Skip to content

ვარდისფერბაფთიანი გოგონა

August 5, 2011

1767 წელი.”მცურავი ქალაქი” დიდი ჩექმის მახლობლად მსოფლიო რუკაზე.ზამთრის მიწურული – გაზაფხულის დასაწყისი.სან-მარკოს მოედანზე შეკრებილი კარნავალიის მონაწილეები თავისებურად ამხიარულებენ მთელს ქალაქს.ერთ-ერთ გამორჩეული დოჟის სასახლე განათებულია სანთლებით,რომელთაც საამო თაფლის სურნელით გაუჟღენთიათ დიდი დარბაზი და იქ მყოფი,კარნავალის ტანისამოსში გამოწყობილი სტუმრები ფუტკრებივით თავბრუდახვეულნი მოძრაობენ.ხან ერთთმანეთს ესაუბრებიან,ხანაც დარბაზში გამოფენილ უზარმაზარ პორტრეტებს.

“- ვისზე არ გაჭრის,ვენეციური წითელი ღვინო..” – ჩასჩურჩულა გვერდით მდგომს სილვიომ და თავისი ჭიქიდანაც ბოლო ყლუპი მოსვლა,შემდეგ მაგიდაზე დადო და საცეკვაოდ დოჟის არც თუ მაინც და მაინც სილამაზით გამორჩეული,გონებაზე საუბარი ზედმეტია,ქალიშვილი გაიწვია.თუმცა უსამართლობა იქნება,მის გამორჩეულ ნიჭზე ერთი-ორი სიტყვა არ ვთქვათ: შესანიშნავი მოცეკვავე,ზუსტად ორია.. მართლაც,რომ ძალიან კარგად ცეკვავდა გოგონა,ასევე – ვაჟიც.იმდენაც გამბედავი აღმოჩნდა მოცეკვავე,რომ საუბარი გააბა სილვიოსთან,რაღაც ფლირტის მსგავსი.მაგრამ როგორც ჩანს სილვიომ უმალ  შეამჩნია გოოგნას თავის სიმსუბუქე და მაშინვე გაეცალა არა მხოლოდ მას,არამედ სასახლესაც.ფართო კიბეები თვალის დახამხამებაში ჩაირბინა,გადაწყვეტილი ჰქონდა გონდოლით სახლში დაბრუნებულიყო,მაგრამ რაღაც ხმაურმა მისი ყურადღება მიიპყრო,დოჟის სასახლეს გაცდა  და სან-მარკოს მოედანზე მხიარულებას შეუერთდა.

თვალი მოჰკრა მშვენიერ სინიორას მეუღლესთან ერთად,დოჟს – ვაჟიშვილთან,რომელიც თურმე მშვენიერ ასულს ეძებდა რათა რგებოდა პატივი გამხდარიყო მისი მეუღლე,აქვე იყვნენ ჯამბაზები და გოგონები,გრძელ ხის ფეხებზე შემდგარი სუსტი,ტანწერწეტა აკრობატები,რომელთაც ჩასუქებული ქალბატონები თვალებშისისხლჩამდგარი უცქერდნენ და ალბათ მალე გულზე გაგჯებოდნენ,მათი სიმსუბუქის შემყურე.არემარეს აყრუებდა იტალიური მუსიკის ჰანგები,ირგვლივ ყველა ცეკვავდა და ღვინოს შეექცეოდა,მსვლელობა ქუჩებში უკვე დასრულებულიყო,ამიტომ მხოლოდ მოედანზე და სახლებში შემორჩენილიყო განწყობა.

მოულოდნელად ყველას მზერა უნებურად ერთმა წერტილმა მიიპყრო,უფრო სწორედ ერთმა გოგონამ,რომელსაც უარი განეცხადებინა ნიღბებისათვის და მთლიანად ვენეციისათვის.იგი არავის აქცევდა ყურადრებას,მუქი იისფერი კაბით,წელზე რაჩხუნა ქამრით და შავი ზედატანით ძალიან უბრალო გოგონას შთაბეჭდილებას ტოვებდა.ორი წუთით ყველა რაღაც ძალამ გააჩუმა.ნიღბებს ბოშა გოგონა შეშინებული აკვირდებოდა,დიახ ის ბოშა იყო,თუმცა იგი არ გახლდათ შეშინებული უფრო გაოცებული იყო,ამდენი მშვენიერი ადამიანის ხილვით ირგვლივ,ეს სახეები იღიმოდნენ.ყველა მას უღიმოდა,აქამდე მხოლოდ მკაცრ,წარბ შეკრულ სახეს აჩვენებდა ყველა.”ის ბოშაა!” – ყველა მისკენ იშვერდა თითს და ყველას სახე ზიზღს გამოხატავდა.ახლა ეს სახეები ლამაზმა,ბედნიერმა ნიღბებმა ჩაანაცვლეს.მისდა მოულოდნელად გიტარაზე ნაცნობი ბგერები გაისმა,რომელმაც ბავშვობა და ბოშების ბანაკი გაახსენა.”ვენეციაში ბოშები? აქ არცერთი მათგანია,ჩემს მეტი.. ” – გაიფიქრა გოგონამ და ძებნა დაუწყო ადგილს,საიდანაც მუსიკა მოისმოდა.სილვიოს ხელში,მუქი წითელი გიტარა ეჭირა და დაკვრას მოეწყვიტა იქაურობიდან,თითქოს ამ ბოშა გოგონასთან ერთად სადღაც ქალაქისგან მოშორებით,ბანაკში მისთვის უკრავდა.თუმცა,ამს ეს მუსიკა მხოლოდ იმ ნოტების საშუალებით ესწავლა,რომელიც ოდესღაც ნაცნობმა ბოშამ უსახსოვრა.ამ წამს კი ის,ისევე როგორც სხვა დანარჩენნი ამ გოგონათი იყვნენ მოხიბლულნი,რომელსაც მუქი წაბლისფერი,ხვეული თმა მაღლა აეკრა და მუქი ვადისფერი ბაფთით შეეკრა.

ყურზე და ყელზე ჯინჯილები დაეკიდა და გაფართოებული,მუქი შავი თვალებით სილვიოს მისჩერებოდა.ნაბიჯები გაბედულად გადადგა და მისკენ გაემართა,მიუახლოვდა და მუსიკაც შეწყდა.მწვანე თვალებმა ოდნავ ქვემოთ ჩამოიხედეს და ალისფერ ტუჩებს მოჰკრეს თვალი,რომლებმაც მშვიდად,აუჩქარებლად ჩაიბუტბუტეს:

“- აი,დაიწყო…” – ვერცერთი ირგვლივ მყოფი გამოერკვა ამ უცნაური სიტუაციიდან.ყველას მზერა გოგონას თან სდევდა და ახა უკვე ახალგაზრდა ყმაწვილსაც,რომელმაც ბოშური მუსიკით ირგვლივ ყველაფერი ჩააჩუმა.

“- რა დაიწყო?” – იკითხა სილვიომ და მზერა ტუჩებიდან თვალებზე გადაიტანა.

“- ტკივილი.. აუტანელი გულის ტკივილი..” – ჩაიჩურჩულა გოგონამ.

“- ეს მუსიკის ბრალია?”

” – არა! ყველასი! ყველასი თქვენი! თქვენი საზიზღარი სახეების!თქვენი დამცინავი ღიმილის! მომშორდით.. თავი დამანებეთ! მომასვენეთ..” – გოგონა უეცრად აფეთქდა და იქაურობას ყვირილით გაეცალა.სილვიომ ვერ მოითმინდა და თან დაედევნა.მოედანზე წუთიერი სიჩუმე ისევ მუსიკამ შთანთქა და მეორე წუთს აღარავის ახსოვდა,ბოშა გოგონა.ვიწრო ქუჩებში ბოშა  სწრაფად მირბოდა,სილვიოც თან მისდევდა და ვერ გაეგო რატომ.ბოლოს ზღვის პირას სკამზე ჩამოჯდა,უსაზღვრო სივრცეს დაუწყო ცქერა,ცრემლები კი მარგალიტებივით სცვიოდა და სცვიოდა,შავი წამწამებიდან.. რომელიც ამ მომენტში ისე გაბრწყინებულიყვნენ..ყმაწვილიც ფრთხილად მიახლოვდა და გვერდით მიუჯდა,გოგონას არანაირი რეაქცია ამ ქმედებას არ გამოუწვევია.არც ერთი სიტყვა.. არც ერთი ზედმეტი ფრაზა,არც ერთს და არც მეორეს არ დასცდენია.. უბრალოდ ისხდნენ და უსმენდნენ ზღვას,მტრედებს და შორიდან მომავალ მუსიკას..

დილით ბოშა გოგონას,იგივე სკამზე ,ახალგაზრდა ყმაწვილის მუხლებზე  ჩაძინებულს გამოეღვიძა და უმალ იქაურობას გაეცალა.. ვარდისფერი ბაფთა კი იქვე სკამზე დახვდა,გაღვიძებულ სილვიოს.

 

ანნა სოსელია,2011წ.

30 Comments leave one →
  1. lika permalink
    August 5, 2011 19:58

    ძალიან კარგი იყო ანნა🙂❤ იმედი მაქვს ისევ შეხვდებიან ერთმანეთს..🙂

  2. August 5, 2011 20:10

    რა კარგი იყო ან ! ♥

  3. August 5, 2011 23:18

    კარგია🙂

  4. August 8, 2011 09:00

    ძალიან ჰაეროვანი და მსუბუქი მოთხრობაა, აი ისეთი დათოვლილ სკამზე რომ მოგინდება წაკითხვა.

  5. August 10, 2011 19:53

    პრობლემა ისაა რომ ახლა ზაფხულია😉

    • August 11, 2011 15:13

      უფრო მეტი ფანტაზია დაგვჭირდება🙂

  6. August 14, 2011 17:04

    ფანტაზია პრობლემა არ არის🙂

  7. August 22, 2011 21:24

    დიდი ბოდიში,მაგრამ ეს მოთხრობა ერთ საიტზე უკვე მაქვს წაკითხული…ოღონდ ავტორი სხვა იყო….

    • August 23, 2011 01:51

      მგონი,რაღაც გეშლება. : ) ლინკი მომეცი,მაშინ თუ შეიძლება.ნამდვილად ჩემი მოთხრობაა და თუკი სადმე სხვაგან შეგხვდა,მაშინ მომიწევს გავარკვიო,ჩემი ნებართვის გარეშე როგორ მოხვდა სხვა საიტზე. ))

    • August 23, 2011 02:41

      მგონი უკვე ვიპოვნე. : ) მადლობ,შენ რომ მითხარი.დანარჩენს თვითონ გავარკვევ..

  8. August 23, 2011 17:55

    4love.ge ai aq vnaxe. chemi erti motxrobac vnaxe shemtxvevit im saitze,romelzec ar damidia da dzalian mewyina.imedia yvelaperi mogvardeba🙂

    • August 24, 2011 12:57

      კი,ეგ საიტი.ასე ვთქვათ ქურდების ბანდაა.🙂 რას ვიზამთ..

  9. August 25, 2011 00:47

    tu gaarkvie yvelaperi?

    • August 25, 2011 01:29

      ძალიან თავხედი ხალხია. : ) არ აქვს უბრალოდ აზრი..

  10. salo permalink
    September 29, 2011 23:37

    რა ალამაზი მოთრობა იყო❤

  11. November 20, 2011 14:13

    hmmmmmmmmmmm r statia es aris me myavs love

    • November 20, 2011 14:14

      martla debilobaaaa🙂

    • November 20, 2011 17:05

      სტატიას და მოთხრობას თუ ვერ არჩევ,რაღა ვთქვა..

  12. November 20, 2011 14:14

    kargit vixumre😀 :*😦 mapoatiet😀🙂

  13. November 20, 2011 14:15

    😉

  14. November 20, 2011 14:16

    :O

  15. November 20, 2011 14:16

    D:

  16. April 16, 2012 21:17

    ძალიან კარგი მოთხრობაა… მომეწონა.:))

  17. November 4, 2012 21:07

    ეეე ეს მეც ვნახე :@@@ ახლა შემოვედი რომ მეკითხხა შენ ხომ არ დადეთქო :((

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: