Skip to content

ანტუან.. ანტუან.

December 9, 2011

 

“ვიღებ კალამს და ვიწყებ წერას..”

ის დრო მინდა,როდესაც კალმით წერდნენ,კილომეტრებით დაშორებულ ახლო არსებებს.საუკუნეების უკან,იმ მშვიდი და უცნაურად გამოწყობილი ადამიანების გვერდით მინდა ვცხოვრობდე,ვიღებდე კალამს და ახალ ფურცელზე ვწერდე.. ვწერდე ვინმეს ახლოს გულთან.. მინდა ჩემ ირგვლივ იმ დროების სურნელი და ფერები ტრიალებდეს,როგორც  ერთი-ორი საუკუნის წინათ..

აი ასე უეცრად,გარემო ჩემს ირგვლივ იცვლება.. ავტომობილების მაგივრად,ეტლების ჭრიალა ბორბლების ქვაფენილთან შეხების ხმა აყრუებს ჩემს ქუჩას.მოპირდაპირე მხარეს საფუნთუშედან ჟან ვალჟანი პურს ჰპარავს პურის მცხობელს,სასტვენის ხმამ ირგვლივ სიჩუმე ჩამოაგდო.გაიყინა ქუჩა.ბორბლები აღარ ჭრიალებენ.ჟან ვალჟანიც გაიყინა და მეც ფანჯრის უკანა მხარეს ფარდას ამოფარებული.

“- ღმერთო ჩემო,კატორღა..” – გავიფიქრე და ფარდა ფრთხილად გადავწიე.მელანში ამოთხვრილი ბატის ბუმბული ყვითელ,უხეშ ფურცლებზე დავდე და მანტოს ხელი დავავლე.ქუჩაში გასეირნების დროა,ძალიან გადავიღალე ოთხ კედელში გამომწყვდეული,ყელში ამოვიდა თეთრი ორნამენტებიანი ჭერი და ფერადი შპალერი..

პარიზი – პარიზია და ეს ჩემი პარიზია.პარიზი,რომელშიც ერთად ცხოვრობს ესმერალდა და ჟან ვალჟანი.ჩემი პარიზი,სანტიაგოს – უდაბნო და ანტუანის იდიოტებით,ლოთებით და თვითმკვლელებით სავსე ქალაქი.ჩვენს პარიზშია პოპინსის ალუბლების ქუჩა და ამ ქალაქშია დამალული მეკობრეების განძი.ამ ქალაქის ყველაზე გემრიელ სურნელში გახვეული სახლის სახურავზე ცხოვრობს პროპელერიანი მსუნაგი კარლსონი და პიტერ-პენთან ერთად ვარდისფერი ღრუბლებიდან გადმოსცქერის დიდი სახლის პატარა დიასახლისს.

“- შუადღე მშვიდობის,მის მერი.. სალამი კარლსონ,სამზარეულოს კარიდან მეორე კარადაში დევს,გემრიელად მიირთვი,ბლინებიც იქვეა.. სანტიაგო ჯერ კიდევ ვერ იპოვნე რასაც ეძებდი? ალბათ სადმე აქვეა.. პიტერ,გოგონებს ნუ აბრაზებ! ანტუან,ანტუან..” – ჩავიარე ქუჩა და მეც ჩემი წილი ბედნიერების საძებრად გასულმა,იგი სენის ნაპირას გრძელ სკამზე ვიპოვნე.

“- სალამი მეგობარო,ცივა არა?.”

ახლა სახლში ორნი ვართ.მე და ჩემი ერთგული მეგობარი.ბუმბულს მელანი შეშრობოდა და თავიდან დავასველე.

“დღეს მე ჩემი წილი ბედნიერება ვიპოვნე.. ხვალ ვისი ჯერია?”

12 Comments leave one →
  1. December 9, 2011 22:10

    რა საინტერესო პარიზი გქონია🙂 და მუსიკაც როგორ უხდება…

    • December 9, 2011 22:16

      ერთი გაფიქრება ვიფიქრე,ზედმეტად ხომ არ ავურიე ერთმანეთში-მეთქი..🙂 მაგრამ მე ასეთი პარიზი მომწონს. )

  2. December 9, 2011 22:15

    ერთი გაფიქრება ვიფიქრე,ზედმეტად ხომ არ ავურიე ერთმანეთში-მეთქი..🙂 მაგრამ მე ასეთი პარიზი მომწონს. )

  3. December 10, 2011 17:03

    აი ასეთ პარიზში მინდა მოგზაურობა🙂

  4. December 10, 2011 17:43

    მმმმ❤
    პარიზი
    საფრანგეთი
    ჩემი ოცნებააააააააა❤
    საყვარელოოო ^^

  5. December 12, 2011 21:54

    ისეთი ისეთი საყვარელი პოსტები გაქვს,რომ არ ვიცი..ძალიან მომეწონა.აქამდე ეს ბლოგი ნაპოვნი არ მქონდა თურმე.
    არაჩვეულებრივი ვინმე ხარ :))

    • December 12, 2011 22:06

      მადლობ,მადლობ.🙂
      მიხარია,ხშირად მესტუმრე ხოლმე.❤

  6. January 9, 2012 00:52

    ძალიან კარგია❤

Trackbacks

  1. ანტუან.. ანტუან.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: