Skip to content

თეთრ-ვარდისფერში.

April 1, 2012

ვერც ჩვენს ქალაქში მოიყვანა ერთმა მერცხალმა გაზაფხული,მაგრამ მოუთმენლად ველით გაზაფხულს,რომელიც ერთს კი არა მერცხლების მთელს გუნდს მოიყვანს და კვლავაც ააჭიკჭიკებს მათ საამო,ბედნიერების ჭიკჭიკით.პატარა ნისკარტებიდან ამოუშვებენ ჟღერად,მელოდიურ ხმებს და დილით საწოლში ჩამთბარს ყურში,რომ ჩაგესმება ღიმილით გამოგეღვიძება.ფანჯარას თავისუფლად დატოვებ ღიას,რადგან არც თოვას შეუშინდები და არც წვიმას.. გაზაფხულის შხაპუნა წვიმა,ხომ სულ სხვაა და თოვლს უკვე დიდი ხანია არც გული და არც გონება აღარ მოელის.დღისით თბილი მზე გაგათბობს,ღამით კი – გრილი სიო გაგიგრილებს გადაღლილ გონებას.ამ პერიოდში მოგენატრება ყველაზე მეტად,ამ დროს შეიძლება შეგიყვარდეს კიდეც,აი მაშინ დაიწყებენ პეპლები ფრენას გონებაშიც და მთელს სხეულში..

დღეს პირველი აპრილია,მაგრამ თქვენთვის ერთი სიტყვაც არ მითქვამს ტყუილი.მართლა ასეთი თბილია გაზაფხული,მერე რა რომ ცოტა არეული და მერყევი.თანაც ტყუილები არ მიყვარს და შესაბამისად ამ დღესაც დანარჩენებივით ჩვეულებრივ ვხვდები.თქვენ რა მართლა გგონიათ,რომ სხვა დღეებში ნაკლებ ტყუილს გეუბნებიან ხოლმე?..

ეს იქით იყოს და თანაც,ნამდვილად არ ვაპირებ სითბო არასასიამოვნო სიმართლის თქმით ამ პოსტში – სიცივით ჩაგინაცვლოთ.

მოდით ყველას გვჯეროდეს,რომ მხოლოდ 1 აპრილს გვატყუებენ ხოლმე.. ისიც “კეთილი ტყუილებით”.. რომ,მხოლოდ პირველ რიცხვამდე ცივა გარეთ და ეს სიცივე ძვლებში გვატანს.ნოსტალგია მონატრებული მზის ამავე ძვლებს გვიტკვირავს.წარმოვიდგინოთ თითქოს გარეთ ყოველი ხე ყვაოდეს სპეტაკ თეთრ და და ვარდისფერ ფერებში,თან დახეთქილი კვირტებისაგან გადმოფრქვეული სურნელი ღრმად შევისუნთქოთ.. მთავარია დავიჯეროთ და გაზაფხულიც მოვა,მერცხლებიც მოჰყვებიან და პეპლებიც შეგვისისხლხორცდებიან.

არ გატყუებთ! მართლა,მართლა..

13 Comments leave one →
  1. marimarister permalink
    April 1, 2012 20:24

    ასე მგონია ჩემი შინაგანი სამყარო გააცოცხლე, ან.. თურმე მარტო მე არ ვყოფილვარ ასე.. არ გატყუებ! მართლა, მართლა..❤

    • April 1, 2012 20:26

      მარიაამ.❤ ჩემშიც ისეთივე არეულობაა,როგორც ამ გაზაფხულზე.. მაგრამ ესეც გადაივლის,შემდეგ ხომ ზაფხულის დროა..❤

  2. April 1, 2012 20:33

    aucileblad mova gazafxuli❤

  3. marimarister permalink
    April 1, 2012 20:39

    მეც, მეც მაგის იმედი მაქვს ^_^

  4. April 1, 2012 20:58

    აუცილებლად მოვა, ანა🙂

    • April 1, 2012 21:18

      მეჰ სწორედ მაგის მჯერა და ვიმედოვნებ,მოლი.🙂

  5. April 2, 2012 15:10

    ანა….
    სიტყვები არ მყოფნის… როგორ დავმშვიდდი ვერ წარმოიდგენ.. საოცრად… :*

  6. April 3, 2012 14:20

    მმ. რა კარგი სურნელი მოვიდა❤
    გაზაფხულის

  7. April 3, 2012 19:07

    თბილა!🙂

    • April 4, 2012 00:13

      მე,კიდევ უფრო მინდა,რომ თბილოდეს!🙂

  8. April 16, 2012 12:33

    Zalian kargi xar❤
    warmatebebi :*
    shemomiare shevecdebi kargi garemo dagaxvedro shensavit!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: