Skip to content

Strangeland

May 26, 2012

მეძინება,დაღლილობას ვგრძნობ,წელში ტკივილი მღრღნის.. ერთი ბალიშის ჩახუტება ყველაფერს მირჩევნია და ამას ვიზამ კიდეც.. მაგრამ,მაინც მინდა რაღაც გითხრათ..

ხშირად გონებაში ვალაგებ ხოლმე,იმას რაც თქვენთვის მაქვს სათქმელი.. მაგრამ საბოლოოდ ვერაფერს ვწერ,მხოლოდ გონებაში რჩება..

იცით ხანდახან მგონია,რომ ყველაფერი ირგვლივ უბედურების წვეთით მაინცაა გაჟღენთილი,ის სიხარულიც კი.. მაგრამ საერთო ჯამში სიხარული მაინც სიხარულია და ბედნიერების ღიმილს დიდი ძალა აქვს.

ცხოვრებაა ცხოვრებაა,ზოგჯერ გახარებს და ზოგჯერ საშინლად გაწამებს.მიუხედავად იმისა,რომ ჩემთვის ჯერ კიდევ არ აქვს ხიბლი მას,მაინც ოპტიმისტი ვარ,როგორც სხვა დანარჩენ დროს.

გამახსოვრდება ის რაც კარგი იყო,ისე თითქოს საუკუნე ყოფილიყოს თუნდაც ერთი წამი.. ის,რაც არ გინდა რომ გახსოვდეს გავიწყდება და მეც ასე თუ ისე ცოტ-ცოტა ყველაფერი მახსოვს..

აი ახლაც რაღაც გავიფიქრე,მაგრამ არ შემიძლია დავწერო.ძალდატანებით,ხომ ისედაც არაფერი გამოვა.. მაშინ უბრალოდ..

მე მჯერა,რომ წარმატება ჩემს ცხოვრებაში ერთხელაც მოვა.. და ვიცი,რომ ამ ქვეყნად ბედნიერებისთვის მოვედი და არა სევდისთვის…

მე მჯერა უკეთესი მომავლის! მე ისევ მიყვარს ყველა და არავინ განსაკუთრებულად!  მე ისევ ვაგრძელებ ცხოვრებას,ღიმილით  და ისვ ვუყურებ მას იმედის თვალით..

No comments yet

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: