Skip to content

The Most Memorable.

October 15, 2011

"..არ თქვა არცერთი სიტყვა,მე ვილაპარაკებ.მოგენატრე?იმიტომ,რომ მეც მომენატრე.ნამდვილად ტირანი ხარ,მაგრამ ძალიან მიჭირს გაგიბრაზდე.. იცოდე,არ ეხუმრო საკუთარ თავს,მე კვლავაც ვარსებობ.მინდა ვილაპარაკო და ვითამაშო,მხოლოდ ამ ერთხელ.ნუთუ ჩემს კაბასავით არ გერგები? ჩემ დას ვეთხოვე.მას კიდევ აქვს ერთი წითელი კაბა,თერმობირთვული ბომბისმაგვარი.. ეს კი ისაა,რომლის გაცვეთის უფლებაც მაქვს.მგონი სამი საათი გავატარე სარკის წინ.. მაგრამ მაინც მოვედი,ხომ ხედავ? და რა ლამაზი ვარ.. უმჯობესია მოგეწონო,თორემ ალბათ მოგკლავ.. მოიცა,მოიცა.. ხომ.. სად ვიყავი? პრობლემა ისაა,რომ რომც თქვა "შემიყვარდი" არ დავიჯერებ.ჯულიენ,ავირიე! ვეღარ ვხვდები როდის თამაშობ და როდის არა.დაიცადე,მე არ დამიმთავრებია!.. მითხარი,რომ გიყვარვარ! მითხარი.. თორემ,თუ ამას პირველი მე ვიტყვი,აუცილებლად შენც მოგინდება თამაში.გადამარჩინე.. ძალიან გთხოვ.. შემიყვარე! თუ გაბედავ.." - სოფი კოვალსკი.

"..და რაც არ უნდა მოხდეს ხვალ,მთავარია დღევანდელი დღე უკვე იყო.დღე,რომელიც ყოველთვის მემახსოვრება.თუმცა მე ვფიქრობ,ჩვენ წესები გვესაჭიროება.. პირველ რიგში,იცოდე რომ ჩვენს ურთიერთობას არანაირი შანსი არ აქვს.არავითარი ფლირტი,არავითარ შემთხვევაში მეტად სერიოზულად.. ისიც იცოდე,რომ წესები,იმისთვის არსებობს,რომ დაარღვიო.. რომ შემეძლოს შენთვის ერთი საჩუქარის ჩუქება ეს ნდობა იქნებოდა,ნდობა.. ან სურნელოვანი სანთელი.მე შენ ძალიან მიყვარხარ დექსტერ,უბრალოდ აღარ მომწონხარ ისე,როგორც ადრე.. ეს უნდა იცოდე,შენ მე შენივე თავისგან განმკურნე.. და მე არ ვარ მარტოსული,მე უბრალოდ მარტო ვარ!." - ემა.

"..იცი,რა აღმოვაჩინე? ის არ არის ის,ვისთანაც გინდა გაატარო პარასკევი საღამო,ის ისაა ვისთანაც გინდა გაატარო მთლიანი შაბათი დღეც კი.." - დილანი.

"-მე დავტოვე სამშობლო და ადამიანები,რომლებიც ჩემთვის რაღაცას ნიშნავდნენ.. მაგრამ,ეს არ ყოფილა ისეთი ძნელი ჩემთვის,როგორც შენი დატოვება.მაგრამ,ძალიან ძნელია შენი დევნა,იცი რატომ ვუგებთ ასე ერთმანეთს? ჩვენ მსგავსნი ვართ.. ნუ იცინი,ჩვენ აბსოლიტურად არ ვგავართ ერთმანეთს,მაგრამ ორივე ერთად ვქმნით ერთ მონეტას.. მედალიონის ორი განსხვავებული მხარე,მე და შენ! - მე არ გტოვებ იმიტომ,რომ არ შემიძლია მოგკლა.მხოლოდ იმიტომ,მივდივარ რომ შეიძლება მოგკლა.." - ლარა და ტერი.

"- სიცოცხლე შეცდომების დაშვებაა.. - სიკვდილი კი - ნატვრა,დაგეშვა უფრო მეტი შეცდომა.. - გახსოვს მე შენ მიყვარდი.. ხოდა,ეს ნიშნავს მე ვიცი,როდის ტირი ნამდვილად და როდის სიმულიანტობ!.." - ნიკოლი და მაილო.

"..ეს იქნება ძნელი თუ ადვილი,მე მზად ვარ.ამაზე ყოველ დღე მომიწევს მუშაობა,მაგრამ მომიწევს გავაკეთო,რადგან შენ მინდიხარ..სულ მთლიანად მჭირდები,ყოველ დღე - მე და შენ,სამუდამოდ..გააკეთებ რაღაცას ჩემთვის? უბრალოდ,მომიძღვენი მთელი შენი ცხოვრება მე! 30წლის შემდეგ.. 40წლის შემდეგ.. როგორ იქნება ყველაფერი? თუ გინდა სხვასთან,მაშინ წადი.. მიდი! მე შენ დაგკარგე ერთხელ და კიდევ შემიძლია დაგკარგო.თუკი მეცოდინება,რომ ეს ისაა რაც შენ გინდოდა.მაგრამ ნუ აირჩევ ადვილ გზას.. ოდესმე შეწყვეტ ფიქრს იმაზე,თუ რა უნდა სხვას? რა მინდა მე? რა უნდა მას? რა უნდათ შენს მშობლებს? რა გინდა შენ? რა გინდა?" - ნოა.

"..მე ვფიქრობ,მაშინ შემიძლია შევიყვარო თუკი მასზე აბსოლიტურად ყველაფერი ვიცი.როგორ უვლის თმას,იკეთებს ვარცხნილობას,რომელი მაისური ურჩევნია ჩაიცვას დღეს.მეცოდინება ყოველი ამბავი,რომელსაც მომიყვება როცა ვიცი მატყუებს.. მე ვფიქრობ,ეს მხოლოდ მაშინ მოხდება,როცა მეყვარება.." - სელინი.

"- ნამდვილი სიყვარული.კაიმ იცის რას ნიშნავს ეს,უგრძვნია,გამოუცდია,ჰყვარებია.. - ის არ არის ერთადერთი.. - რა თქვი? - არაფერი." - ყინულის დედოფალი და პორალური დათვი.

"..რა შეგიძლია თქვა 25 წლის გოგონაზე,რომელიც გარდაიცვალა.რომ ის იყო ძალიან ლამაზი,უბრალოდ ბრილიანტი?რომ მას უყვარდა მოცარტი და ბახი? ბითლზები? და.. მე?" - ოლივერი.

"..სიმართლე არაფერია.ის რაც გჯერა,რომ სიმართლეა - ყველაფერი.ცუდი სიყვარული ყველაფერს მსხვერპლად მოითხოვს.კარგი კი - არც არაფერს." - ვილი.

"..ეს არ არის მხოლოდ შეყვარება ერთი ნახვით.მართლა,ეს ბევრად მეტია.. გრავიტაცია ქრება,როდესაც შენ მას უყურებ,მოულოდნელად დედამიწა თითქოს ვეღარ გიჭერს.მაგრამ ის.. და აღარაფერს აქვს მნიშვნელობა,მაგრამ - მას.და შენ ყველაფერს გააკეთებ მისთვის,იქნები ყველაფერი მისთვის.გადაიქცევი ყველაფრად,რაც მას დასჭირდება.იქნება ეს მცველი,საყვარელი,მეგობარი თუ ძმა.მე ვეღარაფერს ვხედავ შენს გარდა,ბელა.მაშინაც კი,როდესაც ვცდილობ დავხუჭო თვალები და წარმოვიდგინო რამე,მხოლოდ შენს სახეს.. ვიდრე შენი ლოყები ისევ ვარდისფერია და შენი გული ფეთქავს მანამ მეყვარები და მერეც.." - ჯეიკობი.

"..მე არასდროს ვტეხ გულებს,მხოლოდ წყვილებს.მე ალექს ლიპი ვარ და დღეს საკუთარი გული გავტეხე.." - ალექსი.

"- ეს ლიფტია? - ეს ჩემი ოთახია!" - პრინცესა ენი და ჯო ბრედლი.

"..მხოლოდ ერთად ყოფნა,არის ყველაზე მნიშვნელოვანი?"

No comments yet

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: