Skip to content

ეზო მეზობლად

October 25, 2011


ქარმა,ძალა მოიკრიბა და ეზოში მდგარ ერთადერთ ჭადრის ხეს ფოთლები მთლიანად გააცალა.ბილიკს,რომელსაც სახლის კარამდე მიჰყავხარ ზედ გადააფარა ჭრელ საბნად და გარემოს შემოდგომის სურნელი მოაფრქვია ისევე,როგორც სახლში დედამ შაქრის ფხვნილი,ახლად გამომცხვარ ღვეზელებს.მერე თეფში მაგიდაზე დადო და ფანჯარასთან მდგომ დოროთის სუფრასთან მოუხმო.გოგონას ადგილიდან დაძვრა არ უნდოდა,აკვირდებოდა საით მიჰქონდა მისი ჭადრის წითელ-ყვითელ-ნარინჯისფერი ფოთლები ქარს და შეამჩნია,რომ მოპირდაპირე ქუჩაზე გადაყარა.დიდი თეთრი სახლის ეზოში,რომლის ფანჯრიდანაც წითელლოყება ბიჭი დიდი,ცისფერი თვალებით მიშტერებოდა დოროთის და როდესაც გამოიჭირეს,სწრაფად ჩამოუშვა ფარდა და სუფრაზე უფრო ძმას გვერდით მიუსკუპდა.

***

სახლიდან ვიდრე გავიდოდა,დედამ კიდევ ერთხელ გააფრთხილა,კარი ბოლომდე არ გაეღო,თორემ ზამთრის სუსხი უცებ შემოვარდებოდა სახლში და ძვალ რბილში ატანდა მისის ჰეილს.ისევე,როგორც ნოსტალგია სჭამს ხოლმე ადამიანს მთელს სხეულში.ვერ იტანდა სიცივეს მისის ჰეილი,დოროთის კი ეს ყოველთვის ავიწყდებოდა.კარი ფრთხილად გააღო,გარეთ გაიპარა და სასწრაფოდ მიხურა.მოყინული ბილიკზე ფრთხილად გადაიარა,ქუჩაში გავიდა და სკოლისკენ აიღო გეზი:”-აახ,ისევ ის.მთელი წელიწადია თვალებში მეჩხირება.აჰ,ეს სათვალეები აქამდე არ შემინიშნავს.შესანიშნავია,ეგღა აკლდა.. არა ისე,მგონი ჩემი სკოლელია და თან მეზობელი,უბრალო მიზეზია რატომ ვხედავ ყოველ დილით სკოლისკენ მიმავალ გზაზე და უკანანა გზაზეც.. ჯანდაბა დამაგვიანდა..” – ფეხს აუჩქარა,არავისთვის ყურადღება არ მიუქცევია,სკოლაში სასწრაფოდ შევიდა და კარიც სწრაფად მიხურა,თითქოს დედის გაფრთხილება უკვე ჩვევად გამოუმუშავდა.

***

“-ჭიკ..ჭიკ.”
“-ზზზზრრრ.. ზრრრ..”
“-ო,არა.ცოტაც რაა,ნუთუ უკვე 9-ის ნახევარია.ზაფხულო,როდის მოხვალ?! მე აღარ დაგხვდები! ან თუ დაგხვდი,სრულ ჭკუაზე მაინც არა.რიკლფოლდების კატასავით ჩრდილების შემეშინდება,ხეებზე გავალ,თაგვებს დავიჭერ,ორმოს ამოვთხრი და იქ შევინახავ სულ ყველას,ვიდრე ერთ მშვენიერ დღესაც დედაჩემს სუნი არ შეაწუხებს და.. ღმერთო,ჩემო ის ჩლუნგი,ისევ ფანჯრიდან იყურება!” – ფარდა სასწრაფოდ გადასწია და კიბე ჩაირბინა.გამზადებულ ლანჩს ხელი დაავლო,ჩანთაში ჩატენა და გარეთ გავარდა.
“-ჯანდაბა!” – წინ გაფართეოებული,ნაცნობი ცისფერი თვალები შეეფეთა და მოულოდნელობისგან წამოიყვირა.
“-არც მოჩვენება ვარ,არც ჩლუნგი და არც სხვა დანარჩენი რასაც ჩემზე ფიქრობ.”
“-კარგი ერთი.რას ლაპარაკობ.იმის მეათედიც არ მოგივა აზრად,რაც შენზე გამიფიქრია..”
“-ჩემზე გიფიქრია?”
“-თავში არ აგივარდეს.”
“-ჩათვალე უკვე ამივარდა,ნახე თვალები როგორ გამიფართოვდა.” – პასკალი დაიჭყანა და დორისს გაეღიმა.
“გრრრ.. რას გავხარ.არ არის საჭირო დაჭყანვა,ისედაც.. ნუ კარგი,რას აკეთებ აქ? ან საერთოდაც ერთხელ და ბოლოს.. მერამდენე წელია ჩვენს უბრანში გადმოხვედი?”
“-მესამე.”
“-ჰო,სამი.რატომ მეფეთები მესამე წელია,ყველგან სადაც გავიხედავ?”
“-რა გინდა გყვარებივარ.”
“-დებილი ხუმრობაა.. მიპასუხე.” – მოკლედ მოუჭრა დოროთიმ.
“-მააშინ.. იმიტომ,რომ ასე იყო საჭირო.”
“-რა ბრძნული აზრებით გამოირჩევი.” – სკოლისკენ მიდიოდნენ და თან ლაპარაკობდნენ.ჩვეულებრივი დიალოგი იყო,გაზაფხულის თბილ დღეს ორ ახალგაზრდა მეზობელს შორის.
***
“-დოროთი,დოროთი,დორო.. თიიიი!!!”
“-არაააა.ჯანდაბა შენს თავს.მაინც არ წამოვალ მაგ ცეკვებზე.ვერ ვიტან ცეკვას,შენ მაინც არ იცი?”
“-არავინ გეუბნება ცეკვა გიყვარდესო,უბრალოდ წავალთ.ვუყურებთ,როგორ იცეკვებენ სხვები და უკან წამოვალთ.”
“-და აზრი?”
“-ხო,რადგან უაზრობა იქნება.მაშინ ვიცეკვებთ,მერე კურსდამთავრებული მეფე და დედოფალი გავხდებით,გადმოგვცემენ იმ კანფეტებისფოჭიან კვერთხს და დასაჭუქრებული დავბრუნდებით შინ.”
“-წადი,რიკლფოლდების კატას ჩაეხუტე..”
“-მმ.. ბოლოს,რომ ვცადე სახეზე და კისერზე 3-ჯერ 8 კვადრატში..”
“-აახ,გაჩერდი ხომ იცი ვერ ვიტან შენს ფიზიკა-მათემატიკულ აზროვნებას!”
“-წავიდეთ და ორი კვირა,ფიზიკის ამოცანებს ამოგიხსნი.”
“-ისედაც სულ შენ ხსნი.”
“-მათემატიკისაც..”
“-ფრანგულში თემებს დამიწერ წლის ბოლომდე და მოვდივარ.” – ეშმაკურად ჩაიღიმა დოროთიმ და პასკალმა დასტურის ნიშნად დაეჭყანა..
“-გრრ..”
“-ნახე,ნახე რიკლფოლდების კატა მორბის!”
“-ააააა,სად?.. ჩლუნგო!”
“-ჰაჰაა..”

***

ჭადრის ხეს ჰეილების ეზოში,მერამდენედ გააცალა ფოთლები შემოდგომის სუსხიანმა ქარმა.ჭრელი ფოთლები მთელს ქუჩაზე მოფანტა.
“-ქარი ფანტავს ჭრელა-ჭრულა ფოთლებს,
ფანჯრიდან პასკალი გასცქერის დოროთის.”
“-ტრალალა.. ლალა.. ლაა.”
“-მამა,მამა.. რიკლფოლდების კატა!”
“-ნუ გეშინია ჰეილი,მაგის დედა უფრო ბრაზიანი იყო,ისევე როგორც დედაშენი შენზე უფრო.”
“-მე ბრაზიანი არ ვარ,მე შენ გგავარ.. ნახე..” – ჰეილიმ თვალები გააფართოვა და დაიჭყანა.
“-ჰაჰაა.” – გადაიხარხარა პასკალმა.სამზარეულოდან კერამიკის დალეწვის ხმა მოისმა.
“-ჯანდაბა! თავის დროზე უნდა მომეღო დედაშენისთვის ბოლო.პასკაალ! სულ შენი ბრალია,რომ დედაჩემის ნაჩუქარი ჩაის ჭიქის ლანგარი გამიტყდა.. არა,იცი..” – გოგონა,თამაშს განაგრძობდა.პასკალი კი გულიანად ხარხარებდა,დოროთის ლანძღვაზე.ქარს კი ფოთლები,მეზობლად ეზოში მიჰქონდა.

5 Comments leave one →
  1. November 21, 2011 00:45

    შემოდგომის სუსხის მიუხედავად ძალიან თბილი პოსტია🙂❤
    მიუხედავად იმისა, რომ ჩემი უსაყვარლესი მელოდია ადევს, მაინც ხელს მიშლიდა კითხვის დროს :შ გაითვალისწინე აწი თუ გინდა ^^

    • November 21, 2011 18:49

      აუცილებლად გავითვალისწინებ. :> ეს მე უბრალოდ,ყოველთვის მუსიკის ფონზე მიყვარს წერაც და კითხვაც და ამიტომ ყოველ ჩემს პოსტს ადევს ხოლმე რაღაც მელოდია. )

  2. January 7, 2012 00:20

    უთბილესი❤ მე შენ გაღიარებ!!!

    • January 8, 2012 23:09

      ნაცი,არც კი იცი შენ როგორი თბილი ხარ.❤

Trackbacks

  1. ეზო მეზობლად

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: