Skip to content

ცისფრად შეფერილი კაპილარები

February 24, 2012

მთელი დღე ჟანგბადის ნაკლებობას განვიცდი.შოკოლადის ჭამა ვერ მოვასწარი დილით და.. ხანდახან მართლა მგონია,რომ ადამიანის სიტკბო მის სხეულში შაქრის რაოდენობით განისაზღვრება.

ქუჩაში იმასაც მივხვდი,რომ მწვანე ფერის ნაკლებობაც იწვევს ჩემი გულისცემის ტემპის აჩქარებას.ხმაური მაღიზიანებს.სიჩუმე მამშვიდებს.შიზოფრენიის პირველი სტადიაა,ადამიანობის – ბოლო.თუკი არაფერი გაწუხებს,მგრძნობელობა დაგიკარგავს! თუკი მგრძნობელობა დაკარგე,გული გაგყინვია,ტვინს ნაოჭები მოჰმატებია,სისხლძარღვებში მუქი წითელი სისხლი ცისფრად შეფერილა და თქვენი მკლავისა და ხელის მტევნის შემაერთებელ მონაკვეთზე პატარა ლურჯი ხე გახატიათ ალბათ,რატომ არასდროს დაკვირვებიხართ? ხეს გრძელი ტოტები აქვს და მთელ თქვენს ხელისგულზე იშლება.

ხელებზე დაკვირვებამ უკვე შიზოფრენიის მეორე სტადიაში გადამაგდო,ასე მგონია ერთხელაც ჩემი გაშტერებული მზერისგან გაოგნებული ადამიანი შემიწირავს ცნობისმოყვარეობისთვის.. და ირგვლივ მარად ხელზე ცისფერი ხის გარეშე არსებული ადამიანები მეჩვენებიან,სინამდვილეში კიდევ ასეთი არც ერთი თქვენგანი ჯერ არ მინახავს.

რატომ არავის ესმის ჩემი? ცოტახნით გაჩუმდნენ და მიხვდებიან რა მშვენიერია სიჩუმის ხმაური.ბოლო ხანია სულ ამას გავიძახი და მაინც გაუთავებლად ზუზუნებენ..

ადამიანებს კიდევ თითქმის აღარ ვხვდები.. მხოლოდ არსებებს,რომლების შიზოფრენიის ბოლო სტადიით არიან დაავადებულნი და ხელზე ცისფერი კაპილარებისაგან ხე ახატიათ..

ვგრძნობ როგორ ვრჩები  ჩემს სამყაროში მხოლოდ ერთი,ხელზე მუქი წითელი კაპილარებით დახატული ხითა და შიზოფრენიის პირველი სტადიით დაავადებული ადამიანი.

მგონი უკან ვბრუნდები..

წიკ-წაკ.წკაპ-წკუპ.შშშშრ-ჰჰჰრრ.წიკ-წაკ.წკაპ-წკუპ.შშშ.. უუუმმ,ჰაერი!!

და ჩემს ხელზე წითელი კაპილარები ცისფრად შეიფერნენ..

13 Comments leave one →
  1. February 24, 2012 23:11

    ნინოს სიმღერა უხდება ამ პოსტს❤

  2. February 25, 2012 13:47

    მუსიკალური გაფორმება ყოველთვის პოსტის შესაბამისად არის შერჩეული (და ჩემი გემოვნებისაც) : )

    • February 26, 2012 13:20

      აუ ზუსტად ეგ მინდოდა დამეწერა!

  3. February 27, 2012 02:14

    გავგიჟდიიიი…

  4. February 27, 2012 02:15

    მომეცი უფლება რომ ფბ–ზე დავაშეარო

    • February 28, 2012 20:20

      ქევაან. :**

    • February 28, 2012 21:34

      წავიღე უკვე…:დ :დ აღარ დაველოდე ნებართვას.. მარა პოსტს მიეცი დაშეარების უფლება :დ

    • February 28, 2012 21:36

      ააჰ,ახლავეე.🙂

    • February 28, 2012 22:05

      იცი რატომ გითხარი?, ლაიქით არა ჩანს ფბს კედელზე მაინც და მაგიტომ :*

    • February 28, 2012 23:09

      ჰოო,ოღონდ მომიწევს ახლა გავარკვიო,როგორ დავაყენო ლაი ბათონთან ერთად შეარიც. :დდ

  5. February 27, 2012 20:07

    სასწაულია❤

  6. March 1, 2012 03:18

    სიმღერამ გამზრინა . . პოსტთან ერთდ წავიკითხე და . . .
    დიზაინნი მომწონს ძალიან🙂

Trackbacks

  1. The Best (Of 2012) – ყველაზე, ყველაზე...

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: