Skip to content

ჭაღარა მოხუცებული და მისი გმირები

June 26, 2011

 ქევანას თქმის არ იყოს საუკუნეების წინ,ამ ქვეყანას რამდენიმე ჩემთვის საყვარელი მწერალი დააბიჯებდა და თან ჰქმნიდა ჩემეულ – ჩემს შეხედულებებთან და აზრებთან ახლოს მყოფ ნაწარმოებებს.ბევრი მიყვარს.. მიყვარს ჰიუგოს პირდაპირობა იმ ეპოქაში,ვერნის უსაზრვრო ფანტაზიის უნარი,რის მეშვეობითაც თითქოს მეც მის გმირებთან ერთად ვიმოგზაურე ყველგან სადაც ისინი აღმოჩნდნენ , ლონდონის ხედვა ადამიანთა ურთიერთდამოკიდე -ბულებაზე და გრძნობებზე , ჰემინგუეის დამახასიათებელი წერის მანერა , ბიჩერ სტოუ თავის ერთადერთ და განუმეორებელ პერსონაჟებთან  ერთად , დუმბაძე თავის იუმორით❤ ასე , რომ გავაგრძელო,არ ვიცი ამოვწურავ თუ არა ამ სიას ოდესმე..

რადგან,მხოლოდ ერთი წერილის დაწერა შემეძლო,მაშინ ვარჩიე,რომ ამ წერილის ადრესატი ის ყოფილიყო,ვინაც მთელი ბავშვობა გამილამაზა თავისი შესანიშნავი სათავგადასავლო ნაწარმოებებით..

ჟიულ ვერნს..

” ჩემო საყვარელო მწერალო..
ასე,თავისუფლად იმიტომ მოგმართავ,რომ შენც ასეთივე იყავი მთელი ბავშვობა ჩემს გვერდით.. შენმა ნაწარმოებებმა,მომცეს საშუალება მემოგზაურა ისეთ ზღაპრულ ადგილებში,სადაც იმოგზაურეს მერიმ და რობერტმა*.შენი “15 წლის კაპიტანი”* დიდი ხნის განმავლობაში იყო ჩემი გმირი და ვამაყობდი შენთან ერთად მისით.ჩემს გონებაში და წარმოდგენაში,შენ მართლაც მოახერხე შეგეერთებინა გუშინდელი რომანტიზმი დღევანდელ რეალიზმთან და ხვალინდელი დღის სიმბოლოსთან*.იცი,რატომ მიყვარს ასე ძალიან ზღვა? იმიტომ,რომ იქ ყოველტვის მეგულებიან შენი პერსონაჟები.. როცა მის უსაზღვრო სივრცეს გავცქერი,ცხადად ვხედავ “დუნკანს”,’პილიგრიმს”,დიკ სენდს,კაპიტან გრანტს – ბედნიერს და მომღიმარს შვილებთან ერთად,უზარმაზარ საჰაერო ბურთს მგზავრებითურთ,სმიტს და მის მეგობრებს უთვალავი განძითურთ და რაც მთავარია შენ.. მათ გვერდით სავარძელში მოკალათებულს,ჩიბუხით ხელში და ჩაფიქრებულს.. უკვე სულ მთლად ჭაღარა ხარ,ბოლო რომანის წერაც დაამთავრე.1905 წლის მარტის თვეა.. სუსხიანი გაზაფხულია,როგორც ყოველთვის ამიენში.თითქოს გული გიგრძნობს,რომ შენი დროც მოვიდა.. მაგრამ კვლავაც ძველებურად იღიმი და თითქოს ბედნიერიც ხარ.. რადგან შენ შენი სახელი შთამომავლობებს სამუდამოდ დაამახსოვრე.მათ შეუქმენი და დაუტოვე ბედნიერი ბავშვობის გარანტია,თუკი მოგისმინეს და შენთან ერთად იმოგზაურეს ავსტრალიის ალპებში,ახალ ზელანდიასა და აფრიკის კონტინენტზე.. იქ სადაც მუდამ იგრძნობა შენეული თავგადასავლების სურნელი..

ჩემო კეთილო ადამიანო,შენ სამუდამოდ დაიდე ბინა ჩემს გულში❤ შენ ჩემი ბავშვობის ნაწილი ხარ,ძალიან დიდი ნაწილი და ტკბილი მოგონება.ნეტავ,შემძლებოდა შენი ხილვა..”

პ.ს.მე ჩემი სათქმელი ვთქვი,მაგრამ მაინც უკმაყოფილო ვარ.. რადგან ვფიქრობ ვერასდროს მოვახერხებ სიტყვებით გადმოვცე ის გრძნობა,რასაც მისი წიგნების კითხვისას განვიცდიდი.. )) მინდა თავისუფალი ტაგი დავტოვო,რადგან ალბათ ბევრი დიდი სიამოვნებით დაწერს წერილს,მისი საყვარელი მწერლისთვის..

20 Comments leave one →
  1. June 26, 2011 21:41

    რა თბილი წერილია, ანა🙂

  2. June 27, 2011 02:43

    ჯიულ ვერნის წიგნების კითხვისას აღწერილ სამყაროს ხელშესახებად აღვიქვამდი..თითოეული გმირი დღემდე ახლობელია… დღემდე მახსოვს ნემოს დაღუპვით გამოწვეულ ემოციები(

    • June 27, 2011 13:51

      მეც,ყოველი დეტალი და ნიუანსი მახსოვს❤ ისე თითქოს ჩემს თავს ხდებოდა ყველაფერი🙂

  3. June 27, 2011 09:08

    რა კარგია🙂 მიუხედავად იმისა, რომ მე ამ მწერლის ძალიან ცოტა ნაწარმოები მაქვს წაკითხული, მაინც მესმის, რამხელა კვალს ტოვებდა ჩვენს ბავშვობაში…

    • June 27, 2011 13:52

      მე გული მწყდება,მისი სათავგადასავლო ჟანრის ტომების წაკითხვა ჯერ კიდევ ვერ მოვახერხე🙂 მაგრამ ადრე თუ გვიან აუცილებლად წავიკითხავ❤

  4. June 27, 2011 10:32

    რომ ვკითხულობდი, მეც მინდოდა თავგადასავლებით აღსავსე ცხოვრება მქონოდა… განსაკუთრებით “საიდუმლო კუნძლმა” აღმაფრთოვანა, თანაც ეს მოზარდობის დასასრულს წავიკითხე და .. ეჰ, ვოცნებობდი მეც ინჟინერივით ყველაფერი მცოდნოდა, ვაიდა დაუსახლებელ კუნძულზე ავღმოჩნდე მეთქი, მერე ხომ გამომადგება :დ :დ რა გიჟი ვიყავ :დ

    პ.ს. აუ, მუსიკა ჟღერს როგორც adventurous …😀

    • June 27, 2011 13:55

      მე კიდევ მთელი წიგნის კითხვის განმავლობაში თავი მერი გრანტი მეგონა😀
      პ.ს.მიხარია თუ მოგეწონა❤ მეც ასე აღვიქვი. ))

  5. June 27, 2011 14:54

    სითბო, სითბო, სითბო..
    კარგი ხარ, გულებიანო ანა, ძალიან… ))
    ვისიამოვე…
    ლაღი და სასიამოვნოდ წასაკითხი წერილი იყო..
    ყოჩაღ!❤

  6. June 27, 2011 15:49

    იცი, მე “კაპიტან გრანტის შვილებმა” მომხიბლა ყველაზე მეტად, დანარჩენმა სამმა–ოთხმა იმდენად აღარ და ამიტომ აღარ წავიკითხე მეტი…🙂

    • June 27, 2011 16:01

      “კაპიტან გრანტის შვილები” ჩემთვისაც უპირობო ფავორიტია.

      და რუსულ ფილმს (მთლად ძველს არა, მრავალსერიანს) დღემდე გემრიელად ვუყურებ.

    • June 27, 2011 17:06

      ჩემი საყვარელი წიგნია ზუსტად,სხვა დანარჩენს მირჩევნია ნამდვილად🙂
      მოლი,რაც შეეხება მაგ ფილმს გამიგია.. მაგრამ არ მინახავს ჯერ და აუცილებლად ვუყურებ ^^

  7. June 27, 2011 21:55

    მეც როგორ მიყვარს ვერნი…<3
    ამ ბოლო დროს სულ მოვწყდი ბლოგოსფეროს, ახლა მოვედი და რა საინტერესო ამბები დამხვდა აქ:) რა კარგი იდეაა,როგორ მიყვარს წერილები, თან წერილი საყვარელ მწერალს რა მაგარიაა… თან თავისუფალი თაგი..ადრე მეწერა ჰესეზე..ახლა კორექტირებას მოვახდენ ცოტათი და პირადად მისთვის დავწერ…🙂

    • June 28, 2011 01:45

      რომ შემოვედი შენი პოსტის ტაგი დამხვდა და ძალიან გამიხარდა რუსა❤ ახლავე წავიკითხავ ))

Trackbacks

  1. წერილი არტურო პერეს-რევერტეს « Molly Bloom's Day™
  2. წერილი საყვარელ მწერალს ანუ Великий Лев Николаевич « tamara's dynamite
  3. წერილი საყვარელ მწერალს ანუ Великий Лев Николаевич « tamara's dynamite
  4. ყველაზე ,,ჩემიან” მწერალს… | რუსას საფიქრეთი
  5. ბლოგოსფეროს საუკეთესო პოსტები :) « tamara's dynamite

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: