Skip to content

კრძალვითა და ცახცახით

June 2, 2012

„სიცოცხლე რამაც შემინარჩუნა,ფანჯრიდან გადახტომა იყო.ჩემი სხეულის ნაფლეთები დღესაც,ალბათ,მთელ ქალაქშია მიმოფანტული..“

თანამედროვე,ფრანგულენოვანი ბელგიელი  მწერალი – ამელი ნოტომი,რომელიც იაპონიაში დაიბადა 1990-91 წლებში ტოკიოში,ერთ-ერთ კომპანიაში თარჯიმნად მუშაობდა.მისი რომანი „კრძალვითა და ცახცახით“ სწორედ ამ ერთი წლის განმავლობაში იწერებოდა რეალურად თავისივე ცხოვრებაში.

„რამდენ ხანსაც იარსებებს დიდი ფანჯრები,დედამიწის ზურგზე ყოველ ადამიანს თავისი წილი თავისუფლება ექნება.“

ასე ესმის ამელის თავისუფლება.კომპანია „იუმიმოტოს“ თავად ღმერთი მართავდა,ხოლო – იქაურობის ვიცე-პრეზიდენტი ეშმაკი გახლდათ.ამელი-სანი კი მხოლოდ და მხოლო ერთ რიგითი თანამშრომელი იყო,რომელიც ხან ჩაის ამზადებდა სტუმრებისთვის,ხანაც ფოსტას ურიგებდა თანამშრომლებს,მცირე ხნით მათ კალენდრებზე თარიღსაც ასწორებდა,შემდეგ კალკულატორთან დაახლოებაც მოუწია.ერჩივნა პიურე ეზილა,მაგრამ ქალბატონმა ფუბუკიმ,მშვენიერმა იაპონელმა ქალმა,ამელის უფროსმა ასე არჩია.საბოლოოდ კი საერთოდ არაფრობამდე დავიდა,საპირფარეშოს დამლაგებლად იქცა.ასე შეიძლება ჩვენ ჩავთვალოთ,მაგრამ ეს ერთადერთი სამუშაო იყო,სადაც მას ერთი წუთითაც არ მოუწყენია.

ეს სამუშაო გახდა მიზეზი,მისი პირველი რომანის („მკვლელის ჰიგიენა“) დაწერისა.მწერალმა მხოლოდ ცხრა წლის შემდეგ გამოაქვეყნა „კრძალვითა და ცახცახით“,რომელშიც მთლიანად აღწერა მისი ერთწლიანი თავგადასავალი კომპანია „იუმიმოტოში“.

დასავლური გონება უძლურია იაპონურთან შედარებით.ასე თვლიან „იუმიმოტოს“ თანამშრომლები.ჩვენ მეგობრები ვართ,ვიდრე ერთ-ერთი ჩვენგანი მეორეზე წარმატებული არ გახდება.შემდეგ უკვე ყველაფერი თავდაყირა დგება.ისევე,როგორც ამელის შემთხვევაში მოხდა.

„ყველა იაპონელი ქალი ლამაზი როდია,მაგრამ თუ იაპონელი ქალი ლამაზია,ყველა სხვა დანარჩენი გვერძე უნდა გადგეს.“

სწორედ ასეთი ლამაზი გახლდათ ფუბუკი მორი.მისი სახელის იდეოგრამა: „კანჯი“ – თოვლიან ქარბუქს ნიშნავს.1961 წლის 18 იანვარს თოვლიანი ქარბუქი ყოფილა ნარაში.ამ დღეს მორი ფუბუკი დაიბადა.

ამელისა და ქალბატონ მორის შორის,რბილად რომ ვთქვათ დაძაბული ურთიერთობა,ამელის განუწყვეტლივ დაქვეითებას იწვევდა კომპანიაში,მიუხედავად ამისა,როდესაც ამელიმ მისი პირველი რომანი „მკვლელის ჰიგიენა“ გამოაქვეყნა,ფუბუკიმ იაპონურად მისწერა:

„ამელი-სან,

გილოცავთ.

მორი ფუბუკი.“

სწორედ ასე მთავრდება წიგნი.ამელი ამ წერილმა ყველაზე მეტად გააოცა და ასევე გაახარა.

წიგნმა საფრანგეთის აკადემიის დიდი პრემია დაიმსახურა.

თუმცა ჩემი ნაამბობი ძალიან მშრალია.“კრძალვითა და ცახცახით“ ის წიგნია,რომელიც რამდენიმე საათს საინტერესოდ გაგატარებინებთ.

წიგნებზე წერა არ მჩვევია,მაგრამ არის გამონაკლისები,რომელთაც უბრალოდ ღირსად მივიჩნევ,ერთი-ორი სიტყვით მაინც შევაქო.წიგნმა მომცა საშუალება მეც განმეცადა იგივე,რაც ამელიმ,მაშინ როცა..

„უკანასკნელად გადავეშვი სიცარიელეში.თვალნათლივ ვხედავდი,როგორ ეცემოდა ძირს ჩემი სხეული.“

ჰო,და რაც მთავარია.. არ დაგავიწყდეთ,რომ იმპერატორს ყოველთვის კრძალვითა და ცახცახით უნდა ელაპარაკოთ..

6 Comments leave one →
  1. June 2, 2012 19:28

    არ წამიკითხავს… არადა, რადიკალურად სხვადასხვა შეფასებები მომისმენია.

    • June 2, 2012 19:42

      აი,რომ მიიცლი წასაკითხად მგონი,რომ მოგეწონება,მოლი.

  2. June 2, 2012 20:31

    რამდენიმე საათის საინტეერსოდ გასატარებლად ნამდვილად კარგია🙂 კარგად მახალისა ამელი სანმა🙂

    • June 2, 2012 22:42

      ნამდვილად და თანაც ასეთი მცირე წიგნისთვის,საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა.🙂

  3. June 3, 2012 18:11

    მე ძალიან მომწონს.🙂
    სახალისოა, რეალურია. მოკლედ საინტერესოა🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: