Skip to content

ფიქრების ტორნადო

March 24, 2012

ჩვენ..

ჩვენ წინააღმდეგ სამყაროსი!.

იმ სამყაროსი,რომელიც აქეთ არის ჩვენს წინააღმდეგ. მოედანი,რომელზეც ჩვენ და სამყარო ვიბრძვით ყოველთვის გადატენილია მაყურებლით.და მერე ვის აჯავრებს საკუთარი ცხოვრება.ყველას თავისი გასჭირვებია და სხვისი გაჭირვების ცქერით თავიანთს იმსუბუქებენ.ვერ გამიგია ამას,როგორ ახერხებენ..

And if we could float away.
Fly up to the surface and just start again..

იქნებ თქვენს შორისაც იყოს ადამიანი,რომელიც ტორნადოში სილამაზეს ხედავს.ყველაფერს ერთიანად,რომ ცაში წევს და მისთვის დაბრკოლებას არაფერი წარმოადგენს.სანახაობას ქმნის.თითქოს სამყაროს დასასრულს უყურებდე თვალებში და გსიამოვნებდეს.ღრუბლები ისე ლამაზად ეჯახებიან ერთმანეთს და იკვრებიან,შემდეგ ნელ-ნელა რაღაც ძალით მიწას უახლოვდებიან და ეს ერთიანი მასა ბალერინასავით ბრუნვას იწყებს.ყველაფერს რასაც შეეხება ღრმად ჩაიკრავს გულში და ჰაერში აგრძნობინებს რას ნიშნავს თავისუფლება.. და ამ დროს ვისთვისაა სხვა მასზე მნიშვნელოვანი? არავისთვის.

თქვენც,რომ გიგრძვნიათ როგორ დაგტრიალებთ ტორნადოსავით ირგვლივ ფიქრები,მაგრამ თავისუფლებას კი არ შეიგრძნობთ პირიქით – მძიმდებით.ეს ტორნადო იმდენად მძიმედ გადაივლის თქვენზე,რომ სულ სხვა,პირქუშ სამყაროსთან დაგაახლოვებთ. როდესაც დაფიქრდებით და ამ ორ ტორნადოს შეადარებთ,მიხვდებით რომ საერთო სამყარო ბევრად უსუსურია ჩვენს საკუთარ სამყაროსთან შედარებით.ყველას ჩვენ კი,რატომღაც თვალისთვის ხილვადის უფრო გვეშინია,ვიდრე უხილავის.. არადა,როგორ გვეშლება.

ნეტავ ფიქრის ღრუბელს ასე მძიმედ არ გადაევლო ჩემზე.. როგორ ადვილად შეუძლია,ჯერ ჰაერში თავბრუ დამახვიოს,შემდეგ კი მიწასთან გამასწოროს.უბრალოდ დამღლელია.ჩვენ კი ყველაზე მეტად სიტყვა “დავიღალე”-ს წარმოთქმა გვიადვილდება..

ნეტავ,შემეძლოს მისი თავიდან აცილება,როცა პირდაპირ ჩემსკენ აქვს გეზი..

ნეტავ,შიშისგან ყოველ წამს თვალების დახუჭვა არ მიხდებოდეს..

იმის გააზრება,როგორ უაზროდ ვამთავრებ ჩემს წარმოდგენას მაყურებლისთვის..

და ბოლოს სევდით სავსე გულის თან წაღება,ზედმეტი,მძიმე საგნის მსგავსად იძულებით.

2 Comments leave one →
  1. March 24, 2012 19:42

    და ბოლოს სევდით სავსე გულის თან წაღება,ზედმეტი,მძიმე საგნის მსგავსად იძულებით.___სევდით დაღლილი და დაჩაჩანაკებულნი😐

    ძალიან დაღლილნი😐

  2. March 25, 2012 13:49

    ჩვენ კი ყველაზე მეტად სიტყვა “დავიღალე”-ს წარმოთქმა გვიადვილდება.. …………. :X😐

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: