Skip to content

ჩემი მოულოდნელი სტუმარი

June 29, 2011

ყველაფერი სულ ახლახანს დაიწყო და სულის მოთქმაც ვერ მოასწრო,რომ უცებ დამთავრდა.. სუნთქვა შეწყვიტა.ისევე მოულოდნელად წავიდა ჩემი ცხოვრებიდან,როგორც შემოვიდა.. საპნის ბუშტივით ლამაზი და საოცარი იყო,მაგრამ უსუსურიც იმდენაც,რომ ასე მცირე დროში გასკდა და პატარა შხეფებად გაიფანტა.მაგრამ იმდენად საოცარი და მშვენიერი იყო,რომ როდესაც ვუყურებდი ყველაფერი მავიწყდებოდა.მიზეზს კი დღემდე ვერ ვხვდები.. ერთ ბანალურ,რომანტიკულ ისტორიას გავს ყველაფერი.. და მიუხედავად იმისა,რომ არ ვიცი უკვე მორჩა თუ არა,მიუხედავად იმისა რომ არ ყოფილა იმდენად დიდი გატაცება,რომ დედამიწაზე სიარული გამძნელებოდა და მისი თვალებიც და გამოხედვაც უკვე თითქმის დამავიწყდა.. მაინც მახსოვს ყოველივე.. ჩემში მოგონებაბადაა დაღვრილი,ყოველი განცდა როცა მას მოულოდნელად ვხვდებოდი გზაში და წუთები,როდესაც ვგრძნობდი მის მზერას ჩემსკენ მომართულს  <3 იმ წამს მეგონა,რომ მიყვარდა.. და ის,რომ სხვა ქვეყნად არაფერი მინდოდა ამას ადასტურებდა.. ახლაც მენატრება,ძალიან მენატრება და მგონი,რომ მასაც.. მას უფრო ვუყვარდი,მე უფრო – მისი სიყვარული მხიბლავდა.

per sempre tua❤

როცა ვიცი,რომ ჩემს გვერდით ქუჩაში ისიც დააბიჯებს.. როცა ვგრძნობ,რომ მის ნაბიჯებს კვალდაკვალ მივყვები.. ჩემსაზე ბევრად დიდი ნაბიჯებია და უფრო ღრმა.. როცა,ვიცი რომ იმ ჰაერს ვსუნთქავ რომელსაც ის.. როცა მიუხედავად ჩვენი ქალაქის სიმცირისა ახლა უკვე ძალიან იშვიათად ვხვდები,ყველაფერი ეს ჩემზე ცუდად მოქმედებს.. მინდა ყოველ დღე ვხედავდე,მინდა ისიც ბედნიერი იყოს თუნდაც ხალხის ბრბოში დამინახოს და რა თქმა უნდა ერთმანეთს არ მივესალმებით,მაგრამ მისგან უსიტყვო სალამს ვიგრძნობ,როგორც სხვა დროს..

მინდა არ იდარდოს,თუკი რაღაცის თქმა ვერ მოასწრო.. მე ისედაც ყველაფერი შესანიშნავად ვიცი და მე უფრო დამწყდა გული,რომ ერთი სიტყვის თქმაც ვერ გავბედეთ.. მერე რა მოხდა,ყოველთვის არ მთავრდება ყველაფერი კარგად.. მე ვფიქრობ ეს უფრო ღირსეული დასასრულია..

უსაზღვრო ბედნიერება არავის სჭირდება,მგონი ცოტაც გვეყოფოდა ყველას,მაგრამ თურმე არც ცოტა ყოფილა ჩემთვის ამ ქვეყნად.. მომენატრები.. ძალიან მომენატრები.. იქამდე ვიდრე ერთი ქალაქის ჰაერს ვსუნთქავთ,ვიდრე ერთმანეთის ნაბიჯებზე დავდივართ.. ვიდრე ერთამნეთის ბედნიერებით ვხარობთ და ერთამანეთის სევდა გვაწუხებს..

და მე მაინც ვფიქრობ,რომ ჯერ კიდევ არ არის გვიანი.. ალბათ სასაცილოდ,მოგეჩვენებოდა რომ გაგეგო რომ ბედისწერის მჯერა,მაგრამ იქნებ ბოლოს მართლაც გამართლდეს ჩემი სასაცილო რწმენა..

19 Comments leave one →
  1. June 29, 2011 20:05

    რა საშინლად ნაღვლიანი წერილია😦😦😦

    თურმე არც ცოტა ყოფილა ჩემთვის ამქვეყნადო… არის და იქნება. თან ცოტა კი არა, ბევრი. აუცილებლად იქნება!

  2. მთვარეული permalink
    June 30, 2011 20:30

    ნაღვლიანი, მაგრამ საყვარელი🙂
    ”და მე მაინც ვფიქრობ,რომ ჯერ კიდევ არ არის გვიანი” – მომეწონაა, წარმატებები🙂

  3. July 1, 2011 00:51

    ანი….. იცი ძალიან იმოქმედა..ლამის ამეტირა,არა,მართლა ამეტირა ;( ;( ალბათ, იმიტომ რომ ძალიან ახლოს მოვიდა ჩემთან… მართალია ძალიან ნაღვლიანია,მაგრამ მაინც იმედიანი…მართალია, ამბობ სასაცილოო, მაგრამ თუ ირწმუნებ ყველაფერი მოხდება…მე ამის მჯერა<3
    ძალიან,ძალიან,ძალიან მიყვარს შენი პოსტები!❤

    • July 1, 2011 01:46

      ეჰმ,როგორ მიყვარს ემოციები❤
      ყველანაირი ემოცია ძალიან,ძალიან ლამაზია თავისებურად )) და ყველაზე ბედნიერი ვარ,როცა ასეთ ემოციებს მიზიარებთ,მაშინ როცა მე ჩემს განწყობას გიზიარებთ❤
      მადლობა,რუს❤

  4. July 1, 2011 17:12

    საოცრება ხარ, გულებიანო ანნა.
    საშინლად დიდი ფანტაზიის მქონე ადამიანი ხარ. ძააალიან, ძალიან საშინლად კარგად წერ…. ამის მერე ვინმემ რომ თქვას, ემოციურად წერო, ჰომ უნდა ჩავცხო ურო…
    ბრავისიმა..
    მე ვამაყობ შენით!❤
    საშინლად დამბურძგლა..
    ეს სიმღერა კი..
    მმ, საოცრად ერთნაირი სიმღერები გვიყვარს… ^^

    • July 1, 2011 19:32

      როგორ მიხარია❤ საშინლად სასიამოვნოა შენი კომენტარების კითხვაც,მაცო❤ მადლობ ))

  5. July 10, 2011 01:03

    უთბილესი წერილი იყო..სადღაც შიგნიდან წამოსულიიი❤❤

  6. July 14, 2011 19:11

    ragac dzalian axlos dgas chemtan es chanaweri

  7. August 6, 2011 19:48

    რა კარგად წერ❤

  8. ::: :)))))))))))))))))))) permalink
    January 16, 2012 21:30

    😦

  9. ::: :)))))))))))))))))))) permalink
    January 16, 2012 21:33

    is visac es awuxebs gamosworebis shansi aq magram me verafers ver gamovasworeb imitom rom erti chemi usayvarlesi adamiani gardaicvalaaaa, awi ki verasodes vidgebit ert miwaze da verasodes chavylapavt erti qalaqis mtvers tu haers,

  10. ::: :)))))))))))))))))))) permalink
    January 16, 2012 21:35

    menatreba menatreba ogond dzaliannnn, sul erti wamit rom chaveuto mas, an mis shvils rom tkivili dauwynardess bevr rames mivcemdi , albat yvelafers rasac momtxovdnen:(

Trackbacks

  1. არივედერჩი | ♥ Wizard of Oz ♥
  2. არივედერჩი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: