Skip to content

მენატრება..

June 7, 2011

საკუთარი თავი..

მე არ ვარ ის ვინც წერს საკუთარ ცხოვრებაზე,მე ის ვარ ვინც ცდილობს დაწეროს საკუთარი ცხოვრება..

 სხვებისთვის არ შევცვლილვარ.. იგივე ვარ,რაც ვიყავი. მაგრამ საკუთარი თავისთვის.. რას ვერჩი?.. რა დამიშავა? თითქოს შიგნიდან ვიღაც მეწინააღმდეგება,რა მინდა ან რითვის?.. უკვე აღარ ვიცი.

ხშირად ვფიქრობ,რომ გადამივლის და ესეც გაივლის.. მაგრამ მეორე წუთში უკვე იმაზე ვიწყებ წუხილს,რომ ამ წამებში მაინც ცუდ ხასიათზე ვარ და უაზროდ ვკარგავ და ვფანტავ მათ,ისევე როგორც ჩემს სურვილებს.. სურვილებს,რომლებსაც ყოველ შემხვედრ ბაბუაწვერას ვუთქვამ და ფილტვებიდან ჰაერს ღრმად ვუშვებ,რომ რაც შეიძლება შორს გავუშვა მისი ბუსუსები.. არ ვიცი ეს ჟესტი რას გამოხატავს,მაგრამ ამას თავისთავად ვაკეთებ..

მომენატრა ყველაფერი ის რაც დავკარგე,როცა ჯერ კიდევ ვერ მოვარხერხე მათი მოპოვება.. რა უცნაურია..  ყველაფერი ირგვლივ,არა მხოლოდ ეს ფაქტები..

ის მე ვიყავი,რომ ვიძახდი ცხოვრებას მიმზიდველს ის თავსატეხები ჰქმნის რაც გზად გვხვდება-მეთქი,მაგრამ ვინ არ შემცდარა.. აი ისევ,ვეწინააღმდეგები საკუთარ თავს.. ორივეს ვფიქრობ,ორივე მგონია.. ვიცი ერთ-ერთი სწორია,მაგრამ შიში შეცდომის დაშვების არ მაძლევს საშუალებას დავაფიქსირო ერთი აზრი… ამისთვის მხოლოდ რისკი არ არის საჭირო,ამისთვის გამბედაობა და ძალაა საჭირო.. ძალა რომ პიროვნებად ჩამოყალიბდე და აირჩიო..

იყო დრო როცა ამაზე არ ვწუხდი,მაგრამ დრო გადის და ყოველ დღე კიდევ და კიდევ უფრო მენატრება ყველაფერი რაც მინდა ჩემი იყოს და არ არის..

თქვენც გეუბნებიან ხოლმე,რომ გახალისდეთ? და რომ არ ღირს ცხოვრების საუკეთესო წლები მოწყენილმა გაატაროთ.. რატომ საუკეთესო? მე ხომ საუკეთესოს მოლოდინში ვარ.. მე ხომ მჯერა,რომ ეს ის წლებია,რომლებიც ჩაივლიან უკან მოუხედავად და მომავალში დამავიწყდება ის რაც ახლა მენატრება..

მინდა მჯეროდეს,რომ ეს დროებითია..

მინდა მჯეროდეს,რომ ყოველივე ისევე ქრება,როგორც ჩნდება..

რომ თუკი ბაბუაწვერას მთელი ძალით შევუბერავ სურვილს იმდენად შორს წაიღებს,რომ მას მიუტანს ვინც შეძლებს ამიხდინოს..

მინდა მჯეროდეს,რომ ესეც გაივლის..

9 Comments leave one →
  1. June 7, 2011 10:32

    ბაბუაწვერებიო.. ისაო, ესაო… დანდელიონებიო.. ^^ ლაილაილაი.. ^^
    ჰოდა, ყველაფერი გადასარევად იქნება, ოღონდ იმნაირად – როგორც შენ გინდა, ანუ იმნაირად გადასარევად… :პპპ
    ჰეჰე, სიმღერა, რაღა თქმა უნდა, უუუუზეოსესობაა.. ^^

    • June 9, 2011 21:39

      გონი,მართლაც რომ გადასარევადაა ყველაფერი❤
      სკოლა მთავრდება და აი უკვე გადასარევად ვარ მაცო ))

  2. June 10, 2011 11:53

    მმ, უკვე დაამთავრე ჰომ სკოლა?
    გამოცდები არ გქონდა, გოგო?
    მე 15-მდე მაქვს გამოცდები.. მკლავენ და მათახსირებენ დამპლები.. ((((

    • June 10, 2011 14:49

      ნუ,თითქმის კიი )) როგორ არა გამოცდები რა,ძირითადად წერები გვქონდა და ყვეალფერი მოვილიე უკვე და თავისუფლების სურნელი რომ ვიგრძენი უკვე ხალისი დამიბრუნდა🙂
      ჩააბარებ და მეორე დღესვე დაგავიწყდება,ნერვიულობაში და მეცადინეობაში გატარებული მწარე წუთები,აი ნახაავ ))))

  3. June 10, 2011 19:00

    ანა, ეს სკოლა საოცრებაა..
    სხვანაირი სწავლის მეთოდი აქვთ.. 2-ე კლასელბსაც უწევთ გამოცდების ჩაბარება.. ყოველ კვირა საკონტროლოებს ვწერთ.. სემესტრის ბოლოს კი, რაც გავიარეთ ი ყველაფერს.. : ს

    • June 10, 2011 19:16

      აბა ჩვენ მხოლოდ თვეში ერთხელ,მაქსიმუმ ორჯერ შემაჯამებლებს ვწერთ და სემესტრის ბოლოს ტესტირებებს ))
      შედარებით ადვილია ყველაფერი,მაგრამ ვინც არ სწავლობს იმისთვის ესეც ძნელია😀 ჩემთვის უბრალოდ დამღლელი :ს
      მაგრამ ბოლო ტესტს ვწერ თუ არა მაშინვე ყველაფერი მავიწყდება ^^ და უკვე გადასარევად ვარ.

  4. June 11, 2011 12:25

    მმ, მეც ეგრე ვარ ხოლმე..
    ერთი სული მაქვს, როდის მოვა 15 ივნისი, რომ დავემშვიდობო სკოლას.. : სსსსსსსს

  5. June 11, 2011 13:14

    რავიცი… გამოცდები 4 საგანში, თუ 5-ში?
    უი, 4 დარჩა..
    ვაიმე, რაბედნიერებაა… : დდდდდდდდ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: