Skip to content

les fiancés de l’éternel..

October 1, 2011

"თვითკმაყოფილი ფრანგი თავხედი" და "ავსტრიელი გაბერილი ბატი".

ასე ხშირად მოიხსენიებდნენ ხოლმე ერთმანეთს რომი შნაიდერი და ალენ დელონი.ისე ჩანდა,თითქოს ერთმანეთის ყველაზე ნაკლებად ესმოდათ.გადასაღებ მოედანზე ერთი ყოველთვის მეორეს აქილიკებდა.ასე იყო თავიდან.. ყველას უკვირდა,როგორ ახერხებდა ეს ორი ადამიანი ეჩვენებინათ კამერებისთვის ასეთი დიდი სიყვარული “ქრისტინაში”.და ყოველივე მალევე გამომჟღავნდა.წყვილის სიყვარული მთელმა მსოფლიომ დიდი სიხარულით მიიღო და ყველა თვლიდა,რომ კინომ მოახერხა რეალურ ცხოვრებაში ერთ-ერთი საუკეთესო წყვილის შექმნა.

1959 წლის 22 მარტს ალენი და რომი დაინიშნენ.რომის ოჯახი ამის სასტიკი წინააღმდეგი იყო.თუმცა,რომი იმდენად შეყვარებული იყო,რომ სწრაფად დაეუფლა ფრანგულს და საცხოვრებლად პარიზშიც კი გადავიდა ალენთან.

მაშინ ამბობდნენ,რომ “ალენმა,რომი ავსტრიას მოპარა და საფრანგეთს უსახსოვრა.”მათ ხშირად უწევდათ ერთმანეთისგან შორს ყოფნა,გადაღებების გამო.ერთხელაც პარიზში დაბრუნებულ რომის,სახლში შავი ვარდები და ალენის წერილი დახვდა,რომელშიც იგი წერდა,რომ პროფესია,მათ შორის იდგა.”მე გიბრუნებ თავისუფლებას,თუმც არ შემიძლია დაგიბრუნო გული.მას ჩემთვის დავიტოვებ..” – დღემდე ყველა თვლის,რომ რომის გული,ბოლომდე ალენის ხელში იყო.რომი დეპრესიაში ჩავარდა და ალკოჰოლს შეეჩვია.მიუხედავად ორჯერ გათხოვებისა,მას შემდეგ რაც წყვილი ერთმანეთს დაშორდა.. რომი აღარასდროს გამხდარა,ძველი რომი.. ალენი კი,მუდამ ქალებით იყო გარემოცული.მიუხედავად ამისა,იგი ყოველთვის აღიარებდა,რომ მისი ერთადერთი სიყვარული სწორედ რომი იყო.

მათ კიდევ ერთხელ მოუწიათ ეთამაშათ ერთად ფილმში “აუზი”.ალენს რომისთვის გაუმხელია,რომ კვლავ უნდოდა მასთან ყოფნა.დიდი სიყვარულის მიუხედავად,რომიმ ეს აღარ ისურვა,ალბათ თვლიდა რომ კიდევ ერთ განშორებას ვეღარ გადაიტანდა.

რომი ამბობდა,რომ “ალენი ერთადერთი მამაკაცი იყო მის ცხოვრებაში,მან აქცია ქალად და იმ ტკივილმა,რომელიც დაშორებამ გამოიწვია,იგი არამც თუ მოკლა,უბრალოდ გააძლიერა.”

“მასში ყოველთვის ორი არსება ცხოვრობდა – ფაქიზი, დაუცველი თოჯინა და რკინის ხასიათის მქონე გერმანელი ქალი. პირველს ვაღმერთებდი, მაგრამ მეორე მძულდა” – ამბობს ალენ დელონი რომი შნაიდერზე.

მას შემდეგ კი,რაც რომის ვაჟი გარდაეცვალა,დაიწყო ყველაზე მტანჯველი პერიოდი მისი ცხოვრებიდან.”მე აღარ ვარსებობ.. მე არაფერი ვარ ცხოვრებაში და ყველაფერი – ეკრანზე.მე ვარ 42 წლის უბედური ქალი და მქვია რომი შნაიდერი.” – აუტანელმა ტკივილმა 1982 წლის 29 მაისს მისი გული გააჩერა..

რომის სიკვდილის ღამეს,ალენმა წერილები დაწერა,რომელშიც ბოლომდე იხატებოდა მისი სიყვარული რომის მიმართ.სიცოცხლეში შესაზარელს,ცამდე აიყვან სიკვდილის შემდეგ.. ერთი ბარათი რომის საფლავთან დატოვა ალენმა:

“შენ არასდროს ყოფილხარ უფრო მშვენიერი ვიდრე ახლა,ამ შავ-წითელ ტუნიკაში.ხედავ, შენთვის რამდენიმე გერმანული სიტყვა ვისწავლე:მე შენ მიყვარხარ,ჩემო თოჯინა.”

"Tu n’as jamais été aussi belle, tu vois j’ai appris quelques mots allemands pour toi:Ich liebe dich meine Liebe."

 “ჩემო თოჯინა,მე ყოველთვის ასე გეძახდი.ყვავილებს კი არა,მხოლოდ შენს სახეს დავცქერი და ვფიქრობ,რომ ძალიან ლამაზი ხარ…ალბათ არასდროს ყოფილხარ ასეთი ლამაზი,როგორიც ახლა.კიდევ იმაზე ვფიქრობ,რომ ცხოვრებაში პირველად გხედავ ასეთ მშვიდსა და მხიარულს.ასე მგონია,ვიღაცის ნაზმა ხელებმა ყოველგვარი მღელვარება და შიში წაშალა შენი სახიდან…მე შენ მძინარეს გხედავ.მეუბნებიან,რომ აღარა ხარ.იქნებ შენს სიკვდილში მე მიმიძღვის ბრალი?ამ შეკითხვას მხოლოდ იმ არსების წინაშე უსვავენ საკუთარ თავს,ვინც უყვარდათ და ისევ უყვართ…თავდაპირველად ამ გრძნობის ტყვეობაში ექცევი,მერე ყველაფერი თავის ადგილზე დგება და აღიარებ,რომ ამ სიკვდილში დამნაშავე არა,მაგრამ პასუხისმგებელი კი ნამვილად ხარ.დიახ,პასუხს ვაგებ შენს სიკვდილზე.ჩემს გამო შეწყდა იმ ღამით შენი გულისცემა,ჩემს გამო,რადგან ამ 25წლის წინათ იმიტომ მიპოვეს,რომ შენი პარტნიორი ვყოფილიყავი :ქრისტინაში“.შენ ვენიდან უნდა ჩამოსულიყავი,მე კი პარიზის აეროპორტში გელოდი ყვავილებით ხელში,რომლებიც არც კი ვიცოდი როგორ უნდა დამეჭირა.პროდიუსერებმა გამაფრთხილეს,როგორც კი თვითმფრინავის ტრაპზე დაეშვება დაიქეცი და ყვავილები მიართვიო და მეც გონებაჩლუნგივით ვიდექი ყვავილებით ხელში,ფოტორეპორტიორების ალყაში მოქცეული და შენ გელოდი…თვითმფრინავიდან გამოხვედი,მე შენსკენ გამოვემართე.შენ დედას კითხე:“ვინ არის ეს ყმაწვილი?“,მან გიპასუხა:“ალენ დელონი უნდა იყოს,შენი პარტნიორი“.ამის მეტი არაფერი მომხდარა მაშინ,არც სიყვარულის ელდა დაგვცემია,არა…მერე ვენაში ჩამოვედი,სადაც ფილმის გადაღებას აპირებდნენ.ჩამოვედი და გაგიჟებით შემიყვარდი,შენც შეგიყვარდი…მერე ხშირად გვიკითხავს ერთმანეთისთვის,მე უფრო ადრე შემიყვარდი თუ შენ…ჩვენ დავითვლიდით 1,2,3 და ერთროულად ვპასუხობდით,არც მე და არც შენ,ორივეს!”ისევ და ისევ გიყურებ,მე ხომ ზედმიწევნით კარგად გიცნობ.ვიცი ვინ ხარ,ვიცი რატომ მოკვდი,შენს ხასიათსაც კარგად ვიცნობ…იმათ,სხვებს კი ვპასუხობ რომის ხასიათი მხოლოდ მისი ხასიათი იყო,ეს არის და ეს,თავი დამანებეთ!….სულ ადვილი იყო შენი გულისტკენა.შენ ხომ ბავშვი იყავი,ნამდვილი ბავშვი,რომელიც სწრაფად,ძალიან სწრაფად გახდა ვარსკვლავი.აწორედ ამით შეიძლებოდა ერთი მხრივ შენი კაპრიზების,წინასწარ გაუთვალისწინებელი ქცევების ყოველთვის სამართლიანი,საიმედო,მაგრამ მაინც ბავშვური ხასიათის,ხოლო მეორე მხრივ შენი პროფესიული ავტორიტეტის ახსნა.შენ ის ბავშვი იყავი,რომელმაც არ იცოდა ვის ეთამაშებოდა,რას ეთამაშებოდა და რატომ ეთამაშებოდა.ამ წინააღმდეგობებში შენი დაფარული შიში და უბედურებაც მჟღავნდებოდა.მით უფრო,რომ რომი შნაიდერი იყავი,გაფურჩქნის ხანაში მყოფი მგრძნობიარე და ტემპერამენტიანი რომი შნაიდერი…

ჩემო თოჯინა,ისევ და ისევ გიყურებ…მინდა ჩემმა მზერამ გშთანთქოს…ისევ მინდა გაგიმეორო,რომ არასოდეს ყოფილხარ ასეთი ლამაზი და მშვიდი.მე შენთან ვარ…შენგან ცოტაოდენი გერმანულიც ვისწავლე,ახლა გეუბნები ich liebe dich . JE T’aime ჩემო თოჯინა.”

ალენ დელონი.

7 Comments leave one →
  1. October 2, 2011 11:17

    ორივე ძალიან მომწონს🙂

  2. October 2, 2011 13:53

    მეც🙂 კინოსამყაროს ულამაზესი წყვილი

  3. October 3, 2011 00:35

    მიწოდეთ სენტიმენტალური, მაგრამ ლამის ტირილამდე ვარ მისული. ალენის თოჯინა . . . რა რომანტიკულია . . .

    • October 3, 2011 17:06

      აჰ.🙂 მეც სენტიმენტალური ვარ,რა ვუყო.. იმიტომაც,მივუძღვენი პოსტი.

  4. October 9, 2011 10:05

    ვგიჟდები❤
    ძალიან მაგარი პოსტია

  5. October 9, 2011 21:00

    ვაიმეე…❤ რა ლამაზია.. ამითრთოლდა გული😀😀

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: