Skip to content

დე.

March 3, 2012

The little things of you in me.

არ მახსოვს რა ვიგრძენი პირველად,რომ დაგინახე. გულისშემაღონებლად ვტიროდი, მაგრამ ვიცი რომ შენთვის ეს უსაზღვრო ბედნიერება იყო. ცხრა თვეს საკუთარი სხეულით მიფთხილდებოდი და ამ ქვეყნად მომავლინე. იქნებ სულაც არ გინდოდა ასეთ ცივ სამყაროს ვზიარებოდი, მაგრამ დღემდე ხომ ყველაფერს აკეთებ იმისათვის, რომ ჩემს ირგვლივ თბილოდეს.

შენ ხომ ადამიანი ხარ, რომელმაც პირველად ტირილი მასწავლა და შემდეგ სხვა დანარჩენი..

იქნებ ის შეცვლილი სურვილი მოვევლინე ქვეყანას,ბიჭი რომ უნდა ყოფილიყო და გოგო აღმოჩნდა.მაგრამ სიხარული ერთნაირი იყო.უფროს დაიკოს პატარა ანნა გააცანით და მას შემდეგ ისიც ღირსეულ დობას უწევდა  ნაბოლარას.ნაბოლარასო ვახსენე და ამიტომაც ვარ ალბათ განებივრებული.. მაგრამ მე ხომ  ისევე თავგანწირვით ვცდილობ გაგიმართლო იმედები,როგორც შენ მე მაჩვენე რას ნიშნავს თავგანწირვა,რაღაც ძვირფასისთვის და მეტად მნიშვნელოვანისთვის.

რატომ ერთი?! თუნდაც ყოველივე დღე შენი იყოს! შენიც და მამასიც.. არაფერი მაქვს საწინააღმდეგო.ჩემთვის ხომ არც ერთი დღე გადის რამდენიმე ფრაზის: “დე, ეს მინდა..” “დე,აქ მინდა..” “მა,ეს წამომიღე..” “მა,იქ წავიდეთ..” განა არ გამიფიქრია,იგივე ფრაზების გაგონება ოდესმე მეც,რომ მომიწიოს.. როგორი დამღლელია ალბათ.საიდან ამდენი მოთმინება და მოსმენის უნარი.რჩევა,დარიგება რომლებსაც ყოველთვის ბოლომდე ვისმენ,მაგრამ კარგად იცით როგორიც გამზარდეთ და სულაც არ გწყინთ,ხანდახან რომ მაინც ჩემებურად მირჩევნია გავაკეთო.. მერე დედის წინ მორბენალსაც,ბევრი მისწავლია შეცდომებზე და ასე უფრო მეხმარებით ვიდრე,ცდილობდეთ ძალით ამარიდოთ განსაცდელს..

და დე,იცი რა? მერე რა თუ იშვიათად გამოვხატავ ემოციებს.ის ერთადერთ ხარ ვისთანაც რამის გამოხატვა სულაც არ მჭირდება.შენ ხომ ისედაც ყოველთვის ყველაფერი იცი..

ნეტავ ოდესმე შევძლო დაგიბრუნო ყველაფერი რაც მე დამითმე.. ცოტაც მომეხმარე,დე.. ჯერ კიდევ ვერ მოვახერხე ყველაფრის დამახსოვრება.

 

5 Comments leave one →
  1. March 5, 2012 22:11

    კარგია! დედაზე გულწრფელი სიყვარული, არავის შეუძლია, მასზე უანგაროდ, ვერავინ შეგიყვარებს. მომეწონა შენი გადმოცემის უნდარი. მაგრამ სამწუხაროა რომ შვილს არშეუძლია იგივე დედას გადაუხადოს.მაგრამ დედას მცირედიც ყოფნის, იმედია ყველა დააფასებს….

  2. marimarister permalink
    March 11, 2012 22:03

    Florence❤ მიყვარს შენი ემოციურობა❤

  3. aNo permalink
    May 12, 2012 10:44

    saocariaaaaaaaa Zalian momewonea! warmatebebi:*

Trackbacks

  1. კომენტარი | "ენტოცია – წვეთი ზღვაში"

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: