რამდენი დრო გასულა..
მე,რომ გასულ საუკუნეში მეცხოვრა..
3 წლის პირველად ავაყოლებდი ფეხს ჯაზის რიტმს..
8 წლის პირველად დავუკრავდი ვიოლინოზე სტუმრებისთვის..
14 წლის ჩემი ძაღლის “სემის” სასეირნოდ სანაპიროზე გასული გავიცნობდი,ვინმე ბრედს.. ჯარისკაცს.
შემდგომში მასზე დავინიშნებოდი,პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე ორი დღით ადრე და ის წავიდოდა.
აუცილებლად დაბრუნდებოდა,მხოლოდ ცალი ხელით და იმავე სანაპიროზე ვიქორწინებდით.. ბეჭედს მარჯვენა ხელის არათითის ნაცვლად მარცხენაზე გაიკეთებდა.
პირველი შვილი ბიჭი იქნებოდა,სახელად ჯორჯს დავარქმევდით,მეორე – გოგონა,ლუსი და ნაბოლარა ტყუპები ჯეიმსი და ჯულიენი..
კალიფორნიაში კინოსტუდიასთან ახლოს ვიცხოვრებდით და ხშირად ვივლიდით მუნჯური კინოს სანახავად.
გარდა ამისა,მომიწევდა დიასახლისობა რაზეც ცხოვრების ბოლომდე უკმაყოფილო ვიქნებოდი..
ჯორჯი მეორე მსოფლიო ომში მამას გაჰყვებოდა და არცერთი მათგანი დაბრუნდებოდა უკან..
ლუსი საკმაოდ ახალგაზრდა გათხოვდებოდა და ცხოვრების ბოლომდე ბედნიერი იქნებოდა,ქმართან – რიჩარდტან და ორ ქალიშვილთან ერთად..
ტყუპები გადაწყვეტდნენ მსოფლიოს გარშემო ომეგზაურათ,ორივე ცალ-ცალკე წავიდოდა და ერთ მშვენიერ დღეს ჯულიენი ფრანგი ლამაზმანით და მათი ვაჟიშვილით მესტუმრებოდა ისევ ჩვენს საყვარელ სახლში,კალიფორნიაში..
ჯეიმსი კი,ისევ და ისევ მარტო მხოლოდ ძალიან ბედნიერი და წარმატებული ჩამოვიდოდა იაპონიიდან.
ყველანი ერთად 1956წელს ბრედისა და ჯორჯის საფლავზე შვილებთან,სიძესთან,რძალთან და შვილიშვილებთან ერთად მივიდოდი და ფერად მინდვრის ყვავილებს მივიტანდი.
რამდენიმე წლის შემდეგ შვილიშვილ მოლის პირველად გავასმევინებდი ხემს ვიოლინოს სიმ რეზე და კატალინასთან ერთად ბოლოჯერ ვიცეკვებდი ტვისტს,მხოლოდ ნელი ტემპით როგორც 62 წლის მოხუც ქალს შეეძლებოდა..
სულ რაღაც ორ წელიწადში,მეც ჩემი მეუღლის გვერდით ვიწვებოდი ცის პარალელურად,მხოლოდ ექვსი ფუტით მიწის ქვემოთ..
გულში ჩავიკრავდი მონატრებულ ჯორჯს და მხოლოდ სამ სიტყვას ვიტყოდი:
“რამდენი დრო გასულა..”
ანნა სოსელია,21-ე საუკუნე. :>
რეტრო წიგნებში და ფილმებში მოგზაურობ? 🙂
სულ მთლად იქ ვარ და დამეტყო. 🙂
ანა!
ძალიან მომწონს.
ტკივილის მიუხედავად, ძალიან საინტერესო ცხოვრება გექნებოდა ჩემი აზრით.
კარგია
როგორ ვთქვა,მაგრამ ძალიან კმაყოფილი ვიქნებოდი,ასეთი ცხოვრებით რომ მეცხოვრა..
კარგია.. მაგრამ წარმოიდგინე ძველ საქართველოში ცხოვრებაც :))
მეც დიდი სიამოვნებით ვიცხოვრებდი მანდ, მაგრამ ზედმეტად შყვარებული ვარ ოცდამეერთე საუკუნეზე!!
ეგ ძალიან კარგია მერე,ნაცი. :*
კარგია და თბილი! ❤
შემცივდა და თან დამცხა 😐
კარგი ხარ!
შემომიარე 🙂
შემშურდა . . . მიუხედავად ტკივილისა მაინც ლამაზი ცხოვრება გრქნებოდა . . .
ნეტავ მქონოდა,თაია..
შვილიშვილი რომ ჩემი სეხნიაა :)))
კიი,პატარა მოლი დიდი მევიოლინე გახდებოდა ასე მგონია..
ცალი ხელი მაინც რაღა იყო :დ
რამდენიმე თითი მოგეჭრა მაინც
კაკტო გრუსნო ნო პრივლეკატელნო ბილო)
აუ რავიცცი. 🙂 ასე შემომეწერა..
drama momklavs me ❤
ცხოვრებამ თვალწინ გამიარა ^^
anaaa <33 dzaaalian dzaaalian magarii xar : ))
მე მგონია, რომ დიასახლისობით არ შემოიფარგლებოდი და რომანების წერას დაიწყებდი ყველასგან მალულად, სადაც შენი ცხოვრების ბედნიერ და ტკივილიან წუთებს შეინახავდი. შემდეგ შენი პატარა შვილიშვილი საგულდაგულოდ შენახულ ნაწერებს სკივრში გადააწყდებოდა და შენი და ბრედის ქორწინების 50 წლის იუბილეზე წიგნს გამოსცემდა.. ცოტა მოგვიანებით რომანის ეკრანიზაციაც იქნებოდა, მე პირადად რომანის მთავარი გმირის – ანა სოსელიას როლზე ოდრის დავამტკიცებდი.. თუმცა ეს შენი რომანია, შენი ფილმია და გადაწყვეტილებაც შენ უნდა მიიღო..
თათია <33 რა კარგი იყო!