაივსება.მერე ჩვენც წავიდეთ.წავიდეთ და.. მართალია ზღაპრის გმირები არ ვართ,რომ ცხრა მთა გადავიაროთ და ცხრა ზღვა გადავცუროთ,მაგრამ ჩვენი წილი ბედნიერების საძებნად წავიდეთ.. იქნებ ის მართლაც უფრო ახლოსაა,ვიდრე ჩვენ გვგონია..

3 Comments leave one →
  1. July 13, 2012 10:38

    ანა რამდენი ხანი გვალოდინე ახალ პოსტს.. ჰაა?!
    მაგრამ მთელი დანაკლისი ამ პოსტით აანაზღაურე, დამიჯერე..
    მივხვდი, რომ ადამიანები “ბედნიერებას” მხოლოდ ილუზიებშირა დავეძებთ, გვეზარება ყველაფერი.. და მაინც, არ ვიცით რატომ..
    <3<3<3

    • July 13, 2012 12:45

      ვიცი,რომ ძალიან დიდი ხანი.მაგრამ მხოლოდ ჩემი ბრალიც არ არის.. ან,თუ ხომ.😦 ჩემი ბრალია..
      შენ მშვენიერი პოსტების გუდა დამახვედრე.❤ რა კარგი იყო..

    • July 13, 2012 13:14

      მე კიდე შენი ეგ პოსტი მომეწონა ძალიან❤
      გაიხარე :*

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: