Skip to content

ჩემზე იტყვიან..

September 16, 2011

მაცოს ვფიქრობ ძალიან უყვარს ტეგ-თამაშები,ესეც კიდევ ერთი:კითხვები მე-ს. ) ბევრი არც ერთ კითხვაზე მიფიქრია და რამდენიმე წუთში შემდეგ კითხვებს ვუპასუხე.

მმმ..

  • რა შეკითხვას დაუსვამდი საკუთარ თავს? – როდემდე აპირებ საკუთარ თავს ყოველთვის და ყველაფერი მოატყუო და სხვასაც მისცე ამის საშუალება? არადა ერთი შეხედვით თავი სულელი არ გგონია,პირიქით ძლიერ ადამიანად თვლი საკუთარ თავს და ამ დროს ყველაფერი ირგვლივ თითქოს ფარსია..
  • რაში ხარჯავ ყველაზე მეტ ფულს? – ეუფ,რავიცი.. Oo მგონი ტკბილეულობაში..
  • რის გარეშე არ ჩაუვლია არცერთ დღეს? – წუწუნის,წუწუნის და კიდევ წუწუნის!

  • როგორ ფიქრობ ვინ ან რა იყავი წინა ცხოვრებაში? – ჰააჰ. :> ჩემი საყვარელი სალაპარაკო თემაა.მთელი ერთი პოსტიც კი დავწერე ამაზე ადრე და დიდი ასოებით აღვნიშნე,რომ სუულ სუულ ადრე ბოშა ვიყავი,ალბათ დიიდ,ლამაზ ბანაკში ჩემს ოჯახთან ერთად ვცხოვრობდი.დილით ძალიან ადრე ვდგებოდი,სახლის საქმეებს ვაკეთებდი.მერე ქალაქში მივდიოდი და ლამაზი ვიტრინების თვალერებით ვტკბებოდი,თან ჩემს ფრიალა წითელ-ყვავილებიან კაბას ვათამაშებდი.შიგნით რა თქმა უნდა არ მიშვებდნენ ან რა მინდოდა,რომც შევსულიყავი მამა ასეთი ტანსაცმლის ჩაცმის უფლებას არ მომცემდა.. მერე ტყეში ჩემს საყვარელ ადგილას მივდიოდი ხოლმე,დიდი მუხის ხე და მისი ბინადარი ციყვები ვთამაშობდით ხოლმე,მათთვის თხილი მიმქონდა,რომელსაც ერთ გაბღენძილ ვაჭარს ვპარავდი ხოლმე,მაშინ როცა ის ოქროს ფულებს ითვლიდა.საღამოს კი ბანაკში ვბრუნდებოდი,მე და ჩემი თანატოლები ხმამაღალ მუსიკაზე იქამდე ვცეკვავდით ვიდრე უფროსები გაჩერებას არ მოგვთხოვდნენ,რადგან ეძინებოდათ.ბოლოს კი,მაშინ როცა ყველას ეძინა.. მე და ის ჩუმად კარვიდან ვიპარებოდით და ვარსკვლავებს ვუყურებდით,უბრალოდ ვუყურებდით,გამთენიისას კი ისევ კარავში ვბრუნდებოდით..❤  რამდენიმე წლის შემდეგ ერთ-ერთ ჩვენი ბანაკის წევს მიმათხოვა ოჯახმა,რა თქმა უნდა სიცოცხლის ბოლომდე ვერ მოვახერხე მისი შეყვარება.. ჩემი და ჩემი ერთადერთი სიყვარულის ბავშვები კი ერთად თამაშობდნენ და უფრო მეტიც,საბოლოოდ ერთმანეთი შეუყვარდათ.მე მაინც მივიღე ჩემი წილი ბედნიერება,ჩემი შვილის სახით. )  შემდეგ საუკუნეში ერთ-ერთი მდიდარი,ამერიკული ოჯახის წევრად მოვევლინე ქვეყანას.უკმაყოფილო ვიყავი მშობლების ჩემზე ბატონობით,ვერასდროს ვიტანდი როცა ვითაც ჩემზე ბატონობას ცდილობდა,ახლაც ვერ ვიტან,ჩემს მესამე ცხოვრებაში. :> ამიტომ ჩემმა სკოლელებმა ახალი მეგობრები გამაცვნეს,რომელთა თავისუფლება დღითიდღე მომწონდა და ისინი საკუთარ თავს ჰიპებს უწოდებდნენ.მე ჰიპი გავხდი და მთელი ჩემი ცხოვრება თავისუფალმა,სიყვარულით მშვიდობაში გავატარე.თუმცა ამის მოსაპოვებლად ბევრი ბრძოლა გადავიტანე,ჩემს მეგობრებთან ერთად,მე ეს მიღირდა..
  • ვინ მოახდინა ყველაზე დიდი გავლენა შენს ცხოვრებაზე? – არამგონია სწორი იყოს,რომ კონკრეტულად ერთი ადამიანი გამოვყო.ეს ალბათ უფრო ცხოვრებამ,ვიდრე “ვინმემ”. ))
  • რომ გქონდეს საშუალება, რას შეცვლიდი შენს ცხოვრებაში? – ან საერთოდ ყველაფერს,ან საერთოდ არაფერს..
  • 50 წლის შემდეგ ჩემზე იტყვიან … ? – ის ვინც კარგად მიცნობს:”მთელი თავის ცხოვრება ცდილობს ბედნიერი იყოს..” ის ვინც შორიდან მიცნობს:”რა ბედნიერი ადამიანია!” და ის ვინც საერთოდ არ მიცნობს:”ვითომ,მართლა არსებობს ბედნიერება?”
  • ყველაზე შტერული კითხვა? – “რატომ?”:/ ვაიმე რა დებილი კითხვაა.ალბათ ყველაფერი თავის მიზეზით ხდება და არ არის აუცილებელი ამ მიზეზების ცოდნა.
  • ხალხი გაოცდება, როდესაც შეიტყობს,რომ მე.. – ვერაფრით მოვიფიქრე აქ რა დამეწერა.და გაოცდება არა იმიტომ,რომ ფიქრობენ მე აუცილებლად ყველა კითხვაზე პასუხი მაქვს,რა თქმა უნდა არა! უბრალოდ მე მათი გაოცება არ შემიძლია.🙂
  • ხალხი თვლის რომ მე.. – ზოგი თვლის,რომ ჩერჩეტი ვარ,ზოგი – მოსაბეზრებლად მიმიჩნევს,ზოგიც – საზრიან გოგოდ,ზოგი – ძლიერ ადამიანად,ზოგის – საერთოდ არ მიცნობს და ისე ფიქრობს რაღაცებს.. და აბა,რომელი ხალხი? “ხალხი” ჭრელია..

ააააახ.. სულ ასეა.

  • ვერ ვიტან როცა… – მაიძულებენ ის გავაკეთო,რაც არ მინდა! მაინც არ გავაკეთებ..:> მატყუებენ და თვლიან,რომ ეს გამოუვიდათ,ასეთ შემთხვევაში უბრალოდ მათ დავცინი..
  • ჩემი ასარჩევი რომ იყოს, მომავალ ცხოვრებაში გავჩნდებოდი… – ღრუბლად,პლანეტად.. რავიცი,რამე ისეთად რაც ზემოთაა და ყოველივეს ხედავს ქვემოთ.

არ ვიცი,რა გამოვიდა.. ან რა დავწერეე,რამდენი ვიბოდიალე.. თუმცა,რა თუმცა?.. რაშუაშია.კარგით ჰო,მოვრჩი! :> 

13 Comments leave one →
  1. September 16, 2011 16:01

    ან ყველაფერს შევცვლიდი, ან არაფერსო – ეს მომეწონა განსაკუთრებით.

  2. September 16, 2011 16:05

    უბრალოდ იმას გეტყვი რომ მიყვარხარ ძალიან❤ სულ რომ არ გიცნობდე ამ პოსტების გამო შემიყვარდებოდი ^^❤

    • September 16, 2011 18:04

      მეც ძალიან მიყვარხარ,ჩემო გოგო.❤

  3. September 16, 2011 17:13

    გულებიანო ანნა, რა კარგი პოსტია.. ^^
    ან ყველაფერს შევცვლიდი, ან არაფერსო << ეს პასუხი მოლისავით მეც მომეწონა.. ^^

  4. saya permalink
    September 16, 2011 23:51

    რა კარგი სიმღერაა ♥

  5. September 19, 2011 15:55

    ასეც უნდა იყოს, ან ყველაფერი არ არაფერი🙂
    მოსახდენი მაინც მოხდება

    • September 19, 2011 23:19

      ჰო,მეც ასე ვფიქრობდი და შესაბამისად..🙂

  6. September 20, 2011 18:14

    ანნა, სად ხარ დაკარგული? (((

    • September 21, 2011 22:49

      აქ ვარ,მაცო. )) ხშირად პოსტებს მაინც ვერასდროს ვწერდი და ახლაც ასეა უბრალოდ. :>

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: