Skip to content

პალატა

March 14, 2012

წინასწარ იცოდე,თითოეული სიტყვა შენთვის იწერება..
რადგან არ იცი,რომ შენზე ვწერ.ფიქრადაც არ გაივლებ,ვერც კი მიხვდები! ჩემგან განსხვავებით არ გრძნობ.. არ გრძნობ და ამიტომაც არ აქცევ ყურადღებას ამ ყოველივეს.თუკი მოხდა ისე რომ წაიკითხე,ალბათ მერე გახსენდება,რომ წერა შემიძლია.ლამაზად წერა.იცი ძალიან ადვილად,შევძლებ შენს გულს ჩავწვდე და გეშინია თავი არ მოიტყუო.სწორიც ხარ.მე ვწერ.ამ ქვეყნად კიდევ – არაფერი ღირს ერთ პატარა ტყუილადაც კი.. აი ლოდინად კი,ალბათ ღირს,მაგრამ ძნელია მიხვდე რა და ვინ.
უკვე ვიცი,რომ სიტყვების გროვა მზე არ არის,ქვეყანა რომ გაათბოს,მაგრამ – შენ.მინდა შენ გადმოგცეს ის სითბო,ასე ძალიან რომ მიადვილდება გაზიარება და გამოხატვა.არც წყენა მიჭირს,მაგრამ აბა წყენა შენგან რატომ არ მამახსოვრდება?! მეც არ ვიცი.. და თანაც სითბოს გაცემა ბევრად ადვილ საქმედ მიმაჩნია..
არ მინდა ვიფიქრო,რომ ყოველივეს ცივ გულს უხვედრებ და არაფერი ჭრის.არც ის სიტყვები,რომლებსაც ვიმეტებ და არც ის გაწყვეტილი სიტყვა,რომლითაც ვცდილობ უფრო მეტი ვთქვა.

ხანდახან,სულაც ვფიქრობ,რომ ყოველი წამის წინ დაწერილი სიტყვა ამავე წამს მაკარგვინებს და ალბათ არ ვიჯავრებდი კიდეც შედეგი,რომ დადებითი ყოფილიყო.
ტყუილად გადარებ ათასგვარ ჩემთვის საყვარელ საგანს.განა ჩემზე უკეთ ვინ იცის,რომ ერთადერთი ხარ და სხვა დანარჩენივით არ მეორდები.
თავს რამეს დავუშავებდი,რომ ვიცოდე ჩემი ექიმი შენ იქნებოდი.ვიყო მე შეშლილი,ოღონდ შენ იყავი – ჩემი ფსიქიატრი.ფერად აბებს,მომიტანდი ხოლმე და მე სიხარულით გადავყლაპავდი,ერთი-ორი-სამი.. მერე ჭიქა წყალსაც მომაწვდიდი და რა იქნებოდა ამაზე კარგი.მე და შენ ჩვენს სამყაროში.ჩემს გვერდით პალატაში მყოფ ახალგაზრდა,ქერათმიან გოგონაზე ვიეჭვიანებდი,შეტევის ფონზე საკუთარი ქმარი,რომ გაგუდა ბატის ბუმბულიანი ბალიშით და ამ ამბის გახსენებაზე,ყოველთვის შემეცოდებოდა ბატი,რომლის ბუმბულიც იმ ბალიშში იყო.ვიეჭვიანებდი,იმიტომ რომ მასაც მიუტანდი ფერად აბებს და ჭიქით წყალს მიაწვდიდი,თუმცა გულს იმით დავიმშვიდებდი,რომ ჯერ ჩემთან შემოხვიდოდი და შემდეგ – მასთან.ვიეჭვიანები იმიტომ,რომ შენ იქნებოდი ჩემი სამოთხე დედამიწაზე.ჩემი – შიმშილი და წყურვილი.ისევე,როგორც იმ სიმღერაში,შენ რომ ჩამირთავდი.ააჰ,გამახსენდა – ავე მარიაში..
ეერთი-ოორი-საამი..
“-უიჰ..” – წამოვიძახებდი შეშფოთებული,როცა ცეკვისას ფეხს ფეხზე დაგაბიჯებდი და ერთხელაც ისე მოგბეზრდებოდა,სხვა მაგნიტოფონს შემოიტანდი,რომელიც დისკს თავიდან არ ატრიალებდა და დაღლილი მომატყუებდი,გაფუჭდაო..
მაგრამ წიგნებზე კი აღარ გაგივიდოდა ტყუილი.
“-მოიტან,მოიტანე.ბევრი სქელყდიანი და თეთრფურცლებიანი წიგნები მოიტანე.შენ,რომ ასე ლამაზად კითხულობ.წამიკითხე,ვიდრე არ ჩამეძინება ხოლმე.გააკეთე ეს ჩემთვის ძალიან გთხოვ!”
შენც მიეჩვეოდი,რომ დილით ჩემთვის აბები გაგემზადებინა,შემდეგ ცეკვა გესწავლებინა და ბოლოს ყოველთვის ჩაძინებულ მეს,ვიდრე დიდი სახლის პატარა დიასახლისი თვალებს დახუჭავდა და ფანტინს საერთო სარეცელის მსგავსად საერთო საფლავში ჩაასვენებდნენ.
გვიან ღამით სახლში,რომ მიხვიდოდი და შენი ბიჭი,ზღაპრის მოყოლას გთხოვდა ძილის წინ და შენც მოუყვებოდი,ერთ ახალგაზრდა გოგონაზე,რომელიც საშინლად ცეკვავდა,მაგრამ მთელი გულით და საკუთარი სამოთხე ჰქონდა ამ ქვეყნად..
ჰმ,ისტორიაც კი არ მოგეწონა ვიცი.”რა უბედურია ეს გოგოო.” – იტყვი ვიცი და სწორიც იქნები.მე კი ვიცი,რომ რეალურად შენი ცხოვრება ზუსტად ასეთი იქნება,მხოლოდ ერთი განსხვაავები,”ჩემი სამოთხე” არ იარსებებს არასდროს ამ ქვეყნად..
და სამწუხაროდ,იმასაც გავიგებ როგორ გამოჰკრავს ჩახმახს ჩემი მეზობელი გვერდითა პალატიდან,თვითმკვლელი,ქერათმიანი ლინდა და როგორ ჩაასვენებენ მას საერთო სარეცელის მსგავსათ,საერთო საფლავში.
ჩემი ზღაპარი “სამოთხეზე ამ ქვეყნად” კიდევ მარად ჩემთან დარჩება,ვიდრე წამწამებს ბოლოჯერ დავახამხამებ..

ნახე,ვიღაც ჩვენი ცხოვრებიდან ფრაგმენტებს ათვალიერებს და იღიმის..

13 Comments leave one →
  1. March 14, 2012 23:13

    ასე ადვილად ენდობი იმ მეორეს, რომ მის მიერ მოწვდილ ფერად აბებსაც კი ჩაჰყლაპავ? რას გაწვდის, რა იცი? :*

  2. March 16, 2012 09:49

    მართლა რა ლამაზად წერ ანა❤

  3. marimarister permalink
    March 17, 2012 01:33

    სულ ასეთი გრძნობით წერე, რა ან.. არასდროს გაგინელდეს..❤ ძალიან ღრმად მწვდება შენი ნაწერები და დარწმუნებული ვარ არამარტო მე.. : )❤

    • March 17, 2012 01:37

      ❤ მარ,როგორ მახარებ!.

    • marimarister permalink
      March 17, 2012 01:40

      შენც, ანნ, შენც ძალიან მახარებ❤

  4. March 19, 2012 20:41

    კომენტარი ზედმეტია❤

    • March 21, 2012 23:01

      ნაცი,შენი პოსტები მომენატრე,ერთ შენთან შემოვიჭყიტო ახლა.❤

  5. March 21, 2012 01:04

    როგორ მომნატრებია, ანა , შენი წერის სტილი :)))))

    • March 21, 2012 22:55

      ხადახან მეც კი მენატრება ხოლმე,თაია.🙂

    • March 21, 2012 23:29

      ხება ხოლმე🙂

  6. September 24, 2012 21:57

    ra kargiaa❤ ra kargia, ra gargi❤
    mec maq erti posti igive sataurit – http://1234friends.wordpress.com/2012/07/08/339/

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: