Skip to content

მოლაპარაკე სიჩუმე

February 11, 2012

 

 

უჩეულოდ მდუმარეა ირგვლივ ყველაფერი.თითქოს იმ წამს გაირინდა სამყარო,როცა მეორე ნაპირას დაგინახე.ის წუთი გამახსენდა ჩემს გვერდით,რომ იდექი ჩვენს ნაპირზე.ახლა კი.. უბრალოდ იქ ხარ,შენს სამყაროში.. ტალღები ფრთხილად,ნელა მოიპარებიან ჩემგან შენსკენ.მიქცევაა და ყველაფერი თან მოაქვს,ჩემი ფიქრებიც და ემოციებიც.ყველაფერი ეს ქვემოთაა წყალში,შენ კიდევ ცისკენ აგიპყრია თვალები და იქ ელოდები ნიშნებს,რომლებსაც უკან მიბრუნებენ ეს საზიზღარი ტალღები.. ერთხელაც დავიღლები..

ფიქრობ.. ფიქრობ,რომ ცაში თოლიები ქვითინებენ,მიწაზე კი ნიჟარები შრიალებენ.გგონია ირგვლივ გარემოს გამოღვიძების ეშინია.საკუთარ თავს ერთადერთი თავშესაფარი წაართვი და ახლა ისევ ეძებ.ვიდრე არ დაკარგე შენც ვერ დააფასე..

მზეც კი დაიღალა,ნუთუ ვერ ხედავ? ყოველ დილით განახლებული სიცოცხლით არის დაღლილი.მარადიულობა სჭირდება,მუდამ სურს სუნთქავდეს ზღვის მარილიან სურნელს და აგემოვნებდეს ღრუბლების ვარდისფერ შეფერილობას.

ჩემი წიგნი კი ისევ გადაუშლელია.ხარბია გონება და მშურს მასში აღწერილი დრამაც კი.. რა არის სახელისა და დიდების დაკარგვა,როცა სულს კარგავ ადამიანი.. მათ არ ესმით,როცა ამას ვამბობ,ჰგონიათ მხოლოდ საკუთარი სული გააჩნიათ.ნეტავ,როდესმე ისინიც გააცნობიერებენ,რომ ქვეყნად ორი სულის პატრონი ვართ? და რომ სიტყვა “ჩვენ” ამას აღნიშნავს..

ამ გადაუშლელ წიგნში ვინახავ,შენს დატოვებულ გაუხსნელ წერილს.ალბათ იმიტომ,რომ ისედაც ვიცი რაც შიგ წერია.. ან რაში მჭირდება ეგ სიტყვები,როცა სიჩუმემ ისედაც იმდენი ილაპარაკა,იმდენი რომ.. მეტი სიტყვები აღარ მინდა.

ახლა,როცა იქ ხარ.მეორე ნაპირზე.ცხოვრება შეაჩერე.როცა ისევ აქ იდგები,ჩემს გვერდით.მაშინ განვაგრძოთ..

შენ ჩემთან მოხვალ! დაბრუნდები..

13 Comments leave one →
  1. February 11, 2012 23:11

    ლამაზია და ირაკლის სიმღერაც უხდება…

    • February 12, 2012 21:18

      ჰო,ირაკლი.. ერთი კი,მისი დამსახურებაცაა ეს პოსტი.

  2. February 12, 2012 13:49

    სათაური რომ წაავიკითხე, სხვა რამეზე მეგონა პოსტი🙂 კარგია!😉

  3. February 12, 2012 16:53

    პოსტი, რა თქმა უნდა, მომეწონა🙂 და ირაკლი…❤

  4. February 12, 2012 21:34

    ველოდი, რომ თავად სიჩუმეზე ისაუბრებდი. სიჩუმეზე თუ რაოდენ ბევრის მთქმელი და ენაწყლიანია ის. მეგონა ზოგადად იქნებოდა პოსტი დაწერილი. მაგრამ ასე ტექსტში, ორიგინალურად გადაწყვეტა უკეთესია.❤

    • February 12, 2012 21:52

      ააჰმ,გასაგებია.🙂 ისე კი,გეთანხმები ნამდვილად ენაწყლიანია.. უბრალოდ პოსტის წერა,რომ დავიწყე სათაური მერე მოვიდა,თორემ პირიქით,რომ ყოფილიყო ალბათ ეგრეც იქნებოდა..

    • February 12, 2012 22:14

      ხო სათაურის წაკითხვისთანავე, მეთქი ასე წერსთქო, მაგრამ შენი არჩევანი უფრო მომწონს.🙂

    • February 13, 2012 00:18

      ძალიან მიხარია,თუკი.🙂 მადლობა.

  5. February 13, 2012 17:22

    როგორც ყოველთვის.. იცი მომბეზრდა შენი ქება.. იმიტომ, რომ უბრალო სიტყვებივით დარბიან.. “მაგარია”, “ყოჩაღ”… შენ ბევრად მეტს იმსახურებ, ვიდრე ქებაა.. ამაში დღითიდღე ვრწმუნდები.. რაღაც ნიჭი გაქვს, კოდი გაქვს, ცხოვრებისეული და ისიც, ვიცი, რსულში განიცდი იმას, რასაც წერ… ეს გონების არა, სულის გამოძახილია..
    რაც შეეხება პოსტს,,მოდი უკომნენტაროდ დავტოვებ, რადგან ჩემი სიჩუმე რეალურად მართლა იხმაურებს.. არა როგორც განცხადება,არამედ როგორ სიმპატია… სულის სიმპატია ^_^

    • February 14, 2012 01:09

      არ ვიცი რა ვთქვა,ნაცი. : x მხოლოდ ერთი ვიცი,საოცრად მახარებს შენი ჩემდამი ასეთი თბილი დამოკიდებულება! მით უმეტეს,რომ მე კიდევ უფრო თბილად ვარ განწყობილი შენს,ასეთი ჭკვიანი და ნიჭიერი გოგონას მიმართ.. რომელიც უკვე შესანიშნავად ახერხებს გადმოსცეს,რასაც გრძნობს და წინ დიდი მომავალი ელის! არა მხოლოდ ხელოვნების სამყაროში,არამედ ცხოვრებაში,რადგან ღრმად მწამს,რომ სითბოთი გაჟღენთილი ადამიანები ყველაზე ბედნიერები არიან ამ ქვეყნად..❤

  6. February 14, 2012 16:44

    მახარებ…❤

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: