Skip to content

ეკვატორთან ახლოს..

June 9, 2012

რაზე გიამბოთ?..

გინდათ იმაზე მოგიყვებით,როგორ აღმოვჩნდი მიტოვებულ კუნძულზე სულ მარტო,ყველას გარეშე?

სიმართლე გითხრათ,ამას დიდი ხნის განმავლობაში ვნატრულობდი და ბოლოს მოვახერხე.. ახლა ანანასისა და მანგოს დაგემოვნებით გამყავს დრო და თანაც ოკეანის ტალღებს ცუდ თამაშს ვეთამაშები.აი,გუშინ ლამის შიგ გულში შემითრიეს,მაგრამ აქ გამომადგა მშობლების,ჩემთვის არცთუ მაინცდამაინც მოსაწონი გადაწყვეტილება – ცურვაზე სიარული.უკვე მესამე დღეა რაც ამ კუნძულზე ვარ და ერთი წამითაც არ მომიწყენია.. ხანდახან ვფიქრობ,სამუდამოდ აქ დარჩენაზე,მაგრამ მერე ფიქრიც მბეზრდება და ვჩერდები.                                                                                                                                     ორ უზარმაზარ პალმას შორის ჰამაკი მაქვს დამაგრებული.მის გვერდით ამოჭრილ ხის ფუღუროში თაროების მსგავსი რამ მაქვს,უფრო სწორედ ასე დამხვდა აქვე.შიგ წიგნები შევალაგე,არ მინდოდა ქვიშით დასვრილიყო,თანაც ტალღები ისე ენერგიულად ეხეთქება,ხოლმე ნაპირს შხეფები აქამდეც აღწევდს.. ჰამაკში წოლისას ეს სასიამოვნოც კია,მაგრამ წიგნებისთვის ასე სულაც არ არის.

ქოქოსს არ ვწყალობ,ბავშვობიდან არ მიყვარს.არადა იმდენად მოხერხებულიც არ ვარ,რომ მისი გატეხვა შევძლო.თანაც რითი?! ერთი პატარა კუნძულია,ქვასაც ვერ ვიპოვნი.. ქვიშა თეთრია.მზისგან ოდნავ შებრაწული.იქნება ასე 40° C-დან ზემოთ ტემპერატურა.. ალბათ ეკვატორთან ახლოს ვარ.ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არც აქვს.. მთავარია იქ არ ვარ,რუქაზე ეკვატორის ზემოთ,გინდაც დასავლეთით და გინდაც აღმოსავლეთით.. აქ – ქვემოთ სიმშვიდეა.. ის რაც მე მიყვარს და მუდამ მჭირდება.ის,რის ნაკლებობასაც ყველგან განვიცდი,სადაც არ უნდა ვიყო.

მაპატიეთ,მაპატიეთ! თემას გადავუხვია,არადა სხვა ამბავი უნდა მომეყოლა.. ეს გრძელი ამბავი მოკლედ,რომ გიამბოთ ასე ვიტყვი: ახლა ჩემს საყვარელ საქანელა-სავარძელში ვზივარ და ვოცნებობ.. მცხუნვარე მზეზე,ზღვაზე არა – ოკეანეზე,თეთრ ქვიშაზე,სიმშვიდესა და მარტოობაზე,რომელსაც ამ ატლანტის ოკეანის ერთ-ერთი პატარა კუნძულზე მივაგენი,რუქაზე აღნიშნულიც რომ არ არის.სადღაც აფრიკასა და სამხრეთ ამერიკას შორის.

სხვათაშორის,რამდენიმე მეზობელი კუნძულია ირგვლივ.. ასე,რომ ადგილები დაიკავეთ მეგობრებო!..

10 Comments leave one →
  1. June 9, 2012 15:53

    ერთი კუნძული მეც შემინახე, ანა🙂

    • June 9, 2012 15:59

      არის,მოლი!🙂 შენახულია.
      ვაიმე,ისეთი მშვენიერია აქაურობა.. სამოთხეს ჰგავს.

  2. June 9, 2012 17:00

    სიამოვნებით დავიკავებდი…
    თუმცა სიზმრებში სულ იქ ვარ ხოლმე…
    რათქმაუნდა კარგი პოსტია🙂 როგორც ყოველთვის🙂

  3. June 9, 2012 17:02

    ხო მართლა– პ.ს უნდა გითხრა, რომ ეს დიზაინი ძალიან გიხდება საყვარელო❤

  4. June 9, 2012 20:59

    ეჰ, ერთი ასეთი კუნძული, ჰამაკი და წიგნები…❤

  5. June 21, 2012 15:55

    სულ ერთი კვირა მეყოფოდა არადა, ბევრს კი არ ვითხოვ

  6. July 4, 2012 19:59

    შემაჟრჟოლა : )

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: