Skip to content

ჩემი თავისუფლება

February 18, 2012

წლების წინ ჩიტი მყავდა.საერთოდ ჩიტი თუთიყუში იყო,მაგრამ ჩიტი ერქვა.ასე იმიტომ ერქვა,რომ მე დავარქვი.მე იმიტომ დავარქვი,რომ ჩემი თუთიყუში იყო და იგი ჩემი თავისუფლება იყო.. მისი პაწია ფრთები – ჩემი ფრთები იყო და მისი ძლიერი ნისკარტი – ჩემი სულის  სიძლიერე.ჩემი ჩიტი ადამიანებს  ვერ ელაპარაკებოდა,მხოლოდ მე მესმოდა მისი წვრილი,ყვითლად შეფერილი ყელიდან ამოსული ხმები და ისინი სითბოსა და ბრაზს ერთად გამოხატავდნენ.ყოველთვის მიბრაზდებოდა,რომ გალიაში მყავდა გამომწყვდეული,არადა ჩვენ მშვენივრად გვესმოდა ერთმანეთის,მეც მასსავით გალიაში ვიყავი,მხოლოდ ამას სხვები ვერ ამჩნევდნენ და ვერც ჩემი თუთიყუში.. და იგი მარად და მარად მითხოვდა თავისუფლებას.მე – მუდამ ჩუმად ვიყავი..

ჩიტი თვითონაც სულ პატარა იყო.უკვე ვთქვი ყვითლად შეფერილი ყელი ჰქონდა-მეთქი.ეს იმიტომ,რომ სულ მთლიანად ყვითელი იყო და როგორც თვითონ მიამბო ამაზონის შუაგულიდან,მარაჟოდან.მერე მოინადირეს.მერე ევროპაში მოხვდა,მერე ტყვეობას თავი დააღწია და ბევრი იფრინა.. მერე იფრინა,იფრინა და ჩემს გალიაშიც შემოფრინდა.თავიდან მორცხვობდა,საუბარი არ უნდოდა.. როცა სითბო იგრძნო,ჭამა დაიწყო.ისე მადისაღმძვრელად შეექცეოდა ხოლმე ფეტვს,რომ ორი კილო მოვიმატე სულ რაღაც ორ კვირაში.შემდეგ ალაპარაკდა კიდეც,მხოლოდ ყველა გიჟს მეძახდა.. არა,მაინც წარმოუდგენელია როგორ არ ესმით მისი.მერე რა,რომ ძირითადად მხოლოდ ერთ სიტყვას “ფრენა”-ს გაიძახის.. მეც,რაღაც მსგავსით “თავისუფლებით” ვპასუხობ ხოლმე და ასე გადის დღეები.. უფრო სწორედ,გადიოდა.. სულ გადამავიწყდა,რომ ჩემთან აღარ არის.

ჰო,ახლა ყველაზე მთავარი,რისთვისაც ამდენი ვისაუბრე.. გუშინ,როდესაც ორი წამით სუფთა ჰაერზე გავიყვანე და მზე შეგრძნო იტირა.იტირა და მე შემთხვევით გალიის კარი დამრჩა ღია..

ის დაფრინავს,მე – მე,უბრალოდ.. ისევ გალიაში ვარ.და საშინლად არ მომწონს მისი ფერი.. პირქუშია.ჩემი ჩიტი მენატრება,ახლა რომ ფერად ღრუბლებში ფრინავს და თან ჩემს საყვარელ სიტყვას “თავისუფლებას” ჭიკჭიკებს.მაგრამ,ისიც ხომ აღვნიშნე რომ ჩემი თუთიყუში ჩემი თავისუფლება იყო.. ახლა ჩემგან შორსაა და უბრალოდ უიმედოდ ველი,რომ დამიბრუნდება.. იმედები კიდევ მასსავით თავისუფლად ნავარდობენ ღრუბლებში და არა აქ,ჩემს გვერდით წყეულ მიწაზე..

14 Comments leave one →
  1. February 18, 2012 20:17

    მე ჩემი თუთიყუში გავუშვი ბავშვობაში
    რა საოცრად ბედნიერი იყო მახსოვს😦

    • February 18, 2012 20:25

      აბა რა იქნებოდა.🙂 ყველას უხარია თავისუფლება.. და მთელი ცხოვრება მისთვის იბრძვიან.

  2. February 18, 2012 20:54

    არადა, ასე მეჩვენა, ღრმად ნაღვლიანი ისტორიაა…

    • February 18, 2012 21:56

      ჩემთვის არის კიდეც.. ხანდახან ასეთ პესიმისტურ პოსტებსაც ვწერ,განწყობა როცა მეძალება.
      თორემ არ მჩვევია,იცი შენ მოლი.🙂

    • February 18, 2012 21:58

      მე ასეთი პოსტებიც მომწონს და ისეთიც. შენ განწყობის მიხედვით წერე, მთავარი ეს არის🙂

    • February 19, 2012 00:29

      მახარებს მე ეგ.❤

  3. February 19, 2012 21:44

    მომეწონა ძალიან… თუთიყუში 3 ჯერ მყავდა ბავშვობაში… : ))

    • February 20, 2012 19:07

      ძალიან კარგი. :> საოცარი ფრინველია მე თუ მკითხავ..

  4. February 20, 2012 12:40

    ძალიან კარგი იყო :))
    ოდესმე შენი გალიის კარებიც დარჩება ვინმეს ღია :))

    • February 20, 2012 19:08

      როგორ მინდა,რომ ეგრე მოხდეს.🙂 იმედია..

  5. February 22, 2012 17:11

    რა კარგია!❤ ახალი თემაც მომწონს!🙂

  6. February 22, 2012 18:20

    თუთიყურში ძაან საყავრელია მეც მყავდა 2 და გავუშვი🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: