Skip to content

გრძნეულების მოწმე-ჰარი რაიტი

October 16, 2011

ექიმი,რომელმაც გადაწყვიტა ემოგზაურა მსოფლიოს გარშემო და თავისი საქმიანობით ემუშავა,ხდება მოწმე დაუჯერებელი ამბებისა.მას არაერთი დოკუმენტური ფილმი აქვს გადაღებული და გირჩევთ უყუროთ,თუკი ჯერ არ გსმენიათ ფილადელფიელი ექიმის,ჰარი რაიტის მოგზაურობაზე მსოფლიოს გარშემო,განუვითარებელ ტომებთან.
მოგზაურობა,რომელსაც იგი 1937წელს იწყებს,აფრიკის კონტინენტზე სრულდება და აქ ვითარდება მთავარი ისტორიაც.წიგნი “გრძნეულების მოწმე” სწორედ ამ კონტინენტის სამხრეთ ნაწილში მოგზაურობისას დაწერა.მან რამდენიმე ტომთან ერთად გაატარა,თვეები.”გრძნეულების მოწმე” კი წიგნია,რომელიც მოგცემთ საშუალებას,აღმოჩნდეთ მასთან ერთად აფრიკის მშვენიერ ბუნებაში,ყოველგვარი ცივილიზაციისგან შორს და ამავე დროს დაგიტოვებთ ძალიან ბევრ კითხვას და სადაო საკითხს,ადამიანის სხეულსა და სულთან დაკავშირებით..

ექიმი ჰარი აბსოლიტურად უძლურია გრძნეული,აბორიგენი ექიმების წინაშე,რომელთა ერთადაც გატარებულ დროში,იგი ცდილობს შეისწავლოს მათი მეთოდები.თუმცა ყველაზე ძნელი საკითხი მათი საიდუმლოების გარკვევაა.წამალი უძლურია – რწმენის წინაშე.ეს არის ავტორის მთავარი სათქმელი.მაგრამ ჩნდება კითხვა,მაშინ რა საჭიროა ექიმი ან ექიმბაში?..
ტომს ღრმად სწამს მათი გრძნეულის.წარმოუდგენელია მათი ცხოვრების პირობებში მორიელის ნაკბენისგან ადამიანი გადარჩეს,მაგრამ გრძნეული დაჭყლეტილი,ერთი შეხედვით ჩვეულებრივი მინდვრის ბალახებისგან დამზადებული საფენებით მისი ტომის წევრს კურნავს.ექიმი გახდა მოწმე,როგორ მოურჩათ აბორიგენებს კბილის ტკივილი ქვეწარმავალის ნაწილების:ფეხის,ხელის ან კუდის ჩაღეჭვისგან და ნაღეჭის გადმოფურთხებისას მათი რწმენით ტკივილიც ორგანიზმიდან გამოდოდა.მდგომარეობა საკმაოდ საინტერესოა.თუმცა,როდესაც გრძნეულს ავადმყოფი ხელში აკვდება,იგი ვეღარ განკურნავს სხვებს..
ამერიკელი ექიმი კი გაოგნებულია გრძნეულების საქმიანობით.იგი აკვირდება მათ საქმიანობას და მით უფრო გაოცებულია,როცა ხვდება რომ გრძნეული მხოლოდ რწმენით მკურნალობს.მან ვერ მოახერხა განეკურნა ერთი ტომის წევრიც კი,მაშინ როცა ჩვეულებრივი ჭიქა წყლით გრძნეულმა არამც თუ განკურნა არაერთი წევრი,არამედ დამნაშავე(მკვლელი) მოწამლა და მოკლა.
როგორც თავად გრძნეული ჰარის ეუბნება,მას არ აქვს არც წამლები,არც შხამი რომ განკურნოს ან მოკლას ვინმე.მაგრამ მისი ტომის წევრებს აქვთ რწმენა,რომლითაც თავად კურნავენ საკუთარ თავს და ამავე დროს ღუპავენ კიდეც.
აფრიკაში სამედიცინო მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ჩასული ექიმი,რწმუნდება რომ იარაღი რომელიც ექიმს ყველაზე მეტად სჭირდება,ეს რწმენაა.. სხვა ყოველივე უბრალოდ ნივთებია.
თუკი თქვენ ჩემსავით გიყვართ მისტიკა და წიგნები,რომლებიც ბოლომდე გითრევთ მათში.მაშინ,იმოგზაურეთ ექიმ რაიტთან ერთად მსოფლიოს გარშემო და არ გამოტოვოთ ყველაზე მთავარი,აფრიკელი აბორიგენი გრძნეულების ისტორია.

ესეც თქვენ,მონაკვეთები დოკუმენტური ფილმებიდან.

2 Comments leave one →
  1. October 16, 2011 20:47

    რა კადრებია…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: