Skip to content

ცისფერი დუნაი

July 21, 2011

ზაფხულის ცხელი დღე იყო.მეგობართან სტუმრად ჩასული,ვენაში დავიკარგე.ქუჩა სადაც ჩემდა უნებურად აღმოვჩნდი საოცარი იყო სახელი ახლაც არ მახსოვს.. ბეცირკეს რაიონში.აქ ყველა ქუჩა ვიწრო,მზეს მოკლებული და საოცრად მოწყენილი მეჩვენა.შენობები ისე ახლოს იყო ერთმანეთთან აშენებული,რომ უბანს მზეს არ აკარებდნენ.მხოლოდ მოედანზე თუკი მოახერხებდით მონატრებულ,სუსტ მზის სხივებს შეხებოდით და გეგრძნოთ,რომ თქვენ სულაც არ იმყოფებოდით ცივ,უცხო ადგილას..

სიმართლე გითხრათ ისე გამიტაცა ამ ცამდე აზიდულმა,მუქი ფერის ფასადით,მართლაც რომ იდუმალმა შენობებმა,რომ სულ დამავიწყდა მეგობრისთვის დამერეკა და მეთქვა ჩემი დაკარგვის ამბავი.ქუჩას გავუყევი სრულიად მშვიდი,თვალებს აქეთ-იქით ვაცეცებდი ინტერესით.საოცრად ლამაზი მეჩვენა ეს გარემო,მიუხედავად იმისა რომ მართლაც ცივი იყო აქაურობა,სულ სხვანაირად ცივი.. არა იმიტომ,რომ მზეს ვერ ვხედავდი,უბრალოდ გარემო ასხივებდა.. ან უფრო ერთი შენობა.. ამ სიცივეს.სწორედ ამ შენობის წინ შევჩერდი.როგორც მერე მივხვდი,შეკრული შენობა იყო,შუა გულში ბაღით.. უფრო სწორედ ოდესღაც იქ ალბათ ულამაზესი ბაღი უნდა ყოფილიყო.. ვერ მოვითმინე და იღბალს მივენდე,რომელიც არასდროს მწყალობდა.. იქნებ კარი ღია იყოს-მეთქი და გაგიკვირდებათ და უფრო ნამდვილად მე გამიკვირდა,როცა  ჩემს ხელის შეხებაზე ჭრიალით დაიძრა ადგილიდან.ეტყობოდა რამდენიმე წელიწადია არავის უცდია მისი გაღება.თავი ფრთხილად შევყავი და მაინც ჩემდა უნებურად საკმაოდ მაღალი ტონით დავიძახე:

“-Gibt es jemanden?..” (გერმ.არის აქ ვინმე?)

ალბათ არც ის გაგიკვირდებათ,რომ პასუხი ვერ მივიღე.ისეთი მისაღები ოთახი იყო,ვიფიქრე ნამდვილად ჰაბსბურგთა ოჯახის რომელიმე წარმომადგენლის სახლში მოვხვდი-მეთქი,მაგრამ მაშინ მივხვდი რომ ვცდებოდი,როცა სახლი სრულიად მიტოვებული აღმოჩნდა.. “მათ დანატოვარს ასე არავინ მოექცეოდა..” – გავიფიქრე გონებაში და ოთახის დათვალიერება განვაგრძე.მაღალი,მოჩუქურთმებუი ჭერი,ფერგასული,გახუნებული კედლები,აქა იქ ამობზუკული იატაკი და არანაირი ავეჯი,მხოლოდ ერთი ხის,თავის დროზე ალბათ შავი ფერის სკამი დავინახე.შუაშია უზარმაზარი კიბე იყო,სიმართლე გითხრათ მაშინვე გავიფიქრე მარმარილოს საფეხურებია-მეთქი და მგონი რომ სწორიც აღმოვჩნდი..

ნამდვილად ასე იყო,ზუსტად დავითვალე ასვლისას 24 საფეხური  და ბოლო საფეხურზე ასვლისას ორივე მხარეს საოცრად გრძელი კორიდორები გამოჩნდა,რომელთაც ოდნავ ანათებდა დიდი ზომის სამფრთიანი მრგვალი ფანჯრები,ისიც ის ფანჯრები რომელთა მუქი სისხლისფერი ფარდები უკვე ჩრჩილს შეეჭამა,ან ნესტისგან დამპალიყო და ძირს ჩამოვარდნილიყო.ეს სახლი უსასრულო ლაბირინთად მომეჩვენა და თან რატომღაც ჯადოსნურ ლაბირინთად,ამ სახლში იყო რაღაც ისეთი რამაც მიმიზიდა.იგი საოცრად მარტოსული მეჩვენა,თითქოს ამდენი წელი მე მელოდა,რომ მისთვის ნათელი ფერები ისევ მეჩუქებინა.. ერთ-ერთ კორიდორს გავუყევი,რამოდენიმე ოთახი ვნახე საოცრად დიდი ზომის,ჩემი მეგობრის სახლის ხელა თითო ალბათ..

თითოეული მათგანი თითქოს თავის ისტორიას ჰყვებდა.ერთში ძველებური,მაღალი საწოლი შემორჩენილიყო,იქვე სარკიანი დაბალი კარადა,ეს ნამდვილად ქალის ოთახი იყო ან შეიძლება ახალგაზრდა გოგონასიც.. სარკეს უკვე ტალები გასჩენოდა და საკუთარი თავის ბუნდოვნად დანახვამ თითქოს რეალობაში დამაბრუნა,მაგრამ მხოლოდ წუთით.. მერე თითქოს რამდენიმე საუკუნით უკან გადავინაცვლე..


ოთახში მხიარული,საშუალო სიმაღლის,შავგრემანი გოგონა,დიდი ლურჯი თვალებით,კისკისით შემოიჭრა.. სასწრაფოდ კარი მიხურა და ზედ მიეყუდა,ისე თითქოს ვიღაცისგან თავს იცავსო..

“-არაა,არაა.. ბატონო,მაქს არც გაიფიქროთ..თქვენ ჩემს დაჭერას ვერ მოახერხებთ..”

“-უბრალოდ თამაში მომწონს,კლაუდია.. თორემ აგერ ნახავ,როცა მაგ ოთახიდან გამოხვალ მაშინვე დაგიჭერ!” – გავიგე საოცრად ჟღერადი ხმა კარის მეორე მხრიდან.კლაუდია,კი როგორც ბატონმა მაქსმა გოგონას მიმართა,კისკის აგრძელებდა და როდესაც მოახეხა ამოესუნთქა განაგრძო.

“-მხოლოდ ერთი პირობით გავაღებ კარებს! ახლავე კიბესთან გადით და როდესაც გამოვალ შეგიძლია შეეცადოთ ჩემს დაჭერას..” – კეკლუცი,მომგებიანი წინადადება შესთავაზა როგორც ხმაში შევატყვე,შეყვარებულ ყმაწვილს.მაქსიც დაუფიქრებლად დასთანხმდა და როდესაც კიბემდე მიაღწია,დაუძახა კლაუდიას რათა ოთახიდან გამოსულიყო,ისიც სასწრაფოდ გავარდა და კორიდორს სირბილით გაუყვა,მაქსიც მაშინვე მოწყდა ადგილს და მას გაედევნა.მხოლოდ ახლა მოვახერხე მეხილა მაქსი,ხმაზე უფრო სასიამოვნო გარეგნობის ახალგაზრდა აღმოჩნდა.მაღალი,ისიც შავგრემანი,მუქი შავი თვალებითა და ოდნავ გრძელი თმით.წყვილი ფანჯრიდან დავინახე,როგორ გავარდნენ ულამაზესი ყვავილებით მორთულ ბაღში და შადრევანს რამოდენიმე წრე დაარტყეს.ბოლოს როგორც ჩანს სიცოცხლით სავსე კლაუდია დაიღალა და თვალის დახამხამებაში მაქსის მკლავებში აღმოჩნდა,უცებ ფეხები მოეკეცა,მაქსმა მაშინვე იქვე გრძელ სკამზე ჩამოსვა და თვითონაც გვერდით მიუჯდა.წამში ეს აქტიური,საზიზღარი გოგონა მორცხვ,თბილ გოგონად იქცა და კატასავით გაინაბა,მაქსის გვერდით.მაქსის სახეზე კი ამოვიკითხე უსაზღვრო ბედნიერება,გამოწვეული კლაუდიას სიახლოვით..

აქამდე ვერ შევამჩნიე,რომ ბაღში თოვდა,სახლი კი საოცრად ლამაზი,მორთული იყო.. სადღაც გამქრალიყო,შეყვითლებული ჭერი და კედლები,ავეჯიც საიდანღაც გაჩენილიყო.. ან უბრალოდ მე გავჩენილვარ აქ ასე უცნაურად და გაურკვევლად.

შემდეგ,ჩემი ყურადღება მუსიკამ მიიპყრო,ძველი გრამაფონი საოცარ მუსიკალურ ბგერებს გამოსცემდა.. მელოდიურს,სულში ჩამწვდომს,ვიგრძენი როგორ აცეკვდნენ გონებაში გრაფები და გრაფინიები.შტრაუსის “ცისფერი დუნაი” იყო.. გონებაში ვითვლიდი: “ერთ,ორი,სამი.. ერთი,ორი,სამი..” მაქსი და კლაუდია კი,თოვლში ცეკვას განაგრძნობდნენ.. მათი ვალსი უსაზრვრო სითბოს,სიყვარულს და ოცნებებს აღვიძებდნენ ჩემში.წამით თვალები დავხუჭე და უეცრად,ჩურჩულმა გამომაფხიზლა.. გერმანულად ახალგაზრდა ყმაწვილი ყურში რაღაცას ჩამჩურჩულებდა.. სადღაც გაქრნენ კლაუდიაც და მაქსიც.. ძველი ულამაზესი სახლიც,ისევ ყითელი კედლები შევამჩნიე. უკან მოვბრუნდი და ყმაწვილს ავხედე..

“-იცით,მე..” – და მოულოდნელად შევცბი. “-მაქს!…”

“-მგონი ვიღაცაში გერევით.. მაქსი არა,მაგრამ მე ივენი ვარ.. ივენ დოპლერი.. და თქვენ ახლა ჩემს სახლსი იმყოფებით,რომელიც მემკვიდრეობით გადმომეცა ბაბუისგან.გატყობთ გაგიტაცათ,მართლაც რომ აქ ყოველივე საოცარია.. იქნებ გინდათ უფრო მეტი შეიტყოთ მასზე?”

“-მე.. იცით,დიახ.საოცარი შენობაა.. მე კიდევ მეგონა მიტოვებული იყო და კარი,იცით.. ის ღია იყო და მე,მაპატიეთ ასეთი თვითნებობა..”

“-არა,ეგ არაფერი.მიტოვებული არის კიდეც,ახლახანს დავბრუნდი გერმანიიდან და ვფიქრობ,სამუდამოდ აქ დავრჩები,სახლიც სიტყვას გაძლევთ ძველებურ სიცოცხლეს დაიბრუნებს.. ”

“-მაპატიეთ,დავიბენი და ვერ გაგეცანით.. მე..”

“-მე ვფიქრობ,თქვენ კლაუდია უნდა გერქვათ,მხოლოდ კლაუდია შეიძლება იყოს ასეთი მშვენიერი.. და თქვენ საოცრად გავხართ ამ ქალბატონს..” – და ივენმა,მეორე კორიდორის ბოლოს კლაუდიას პორტრეტზე მიმანიშნა.. მე მართლაც ვგავდი კლაუდიას,ის კი – მაქს..

“-იცით,გარეთ საოცარი მზეა.. ამ ამ საოცარ მზეს ბეცირკეში,მხოლოდ ჩემს ბაღში იხილავთ.. მოდით საუბარი იქ განვაგრძოთ..” – არ ვიცი,არასდროს გამჩენია ასეთი ნდობა უცხო ადამიანის,მიმართ.. მაგრამ ივენი არ გავდა სხვა ყველას.. და მე კი საოცრად მაინტერესებდა მაქსისა და კლაუდიას ისტორია..

ანნა სოსელია,2011წ.

14 Comments leave one →
  1. July 21, 2011 22:27

    მისტიკა🙂

  2. July 21, 2011 22:50

    რა საინტერესოა ან! ძალიან მომეწონა! გაგრძელება იქნებაა? ისე მაინტერესებს მაქსისა და კლაუდიას ისტორია….

    • July 22, 2011 00:17

      რუს,სიმართლე გითხრა მოთხრობად დავწერე და ასეთი დასასრული უფრო ვარჩია,ალბათ უკეთესია ყველას ვინც წაიკითხავს თავისთვის სასურველი დასასრული მოუძებნოს ისტორიას.. თუმცა არ გამოვრიცხავ რომ გავაგძელო.. )))

  3. July 22, 2011 16:33

    ბრწყინვალე დაწერილია.ამას იშვიათდ ვამბობ მაგრამ ისე მომეწონა რომ გაკრიტიკების სურვილი და მეკარგა! შენ ვინ ყოფილხარ კაცო😉

    • July 22, 2011 18:05

      მადლობ,რომ არ მოინდომე გაკრიტიკებბა🙂 თორემ აუცილებლად მოახერხებდი! ))

  4. July 22, 2011 20:08

    საქმე ისაა რომ ვერ მოვახერხებდი. მე ვერასდროს ვაკრიტიკებ იმას რაც მართლა მომწონს🙂

    • July 22, 2011 22:13

      მაშინ,ძალიან,ძალიან მიხარია და მადლობ❤ 🙂

  5. Rainbow permalink
    August 6, 2011 19:11

    რა კარგი მოთხრობააა❤ … ძალიან მომეწონა :))

  6. August 6, 2011 19:14

    ძალიან ძალიან მომეწონა ….

  7. salo permalink
    September 29, 2011 23:30

    ეგოგო მე ეხლა გავიგე შენი ნიჭის ამბავი, აწი უფრო დაგაფასებ ხოლმე :დ ეხლა მთელი ღამე მაქს ვეცეკვები მეც ვალსს ალბათ :რომანტიკა: კარგი იყო❤ არა კარგი კი არადა ძალიან კარგი, არა უძალიანესად კარგი :ყეს:

    • October 1, 2011 00:01

      😀 ოოჰ.მიხარია,რომ მოგეწონა.❤ მაქსით მოიხიბლეე? მეც მოხიბლული ვიყავი,ჩემივე შექმნილი პერსონაჟით.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: