Skip to content

ცაში ისევ დაფრინავენ ჩიტუნიები.

დეკემბერი 31, 2011

მმ.. ცოტა აცივდა არა? თბილი,ლიმნიანი ჩაის სურნელი არ გცემთ ირგვლივ? გაშიშვლებული ხეების დანახვისას არ გივლით ჟრუანტელი ტანში და არ გაციებთ? ნუთუ ცაში ჩიტების დანახვა  სასიამოვნოდ არ გაოცებთ? დღეს ცაში ავიხედე,რაც დიდი ხანია აღარ გამიკეთებია თურმე,იმ წამს გამახსენდა ეგეც.. ორი თვითმფრინავი სხვადასხვა მხრიდან თითქოს ერთმანეთს უერთდებოდდა,მაგრამ ისე საოცრად გადაკვეთეს ერთმანეთის კვალი და უვნებელი აღმოჩნდა ორივე,ცაზე კი ლამაზი იქსიკი დაიხატა,თითქოს ღრუბლები ერთმანეთში აირიაო.. ერთობ ლამაზი სანახაობა იყო,მერე ჩიტების მთელი გუნდი დავინახე,სასიამოვნოდ გამიხარდა.ნაცრისფერი,სულ მთლად ფოთლებ შემოცლილი ხის დანახვაზე შარფი მჭიდროდ შემოვიჭდე ყელზე.შემაწუხა გარემომ,დამაღონა მისმა მოწყენილობამ,მაგრამ.. ცაში ისევ დაფრინავენ ჩიტუნიები.. ესეც გაივლის! ჩაიდანმა სტვენა დაიწყო,ფინჯანში ხმაურით ჩაიღვარა მდუღარე წყალი და მოხარშულმა გამხმარმა ჩაის ფოთლებმა ოთახი საამო სურნელით დაატკბეს.ლიმონი დროდადრო ენაზე იკბინება.მთავარი ის არის,რომ საოცარი გრძნობა ყოფილა როცა უბრალოდ გინდა ბედნიერი იყო და მხოლოდ და მხოლოდ ამიტომ ხარ,ყოველგვარი მიზეზის გარეშე.. მშვიდობიან მგზავრობას გისურვებთ ჯანდაბისაკენ უიღბლობავ, ბოროტებავ, ბოღმავ, არასასიამოვნო ემოციებო, გულისშემაწუხებელო და გამაღიზიანებელო ამბებო და ადამიანებო! აი ახლა,წლის ბოლო დღეს 2011 წელში გტოვებთ ყველას თქვენ და თან მიმაქვს მომავალში, 2012-ში ბედნიერება, მხიარულება, ტკბილი ცრემლების მომგვრელი ემოციები, გრძნობები და ადამიანები! რომელთაც მშვიდ და თბილ წელიწადს ვუსურვებ! დამდეგს გილოცავთ!

Advertisements
20 Comments leave one →
  1. დეკემბერი 31, 2011 02:22

    კაი იყო^^

  2. დეკემბერი 31, 2011 03:17

    რაც კარგია– კარგია 🙂

  3. დეკემბერი 31, 2011 11:02

    რა სასიამოვნო პოსტი იყო, ძალიან თბილი და მუსიკაც შესაბამისი ❤
    გილოცავ ახალ-წელს ❤

    • დეკემბერი 31, 2011 14:44

      შენც გილოცავ ჭიამაია,წარმატებულ წელიწადს გისურვებ! ❤

  4. დეკემბერი 31, 2011 13:25

    რა თბილი პოსტია 🙂 ნამდვილი წინასაახალწლო 🙂

    დამდეგს გილოცავ. უამრავ სიხარულს და მზიან დღეებს გისურვებ.

    • დეკემბერი 31, 2011 14:44

      დიდი მადლობა,მოლი! 🙂 შენც ასევე,წარმატებულ და ბედნიერ წელიწადს გისურვებ! ❤

  5. დეკემბერი 31, 2011 13:54

    აი ზუსტად ასეთი პოსტის წაკითხვის ხასიათზე ვიყავი 🙂 გილოცავ ახალ წელს 🙂

    • დეკემბერი 31, 2011 14:45

      მიხარია. 🙂
      ასევე გილოცავ,მრავალს! 🙂

  6. დეკემბერი 31, 2011 16:52

    miyvars, miyvarsssss miyvars aqauroba ❤

  7. იანვარი 3, 2012 12:14

    ჩიტების ამბავი მეც მიკვირს… ამ ზამთარში, ამ სიცივეში… რავიცი რავიცი

    • იანვარი 3, 2012 13:44

      ჰო,აქამდე მეგონა მხოლოდ ბეღურებს თ გადავეყრებოდი სადმე,მაგრამ ბეღურები არ მინახავს ჯერ და ეს ჩიტები,არც ვიცი რომლები იყვნენ,სულ შავები და ჯგუფები.. )))

  8. goesandcomes permalink
    იანვარი 4, 2012 17:20

    ❤ ❤ ❤

  9. იანვარი 6, 2012 20:33

    აუუჰ :* რა სითბუნები იყო :*
    გილოცავ :*
    კარგი ხარ !

    • იანვარი 6, 2012 22:34

      გაიხარე,მომილოცავს ასევე! :*

  10. იანვარი 9, 2012 00:49

    ძალიან კარგი.. როგორც ყოველთვის 🙂

  11. druncha permalink
    იანვარი 19, 2012 18:12

    vin gaaketa es saitii??? zaan momwons

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: