Skip to content

“მე მიყვარს!”

June 25, 2011

“ნახე,აღარ ტრიალებს.. თითქოს გაჩერდა და ჰაერიც გაქრა.. ვგრძნობ,ვგრძნობ როგორ მეყინება სხეულში სისხლი ან საერთოდაც რისთვის მჭირდება ეს ბლანტი,წითელი სითხე ძარღვებში.. თუმცა უკვე იცი წითელიც აღარ არის,შენ მოახერხე გათეთრებულიყო.. საერთოდ ჩემი გული მის გარეშეც ფეთქავს,გინდა ვთქვა რომ შენით ფეთქავს? ეს ხომ დიდი ტყუილი იქნება.. მაგრამ ამ წამს უფრო დიდი ტყუილი ვთქვი.. თუმცა აი შენ,რომ ჩემს გულზე ამხელა ზემოქმედება შეგეძლოს,უკვე დიდი ხნის გაჩერებული იქნებოდა დამიჯერე..”

აბა თქვი "მე მიყვაარს!" :ჩხკ: ყველაზე ლამაზი სურათია ამ ქვეყნად.. ))

მოიცათ,მოიცათ.. თქვენ გგონიათ ახლა შეყვარებული გოგოს წერილს კითხულობთ? რა სისულელეა.. ჰო,ამ წამს ვთქვი რომ სიყვარული სისულელეა.. ყველაზე დიდი სისულელე,რასაც ადამიანი მთელი თავის ცხოვრების მანძილზე სჩადის… და პირველი არ ვარ ვინც ამას იძახის.. მერე ნამდვილი სიყვარულიო,მთელ ცხოვრებას იმ ერთს რომ მიუძღვნიო და კუბოს კარამდე უერთგულებო.. ოჰ,ოჰ,ოოოჰ.. რა ამბავია კაცო,აცოცხლეთ ადამიანები. .რა დროს კუბოა.. ეეჰმ,სადღაა ასეთი სიყვარული.. ცანცარმა და გართობამ ჩაანაცვლა ყოველივე..  რატომ უნდა წერდეს თხუთმეტი წლის გოგო ასეთი ემოციებით ამ გრძნობაზე? ან საერთოდ ბლოგზე,რომ შემოდიხართ რა გგონიათ რომ თუკი არ მიყვარს ასე ვერ დავწერ?

მაშინ  აბა ერთად დავფიქრდეთ,როდესაც თითოული ჩვენგანი იბადება მისი გული ფეთქავს და რომ ფეთქავს ეს ნიშნავს უკვე,რომ უყვარს.. რა? რა და სიცოცხლე,ცხოვრება.. უყვარს ყველაფერი რაც მის ირგვლივაა,მერე წლები გადის და ეს სიყვარული გულში ეყინება,რატომ? იმიტომ,რომ ბევრი ჩვენგანი ამ გრძნობას ვერ გამოხატავს.. თანაც ქვეყნად ამ სიყვარულს არავინ პასუხობს.. იმიტომ,რომ უფრო და უფრო აცნობიერებს,რომ ეს ცხოვრება მისთვის საყვარელი სულაც არ ყოფილა.. და,რომ ამ ქვეყნად ყოველთვის იპოვნი მოწყენილობისთვის მიზეზს..

მერე,მე მივხვდი რომ თუკი მოვინდომებდი,ბედნიერებისთვისაც საკმაოდ ბევრი მიზეზის პოვნა შემეძლო და ვიპოვნე კიდეც..

მე ბედნიერი ვარ,მე მიყვარს,მე ცხოვრება მიხარია,მე მყავს მეგობრები,მე ვარ თავისუფალი და საკმარისად კომუნიკაბელური რომ როდესაც ჩემს ირგვლივ თანატოლები ერთობიან მე კუთხეში არ აღმოვჩნდე და ისევ მოვიწყინო იმის მოლოდინში,რომ ვინმე მთხოვს ჩვენთანე ერთად გაერთე და შეიყვარეო.. მე ბედნიერი ვარ იმით,რომ ის ადამიანი ვარ ვინც იქით იწვევს ბედნიერების შესაგრძნობად დანარჩენებს.. ნამდვილი მხიარულებისა და ბედნიერების და არა ძალით,ილუზიით შექმნილის..

ამ დილით სიზმარი ვნახე,ძალიან ლამაზი სიზმარი.. ვნახე ის ადამიანები,რომლებიც დიდი ხანია აღარ მინახავს.. ესე იგი მომნატრებია.. საკუთარი ქვეცნობიერი მებრძვის.. ორჯერ გამეღვიძა და ჩამეძინა და ორივეჯერ სიზმარი გაგრძელდა.. დიდი უცნაურობა იყო.. მერე მივხვდი,რომ ნამდვილად შეყვარებული ვარ.. თანაც ყველაზე,ბევრ ვინმეზე და რამეზე.. ადამიანებზე.. მე ისინი მიყვარს და თუნდაც ეგოისტურად გამომდიოდეს,ყველაფერს დავთმობდი რომ მათაც ვუყვარდე.. ყველაზე ცუდად კი ის მხდის,რომ ვიცი ყველას ვერ ეყვარები..

მე ამაყი ვარ,რომ შემიძლია ვთქვა ის ადამიანი ვარ.. ვინაც მოახერხა და დაბადებისას ჩემს გულში ჩადებული სიყვარული დღემდე შევინარჩუნე და იქვე,ჩემი სულის ზარდახშაში ვინახავ..  არა,არაა.. კი არ ვინახავ უბრალოდ ვუფრთხილდები,რომ სულ ერთიანად არ შემომეხარჯოს.. მინდა მთელი ცხოვრების მანძილზე მეყოს,აი ამ შემთხვევაში ვთქვათ კუბოს კარამდეო..

მინდოდა უბრალოდ მეთქვა,რომ თქვენ ყველანი ჩემსავით ყოველთვის შეყვარებულები ხართ,მხოლოდ ამას ვერ ხვდებით.. არასდროს თქვათ,რომ არ გიყვართ.. იმიტომ,რომ ყოველთვის,ყველას გვიყვარს თანაც ძალიან.. ზოგს რა.. და ზოგსაც რაა..

აბა თქვენს გაყინულ გულებში ჩაიხედეთ და მიპასუხეთ,ვის რა გიყვართ?

23 Comments leave one →
  1. June 25, 2011 01:18

    მართლა გულებიანი ხარ:)) ეხლა ისეთ ხასიათზე ვარ სამწუხაროდ, შენმა პოსტმაც ვერ გამიღვიძა სიყვარულის, სიცოცხლის სურვილი:) თუმცა მიხარია, რომ აქვე, ჩემს ქალაქში, ვიღაც ასე შეყვარებულია.:)

    • June 25, 2011 01:29

      ვერ მიმიღწევია მიზნისთვის და ეგ არის :ს არადა,ძალიან.. ძალიან ვეცადე.. (
      ამ ეტაპზე შეიძლება,მაგრამ ყოველთვის მოწყენილი არ ყოფილხარ და ვერც იქქნები.. აი ნახავ,მალე გამონახავ მიზეზს და მერე შენც ჩემსავით ყველაფერზე შეყვარებული იქნები ))❤

  2. June 25, 2011 02:00

    არა შენ არაფერ შუაში ხარ, ეს მე ვებრძვი მოგონებებს.. სამწუხაროდ, როცა საქმე მეგობრის გარდაცვალებასთან გაქვს, მაშინ ძნელია საკუთარ თავში მაცოცხლებელი ძალების აღმოჩენა.. მერე რა, რომ დრო გავიდა, ის ხომ არსებობდა.. ტკივილს რა ვუყო, თორემ მე კი გავაგრძელებ ცხოვრებას..:) რატომ გიტოვებ ეხლა ამ სევდიან კომენტარებს, ადამიანი ვარ მეე?:დ

    • June 25, 2011 20:03

      უი (( ეს მართლაც,რთული შემთხვევაა.. :ს
      ხო,მაგრამ შენი ასეთი თუ ისეთი ცხოვრება ხომ მაინც გრძელდება.. :ს

  3. June 25, 2011 02:35

    შეყვარებული ხარ გულებიანო?🙂

    • June 25, 2011 20:03

      ყველაზე და ყველაფერზე შხამიანო❤🙂

  4. June 25, 2011 22:43

    ana dzalian tbili da martla siyvarulit savse posti iyOOo……chem shemtxvevshiii namdvilad miagwiee mizans :*:*:*

  5. Permweri permalink
    June 26, 2011 21:35

    გილოცავ :დ შენ არ ხარ ორფეხა ცხოველი შენ ადამიანი ხარ )) შესანიშნავი პოსტია ადამიანო :დ წარმატებებს გისურვებ

    • June 26, 2011 21:52

      ორფეხა ცხოველსაც უყვაარს :X
      დიდი მადლობა🙂 შენც ასევე!

  6. July 1, 2011 01:17

    გენაცვალეე<3
    როგორ , როგორ მესმის შენი….მომეწონა გულის ზარდახშაში გამოკეტილი სიყვარული…
    მეც მიყვარს..ყველაფერი.. სიყვარული მიყვარს….. ბავშვობიდნ მიყვარდა და მადლობა ღმერთს არ გაპარულა ჩემგან,გულშია და ვუფრთხილდები, რადგან სიყვარულის გარეშე ყველაფერი უფერულდება…
    მჯერა შენი გულის ზარდახშაშიც მარად იქნება!❤ ცემი ტკბილი და გულებიანი❤

    • July 1, 2011 01:44

      რუსა❤ შენც როგორ მიყვარხარ,არ იცი❤
      მოუვუფრთხილდეთ,უკეთესი არაფერი გაგვაჩნია )))

  7. July 1, 2011 17:15

    ფრთები რომ მქონდეს გავფრინდებოდი..
    ძარღვებში სისხლი ისედაც ჩუხჩუხებდა, ახლა კალაპოტიდან დაიწყო გადმოსვლა.. ვეღრა ეტევა… წყალდიდობა დაიწყება მალე…❤
    მშვენიერება..
    ანნა, გულებიანი ხარ შენ, მართლა გულებიანი.❤

    • July 1, 2011 19:29

      კომენტარი იყო ისეთი,რომ რავიცი..❤ შენც კარგი ხარ,მაცო❤

  8. August 6, 2011 19:56

    უსიტყვოდ❤

  9. September 13, 2011 16:04

    magariaaaaaaaaaaaa

  10. nini permalink
    October 11, 2011 03:47

    icit chem cxovrebashi iseti ram xdeba,albat sxvas rom etqva ver davijerebdii…axla24wlis asakshi davijere,rom adamians sheidzleba mteli cxovreba uyvarde uangarot,usityvot…chems cxovrebashi axla gamochna adamianii romelsac 13wlis asakidan vuyvardi,vuyvardi rogor gagijebit,adamians roca yvelafris datmoba sheudzliaa yvela bednierebis mxolod chemi erti sityvis gamo “sheidzleba rame gamogvivides” im adamianma mitxra aseti ram “miyvarxar ise rogorcpirvelad,,ise rogorc aravis arasdros yvarebiaa” me adamianis siyvaruls ver viziareb,imitom rom sheyvarebuli varsxvaze,ratom xdeba asee?

  11. December 12, 2011 21:56

    გენაცვალე 🙂

  12. December 25, 2011 14:06

    : ((

  13. December 25, 2011 14:14

    me martla miyvars: (( 2 welia ukve tumca ertad yopna ar shegvidzlia es sashinelebaa , motimenabam lamis chkuidan gadamiyvvanos aravis usurveb eset siyvaruls .. tanjvas upro gavs es magram miyvars😦

  14. მაგა რაიუელა permalink
    November 13, 2013 20:41

    სიმღერის ფონზე….ჰმმ…))**

Trackbacks

  1. წერილი მას « Phantom
  2. წერილი მას | WooglePress - გაიგეთ რას კითხულობენ ახლა სხვები

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: