Skip to content

გამოღვიძება

May 7, 2012

მაშინ,როცა ხემი ვიოლინოს სიმებს შეეხება,ბგერები გამოაღვიძებს მიძინებულ გარემოს.დედამიწის ერთი კიდიდან ცისარტყელა ცას მიაშურებს და მეორე კიდეში ჩაეშვება,მერე უკვე კაცმა არ იცის სად წავა.. იქამდე იწვიმებს.იწვიმებს,მხოლოდ თბილი,ფერადი წვიმის წვეთებით.შვიდ ფერად იწვიმებს:მწვანედ,წითლად,ვარდისფრად და მზის ფერად.. ყვითლად.დანარჩენი სამი ფერი უმნიშვნელოა.ცა იტირებს,მაგრამ სიხარულის ცრემლებით.ისე,როგორც დღეს იტირა..

ცისარტყელა,რომ მეორე კიდეში ჩაეშვება მიწა შეზანზარდება,ხეებზე დაბუდებული ფრინველები ცას  მიაშურებენ,შიშისაგან გამაყრუებელ ხმებს გამოსცემენ და მერე აღარ ვიცი,იქნებ თვითონ მიჰყვეთ მოვლენების განვითარებას..

ამ ბოლო დროს,მიმატოვა ალტერ ეგომ.მის გარეშე ვერაფერს ვწერ.არ შემიძლია.. საკუთარი თავით კიდევ არც არასდროს ვყოფილვარ კმაყოფილი და ვერც ახლა ვიქნები… ის გრძნობდა,ის წერდა.. გადმოსცემდა იმ გრძნობებს,რომელთა განცდაც მე არც კი შემეძლო..

რეალურად,მცირე დროში უამრავი რამ იცვლება,ან არადა ერთი დეტალი თქვენი ცხოვრებიდან,მაგრამ რადიკალურად.ორი უკიდურესობაა,მე კიდევ ვერ ვიტან უკიდურესობებს.. მე ოქროს შუალედი ვარ.ყოველთვის მას ვარჩევდი.ერთადერთხელ გადავწყვიტე,რომ რაღაც ბოლომდე მინდოდა ან არაფერი და მაშინვე მივიღე – “არაფერი.”ამბობენ,დამარცხებული კიდევ უფრო უნდა გაძლიერდე და ადრე თუ გვიან გაიმარჯვებო.. მაგრამ,გმადლობთ,იყოს.მე ვნებდები..

აღარასდროს მოვინდომებ სულ ყველაფერს..

3 Comments leave one →
  1. May 7, 2012 18:56

    კარგა ხანია არ შემომივლია.. მაპატიე..
    ხოდა მივხვდი რომ აშკარად მომნატრებიხარ, შენ და შენი ნააზრევი.
    გაღიარებ–ამით მგონი ვთქვი ყველაფერი რაც მინდოდა!🙂

    • May 7, 2012 22:59

      მიხარია,რომ შემოიარე.❤ და ძალიან კარგი ხარ,ნიცა! :**

  2. March 8, 2014 15:34

    dzaan magari temaaa

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: