Skip to content

ჩემ გონებაში..

August 27, 2011

წინადადება ორჯერ დავწერე და ორჯერვე წავშალე.მოქმედებებს შორის წამიერი პაუზები ძალიან დამღლელი აღმოჩნა.როცა ზუსტად იცი რაც გინდა დაწერო,მაგრამ ვერ წერ.. მაინც და მაინც ამ წამს არ მოდის,ის სიტყვები რომლებიც გჭირდება,რომ ემოცია მიახლოებით მაინც აღწერო,რადგან იცი ზუსტად მის აღწერას ვერ მოახერხებ.. ეს დაახლოებით ბარდნას გავს,ციდან უამრავი თეთრი ფიფქი,რომ ცვივა და შენ უბრალოდ მისი ცქერით ერთობი,რადგან იცი რომც დაიჭირო მაინც გაქრება,ისევე გაურკვევლად როგორც გაჩნდა..

მზე იყო.მერე უცებ იგი ჩაქრა.ირგვლივ ყველაფერი ლურჯ ფერში შეიღება და მელანქოლიამ მოიცვა ჩემი სამყარო.მე კიდევ მიყვარდა,როცა საღამო ხანს ირგვლივ ყველაფერი წითელ ფერში იმოსებოდა.წითელი ქუჩები,წითელი – სახლები,მწვანე მინდორი – ხუნდებოდა და ლურჯი ზღვა ფორთოხლისფერი ხდებოდა.. ყველაზე ლამაზი ბუნების ნახატი იშლებოდა ყოველ დღე ჩემს თვალწინ,ეს შემოდგმოის მშვენიერი დღეები იყო..

და ახლა?.. ციდან ფიფქები ცვივა.. ბარდნის.. თუმცა გუშინ წვიმდა,ყველაზე მელოდიური ამინდია წვიმიანი ამინდი.მიყვარს ამ დროს სხვენში ყოფნა,სახურავზე ერთი მეორის მიყოლებით მძიმედ ეშვება,ღრუბლებიდან გადმოცვენილი წვიმის წვეთები და სახლის კედლებს ღვარად მიჰყვება ქვემოთ,მიწისკენ.. ქუჩაში უფრო ხმაურობს წვიმა,აქ მაინც ყველაზე მელოდიურ ბგერებს გამოსცემს იგი.

ისევ ბარდნის.. ამოტივტივდა მოგონებები ღრუბლებად გონებაში და სიტყვებმა იწვიმეს,ვერ მოვახერხე მათი დაჭერა,სახურავზე,ქუჩაში სწრაფად იწვიმეს..გუშინდელმა დღემ.. წლევანდელმა შემოდგომამ.. სწრაფად ჩავლილმა ზაფხულმა.. და ზამთრის დამდეგს,ბარდნისაას.. მხოლოდ ამ სიტყვების დაჭერა მოვახერხე,მაგრამ მათი უმეტესობა ხელებში ჩამადნა და დამეკარგა..

და ჩემ გონებაში,ისევ ბარდნის მოგონებები..

15 Comments leave one →
  1. August 27, 2011 12:19

    კარგია წვიმა, სხვენი და ფიქრი… თუ სხვენი არ გაქვს, უბრალოდ სახლში ფანჯარასთანაც კარგია ამ დროს ..

    • მესაფლავე permalink
      August 28, 2011 00:53

      ვერანდაზე ჯდომა, აი ქანქარა სკამი რომაა (:დ) მაგაში, მთებზე ხედით, იქამდე კიდე ტყე.

    • August 28, 2011 02:21

      რა ჯობია სიმშვიდეს არა? ))) ყველაზე მშვენიერი წუთებია,როცა საკუთარ თავთან ასეთ დროს მარტო რჩები და შეგიძლია იფიქრო,იმდენ ხანს რამდენ ხანსაც თავად მოგინდება,ერთდროულად ყველაფერზე და არაფერზეც.❤

  2. მესაფლავე permalink
    August 28, 2011 11:54

    ))

  3. September 1, 2011 11:53

    რა კარგი იყო..წვიმიანი ამინდივით მელოდიური…. ეს მელოდიაც…ისე ერწყმის პოსტს…. ძალიან, ძალიან ღრმაა …

  4. September 3, 2011 08:35

    ამ ჩანახატმა წლების წინანდელი ახალი წელი გამახსენა. პატარა რომ ვიყავი თოვლის ბაბუასადმი მიწერილ წერილს ფანაჯარაზე ვაკრავდი რომ კარგად დაენახა და ბევრი საჩუქარი მოეტანა🙂 რაღაც ნოსტალგია შემომაწვა😉 მომწონს ასეთი ნაწარმოებები გაიძლებს წამით შჩერდე და უკან გაიხედო🙂

  5. არარეალური რეალურ სამყაროში ♥ permalink
    September 10, 2011 13:28

    უუუჰ : ) რამდენი ხანია აქ არ ვყოფილვააარ!!!! მომეწონა აქაურობა შეგიცვლია : )) …კარგი პოსტი იყო …ოღონდ ცოტა სევდიანიც : ))) მუსიკაც ხელს უწყობს ,მაგრამ მე ვისზე რას ვამბობ სევდით გატენილი ბლოგის ავტორი ვარ … შემომხედე მერე …. გამიხარდება❤

    • September 10, 2011 18:24

      მიხარია თუ მოგეწონა,აუცილებლად შემოვიხედავ. ))

  6. September 10, 2011 19:26

    ყველაზე მელოდიური ამინდია წვიმიანი ამინდი…❤

    როგორ მიყვარს შენი ბლოგის კითხვა…როგორ მამშვიდებსხოლმე…<3 :*:*

    • September 10, 2011 20:04

      როგორ მახარებს,ასეთი კომენტარების კითხვა.❤

  7. December 25, 2011 14:10

    pirvelad var aqqq: )) dz momewona aqauroba sul shemoval xolmeee..: ))

    • December 25, 2011 14:33

      ძალიან მიხარია.❤ ხშირად შემოიარე ხოლმე. : ))

  8. tako tako permalink
    April 4, 2014 20:35

    au saertod es yvela motxroba magrad momewonaa❤❤❤ ^_^

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: