Skip to content

ანგელოზი ცივი ხელებით.

August 12, 2011

ვუძღვნი,ჩემს ძალიან ახლო მეგობარს❤ და იმ უსაზრვრო სიყვარულს,რომელსაც გულით ატარებს.რომ არა მისი ისტორია,ჩანახატიც არ დაიწერებოდა..

მგონი ყველაფერი გაცილებით ადრე დაიწყო,ვიდრე მე ვფიქრობ.. იქნებ მაშინ,როცა გოგონა თოჯინებით,ბიჭი კი – მამის ნაჩუქარი ბურთით თამაშობდა? იქნებ,მაშინ როცა სახლში მარტო დარჩენილი გოგონა,შეშინებული მანქანაში იმალებოდა და ელოდებოდა ვიღაცას ვინც უშველიდა.. მანქანაში,რომელიც კიდევ უფრო აახლოვებდა ბიჭთან. ან იქნებ მაშინ,როცა პირველად შეხედა თვალებში სულ სხვანაირს,თითქოს გამოცვლილს და მონატრებულს.. წლები დამჩნეოდა მის სახეს,ახლა ის პატარა ბიჭი უკვე კაცი იყო,გოგონა კი – ქალდებოდა.. თუმცა სახლში ისევ ჰქონდა ბურთი,უბრალოდ ახალა ის ნაკრების წევრი იყო.. გოგონა კი – დასახული მიზნისთვის ბრძოლას განაგრძობდა.

ერთხელ იმ სახლში მოხვდნენ,სადაც პირველად ნახეს ერთმანეთი.საერთო მეგობრის სახლში,ყველაფერი თითქოს ძველებურად ისევ ისეთი იყო.მხოლოდ ადამიანები შეიცვალნენ,ასაკი მოემატათ და ამ ქვეყნად ბედნიერებასაც და უბედურებასაც გემო გაუსინჯეს.საუბარი? სიტყვები? რა საჭირო იყო ისინი ამ მომენტში,ყველაზე ზედმეტი.. ყველაზე უადგილო რამ იყო პირის გახსნა და ენის ამოძრავება,მაშინ როცა თვალები ისედაც საკმაოდ ბევრს ლაპარაკობდნენ.

ასევე უხმოდ,თვალებით დაშორდნენ ერთმანეთს.თუმცა ორივეს გაახსენდა ბავშვობა და ის მოულოდნელობები,რომელბიც ასე უცნაურად იყვნენ ერთმანეთთან დაკავშირებული.

მათ ვისაც მართლა გჯერათ,რომ ამ ქვეყნად ორი ადამიანი თუკი ერთმანეთისთვის შეიქმნაისინი ბოლოს აუცილებლად ერთად დაამთავრებენ ცხოვრებას და მის ბოლოს წუთებსაც ერთად გაატარებენ,მაშინ ეს ისტორია სწორედ თქვენთვისაა.

მოკლედ,ალბათ მიმიხვდით რომ ისინი კვლავაც შეხვდნენ ერთმანეთს.აი ისინი,ჩამოყალიბებული გრძნობებით და ემოციებით.. გრძნობა მაინც ჩვენზე ძლიერია და მათი პირველი გასაუბრებაც შედგა.ეს იყო ყველაზე საოცარი,თბილი წუთები მათ ცხოვრებაში.

“-გამარჯობა.”

“-გაგიმარჯოს..”

დიახ,დიახ.. ერთი შეხედვით ბანალურია და არც სიყვარული იგრძნობა ამ ორ სიტყვაში,მაგრამ იმის მიღმა,უფრო ღრმად,უფრო გულში.. და გონებაში.მეხსიერებაში დღემდე წარუშლელი შთაბეჭდილებები და მოგონებები. უსიტყვო,ურეაქციო.. მაგრამ ყველაზე ტკბილი. მერე იყო ისევ სიშორე,ისევ მონატრება. ცრემლები.. უმისამართო ძახილი და უმისამართო სიტყვები,რომლებიც გზაში,ჰაერში,ყველგან იკარგებოდნენ და ქრებოდნენ.. გულიდან ამოდიოდნენ და გზა ვერ გაეკვლიათ.და,როგორ ვთქვით ვისაც სჯერა,რომ.. დიახ,დიახ.. როგორც წინათ ვთქვით.აი ისტორიაც.. ისინი შეხვდნენ,მათ იგრძვნეს,მათ ვერ გამოხატეს,მათ ძლივს გაბედეს საუბარი.მორცხვი გოგონა,ძლივს აიყოლია ბიჭმა,რომელსაც ძარღვებში ის ახალგაზრდული სისხლი უდუღდა,რომელიც თავქარიანობას იწვევს ყველა ახალგაზრდაში.გოგონა ამაზეც წუხდა.. მაგრამ არა ნაკლებ ბიჭი.მას სიამოვნებდა მის გვერდით ასეთი სუსტი,დაუცველი არსება,ნაზი ხელებით,რომ ეალერსებოდა და ამშვიდებდა,როცა რაღაც აწუხებდა.. მაგრამ ამავე დროს,გულში მაინც სხვა იყო.უყვარდა თავაშვებული ცხოვრება,მაგრამ უფრო გოგონა და მისი ცივი,პატარა ხელები.

“-იცი,ამ დღეებში ჩემს ოთახს ღებავენ.ვარდისფრად,მომწონს..”

“-მიყვარს ვარდისფერი.ლამაზი ფერია,შენს თავს მახსენებს..”

“-ასე მგონია,შენ არასდროს ფიქრობ ჩემზე..”

“-არა,არა.. ასე არ არის,მე შენზე ვფიქრობ.. მხოლოდ შენზე და.. და კიდევ ჩემზე.. მე უბრალოდ,არ ვიცი შემიძლია თუ არა ვიყო შენთვის ისეთი,როგორსაც იმსახურებ.მე მგონია,შენ ანგელოზი ხარ,ის ანგელოზი რომელიც ჩემთვის არსებობს.. მაგრამ მეშინია,არ ვაწყენინო.. ზურგი არ მაქციოს..”

“-ასე არა.. ოღონდ ეს არაა.მე ანგელოზი არ ვარ,მე ჩვეულებრივი გოგო ვარ,რომელსაც უყვარს ვარდისფერი,სიცილი,ყველაფერი მელანქოლიური,მამა.. და.. და შენ.” – წლების შემდეგაც კიროდესაც ერთმანეთს ამ სიტყვას უხსენებდნენ ყოველთვის იყო,ენის ბორძიკი და რაღაც უცნაური გრძნობა,რაც ამას იწვევდა..

“-ჩემი ანგელოზი ხარ..ფრთები,ფრთები.. ფრთები გჭირდება.. როგორ შევძლო..” – უმეორებდა ყოველ წამს ბიჭი.

“-ოოხ… ჩამეხუტე!” – პასუხობდა,გოგონა.

ასე იყო ნამდვილად.ის თვლიდა,რომ ანგელოზი უყვარდა.. მისთვის ანგელოზიც იყო,ფერიაც და მთელი ცის კაბადონიც.. ზღვის სირინოზიც და მებრძოლი სულიც.. იყო პრობლემა,მაგრამ.. კიდევ ერთხელ ვახსენოთ ერთმანეთისთვის შექმნილი ადამიანები.. ალბათ ანგელოზები,იმისთვის შექმნილან რომ დაეხმარონ ადამიანს,იპოვნოს სული.. რომელიც აკლია.. და ბიჭმა იპოვნა სული გოგონაში.ანგელოზში,რომელიც მთელი თავის ცხოვრების მანძილზე ცივი ხელებით ეფერებოდა,ბიჭის ლამაზ,მარმარილოს ქანდაკებასავით თეთრ სახეს,რომელიც ყოველთვის უღიმოდა მას,საყვარელი.. ძვირფასი ღიმილით..

21 Comments leave one →
  1. August 12, 2011 11:11

    <3<3<3<3<3<3<3<3<3<3<3<3<3
    ბევრი ბევრი გულები .
    რა სასიამოვნო პოსტია

  2. August 12, 2011 11:20

    vaimee gavgijdi❤ yochag ann :)) shenit vamayob🙂❤

  3. August 12, 2011 21:57

    ძალიან ჩათბილული მოთხრობაა. იცი ანნა შენი სტილი ედგარ ალან პოს სტილს მაგონებს ძალიან სადა და ნაზი🙂

    • August 13, 2011 18:54

      ალბათ იმიტომ,რომ ვგიჟდები პო-ზე❤🙂 ძალიან მიყვარს..

  4. August 12, 2011 22:18

    ტკბილი და ვარდისფერი ისტორიაა…

  5. August 13, 2011 01:53

    თბილია.

  6. August 13, 2011 02:55

    რატომღაც სანამ ბოლომდე არ წავიკითხე დარწმუნებული ვიყავი რომ ის გოგო გარდაიცვალა,მხოლოდ და მხოლოდ სათაურიდან გამომდინარე..თუმცა საბედნიეროდ არ გამართლდა…კარგია,მომეწონა

    • August 13, 2011 18:56

      არ შემიძლია დრამის დაწერე🙂 თუ გადავწყვიტე,რომ პერსონაჟი კვდები ასე მგონია,რომ დანაშაულს ჩავდივარ. :ს

  7. August 14, 2011 17:03

    ეს რა კეთილი ხალხი ყოფილა აბა მე ჩემი პერსონაჟების უმრავლესობა დახოცილი მყავს🙂

    • August 14, 2011 23:58

      და თუ კვდება,აუცილებლად ბედნიერი.🙂 შენ ეს რაღაცნაირად,კარგად გამოგდის თაია..🙂

  8. August 16, 2011 14:04

    ძალიან სასიამოვნო კომპლიმენტია🙂 შენმა სიტყვებმა ისე დამაფიქრა რომ ახლა გადაწყვეტილი მაქვს გლამთაიას მაგივრად დახვეწილი მკვლელი დავირქვა🙂

    • August 17, 2011 14:26

      ვაიმე.🙂 ასე არ მითქვამს,წერა ხომ ხელოვნებაა..
      შენც უბრალოდ,დრამის ხელოვნებას ხარ შესანიშნავად ნაზიარები.🙂

  9. August 17, 2011 23:10

    ვიხუმრე ისე ეს დახვეწილი მკვლელის იდეა ძალიან მომეწონა

  10. August 22, 2011 01:08

    უზომოდ კარგად წერ!!!!

    • August 22, 2011 18:45

      მადლოობ,ვცდილობ.. )) რამდენად გამომდის,რავიცი..

  11. September 15, 2011 18:43

    ულამაზესი პოსტია… სიყვარულით სავსე❤ ძალიან მომეწონა : )

  12. October 19, 2011 13:22

    არა მართლა კარგად წერს ეს ადამიანი !!!!!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: