Skip to content

პანდორას სკივრი

June 16, 2011

აღარც მენატრება,აღარც ბრძანებების გაცემის სურვილი მაქვს და ვეღარც ემოციები მიპყრობს..  ერთმა მე-მ მეორეს უთხრა : ” საკმარისია.. გეყო.. გეყო ემოციების ნთხევა.. ცოტა შენთვის შეინახე.. ცოტა მისთვისაც.. რაღაც,ხომ უნდა დაიტოვო სათქმელი?”

 – მეორემ კი უპასუხა,რომ : ” კიდევ.. უფრო მეტი აქვს სათქმელი და ის ყოველივე რაც ბლოგზე იწერება,მხოლოდ და მხოლოდ შელამაზებული რეალობაა.. რეალობა,რომელიც არც თუ ისე სასიამოვნოა მისთვის.და რომ ურჩევნია მკითხველს ლამაზი წუთები აჩუქოს,ბედნიერება აგრძნობინოს.. შეაყვაროს საკუთარი თავი და უფრო მეტად ის ადამიანები,რომლებსაც ისინი უყვართ.”

მხოლოდ ის მინდა გითხრათ,რომ საკუთარი თავის გჯეროდეთ და შეიყვარეთ ის ვინც თქვენს სიყვარულს მართლაც იმსახურებს,დროს ნუ დაკარგავთ მათზე ვისთვისაც რიგითი გამვლელი ხართ მისი სახლის წინ,ქუჩაში.. დაეხმარეთ მათ,ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება და არა მას ვინც თქვენთვის უფრო ძვირფასია.. რაღაცები დათმეთ,რომ ქვეყნად ისევ დაბრუნდეს ბედნიერება და სიხარული,რომელიც პანდორას სკივრიდან “გაფრენილმა” ბოროტებამ და შურმა შთანთქა.. მაშინაც კი,როცა იცით აგებთ,საკუთარი თავი გაამხნევეთ.. მიუხედავად იმისა, იცით შანსი გამარჯვების 0-ის ტოლია.ნუთუ ამ ქვეყნად ყველაზე დიდი გრძნობა მართლაც შიშია და არა სიხარულის განცდა.ბედნიერების მოპოვებისთვის მხოლოდ სურვილი,ხომ არ კმარა.. თქვენი სურვილები,ემოციები,გრძნობები და მისწრაფებები ყველაფერი ერთად უნდა შეკრათ და საკუთარი თავის ირწმუნოთ.

ტყუილად ნუ გაგიჩნდებათ კითხვა,რატომ ვწერ ამ ყოველივეს.. ამით საკუთარ თავსაც ვმატებ ძალას,იცით ყველაზე კარგი გამოსავალი რა არის? საკუთარი “გამოცდილება” სხვას გაუზიარო,სხვას ურჩიო.. და როცა იცი,რომ შენმა სულელურმა სიტყვების რახარუხმა სხვაც გააძლიერა,სხვის სახეზეც გამოსახა ღიმილი,სხვასაც მიანიჭა ბედნიერების წამი,რაღაცას მიახვედრა,ცოტაც დააფიქრა.. სიამაყის გრძნობა გიპყრობს.. კომენტარში სრულიად უცხო ადამიანი გწერს,რომ გეთანხმება,რომ ისიამოვნა ამ პოსტის კითხვისას.. მათ,ვისაც ბლოგი არ გაქვთ არ იცით,როგორ გაჯერებს საკუთარ თავში,ამდაგვარი რამ.. ზოგიც ვიცი იმდენაც ძლიერნი ხართ,რომ სულაც არ გჭირდებათ სხვისი გამხნევება.. მაგრამ ყველას უგრძვნია ამ ქვეყნად მარტოობა.. ყველას გამოუცდია გრძნობა,რომელიც მაშინ გიპყრობს როცა ვიღაცას გვერდით ძალიან ნატრულობ,მთელი გულით და არ არის.. არც სურვილი აქვს,რომ იყოს.. ხოდა მინდა იცოდეთ,რომ ჩემი ბლოგი ის ადგილია სადაც თქვენ მარტო არასდროს დაგტოვებენ,სადაც ყველას ყველა უყვარს და სხვებზე ზრუნავს.. სადაც სიყვარული უყვართ და ბედნიერება.. ცხოვრება და ადამიანები..

მე კი ყოველთვის თქვენს გვერდით მიგულეთ,როგორც ვირტუალური მეგობარი.. ისეთი ერთგული,როგორიც არავინ ამ ქვეყნად..

ბედნიერებას და უსაზღვრო სიყვარულს გისურვებთ.. თქვენ ყველა,ამას იმსახურებთ.. მხოლოდ სახე ნუ ჩამოგტირით,ადექით და მის მოსაპოვებლად ბოლომდე გაისარჯეთ!

21 Comments leave one →
  1. June 16, 2011 10:03

    გულებიანო ანა, შენ მართლა გულებიანი ხარ… ^^
    ახლა შეგიძლია აბსოლუტურად იამაყო საკუთარი თავით..❤
    ვხვხდები, რისი თქმაც გინდოდა.. ^^

    • June 16, 2011 19:50

      მადლობ.
      ძალიან მიხარია,რომ ხვდები მაცო❤

  2. June 16, 2011 12:19

    რა კარგი ხარ❤

  3. Anna permalink
    June 16, 2011 20:38

    ra sakvareli xar❤
    koveltvis vkitxulob sheni da macos blogs ^^
    dzalian kargad wer❤
    ☻♥☼♪ madloba am posstistvis ^^

  4. June 16, 2011 22:52

    Anna, ზიედაა… რა საოცრებაა… სად, რას არ წააწყდები კაცი..
    მადიობა დიდი..********

    • Anna permalink
      June 21, 2011 00:27

      რა საყვარელი ხარ ☼

  5. June 17, 2011 15:44

    მაცო რომ “გულებიან ანას” გეძახის, ეს მომწონს ძალიან🙂

    კარგი პოსტია🙂

    • June 17, 2011 21:40

      ხო,ეს ერთ-ერთ ფორუმზე შემარქვეს ასე ჩემი ნიკის გამო და მაცოსაც მოსწონს ეტყობა🙂
      მადლობ❤

  6. soPhIe permalink
    June 17, 2011 16:09

    ძალიან კარგია ანა🙂 .. მადლობ ასეტი მშვენიერი პოსტებისთვის .. ❤

  7. June 18, 2011 12:45

    გულებიანო, ანა, სუუულ თავიდან პირველ მე დაგიძახე და მახსოვს, რომ მითხარი რაღაც ახალიაო. ^^

    • June 18, 2011 13:41

      პირველად სანიმ მომიხსენია “გულებიან ანად” სადღაც ლაპარაკისას,მაშინ ჯერ კიდევ არ იყავი დარეგისტრირებული ფორუმია ხაი შექმნილი იყო🙂 და მერე ყველამ აიტაცა და “გულებს” მეძახდნენ.. მერე შენც მოხვედი და შენს წარმოდგენაშიც “გულებიანი ანა” აღმოვჩნდი🙂 ძალიან მომწონდა და მომწონს ^^

  8. June 18, 2011 16:33

    მმ, ზოგი ანას დაგიძახებდა, ზოგი გულებიანს, მე გავაერთიანე..😛😀
    მმ, მაინც რა საშინელი ხასიათი მაქვს..
    ჩემით გავალ.
    ისე, მე მენატრება თვალაითის სულ თავიდან რომ იყო ის სიტუაცია. ^^

    • June 18, 2011 17:00

      მე თავიდან ბოლომდე ძალიან მენატრება❤

  9. June 19, 2011 16:24

    ვიღაცას გვერდით ძალიან ნატრულობ,მთელი გულით და არ არის.. :((

    • June 21, 2011 22:29

      ალბათ,ალბათ.. )
      უცნაურია,ამ პოსტიდან ასე ზუსტად როგორ მიხვდი )))) მეგონა,სათქმელი გადავმალე.. ან შეიძება სხვა პოსტებიდანაც გამოიტანე ეს დასკვნა,ნებისმიერ შემთხვევაში გამაოცა შენმა კომენტარმა.. : )

  10. June 21, 2011 13:52

    რაღაცას ყოველთვის დაიტოვებ შენთვის, სხვაგვარად შეუძლებელია :*

    პ.ს. ეს თემა საშენოა, აი ძალიან უხდება შენს ბლოგს და თან რა ლამაზია ^_^

    • June 21, 2011 22:38

      მიხარია ქეთი თუ მოგექონა❤
      ხო ასეა ნამდვილად,ყველაფერს ვერ დაწერ.. ))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: