შიგთავსზე გადასვლა

ისევ წვიმს..

მაისი 30, 2012

ისევ წვიმს..

მე ისევ მეფიქრება ყველაფერზე და თანაც არაფერზე..

ოთახს წყნარი,სიმშვიდის მომგვრელი მელოდია და სისხლის გამყინავი ხმა აყრუებს..

ჩვენი საყვარელი სიმღერაა “How can you mend a broken heart”.

როგორ შევაჩერებთ წვიმას?

როგორ დავუშლით მზეს ნათებას?

ყოველთვის წაგებული გჯერა,რომ ოდესმე გაიმარჯვებს?

ჰო,არც მე..

რამდენი კითხვაა პასუხის გარეშე და მათი რაოდენობა დღითიდღე ორმაგდება,სამმაგდება,ოთხმაგდება..

წამების ისარი წუთებისას არ ელოდება.ორივეს თავის გზა აქვს,თუმც ცალ-ცალკე დადიან ერთ საქმეს კი აკეთებენ..

ლა-ლაალა-ლაა.. ლალა-ლაა..

რა ატრიალებს დედამიწას? ძალა,რომელიც წვიმას შეაჩერებს; მზეს – ნათებას დაუშლის და უიღბლოს გაამარჯვებინებს.

ხომ ხედავ! ყველა კითხვაზე გვაქვს პასუხი.. მხოლოდ,ისევ კითხვა.

ხანდახან კითხვა თვითონვე პასუხია..

ხანდახან სულაც არ არის საჭირო წვიმა შევაჩეროთ..

დაე,მზემ ნათელი მოჰფინოს ქვეყნიერებას..

და ვიდრე ასე არ არის,რა იქნება მოქუფრულ ცაზე ფერადი ცისარტყელა დამიხატეთ ვინმემ ფუნჯებით.მე დაგელოდებით.. მანამდე კი თქვენის ნებართვით ვიფიქრებ.. ყველაფერზე და თანაც.. ჰო,არაფერზე!

ტიკ-ტაკ..

ცოტა მალე,თორემ ჩრდილოეთის ქარი სულ ჩემს ცაზე გადმოაფენს მუქ,კუპრისფერ ღრუბლებს.. მერე უკვე გვიანი იქნება.

11 Comments leave one →
  1. მაისი 31, 2012 14:08

    ყოჩაღ ანნ. ❤

    • მაისი 31, 2012 14:43

      ამ ბოლო დროს,ცოტა პესიმისტური პოსტები დამჩემდა,მაგრამ იმედია არაუშავს..

  2. tsotnee permalink
    ივნისი 1, 2012 19:48

    ახლაც წვიმს :დ

    • ივნისი 2, 2012 22:45

      მთელი კვირაა წვიმს. 🙂

    • tsotnee permalink
      ივნისი 2, 2012 22:47

      ხო და იქითა კვირაში გამოიდაროს რა! ოღონდ მერე ისე არ დაცხეს, რომ წვიმა მოგვენატროს. 🙂

    • ივნისი 2, 2012 22:50

      დაცხეს – იწვიმოს.დაცხეს – იწვიმოს.რა იდილია იქნებაა. 🙂

    • tsotnee permalink
      ივნისი 3, 2012 17:06

      აი ზუსტად. 🙂

  3. ივნისი 2, 2012 21:14

    გავთბი ❤
    სხეულში არსებულმა ყველა ტკივილმა მიმატოვა და ,
    გამეღიმა ❤

  4. ივლისი 2, 2012 12:05

    ზოგჯერ საჭიროა წვიმა, რომ მერე გამოდარების სიხარული შევიგრძნოთ 🙂

  5. დეკემბერი 20, 2012 13:10

    yvelgan da yvelapershi siyvaruliii agar shemilia 😦

Leave a reply to tsotnee კომენტარის გაუქმება