Skip to content

უნდა ვუბრძანო სულს გაქვავება

June 3, 2011

არაფერია.. მე ხომ ვიცოდი,რომ ეს ტკივილი ვერ გამტეხავდა.

მერე რა,რომ დავიღალე – ზაფხული მოდის და ორი თვე დავისვენებ❤

მერე რა,რომ ყელში ამომივიდა ყველაფერი რაც ჩემს თავს ხდება  და ნერვებს მიშლის ის,რომ არაფრის შეცვლა შემიძლია – ყურადღებას არ მივაქცევ,ისევე როგორც თვითონ არ აღელვებს როგორ ვარ..

მერე რა,რომ ძალიან მინდა დღეს,რომ დავიძინებ,თუკი რა თქმა უნდა დავიძინე.. ხვალ სადმე ზღაპრულ სამყაროში,თუნდაც გულივერებთან ანდაც ლილიპუტებთან გამეღვიძოს და ცხოვრება თუნდაც ასეთი მოულოდნელობით გახალისდეს..

ან იქნებ,სადმე სრულიად მარტო აღმოვჩნდე..❤ აი ყველაზე კარგი..

ნუთუ ასეთი რა მოხდება,ერთხელ მაინც რომ მივიღო ცხოვრებაში ის რაც მართლა გულით მინდა და არა ჩემი ახირებაა..

ხოველთვის ვისრულებ ჩემთვის ნაკლებად მნიშვნელოვან,მხოლოდ სურვილის დასაკმაყოფილებლად სასურველ რაღაცებს.. მაგრამ ჯერ ერთხელაც არ ამსრულებია ის,რაც გულს ნდომებია..

უსმართლობაა,მე კი ისევ ოპტიმისტად ვრჩები.. არ ვიცი რატომ,მგონი იმიტომ რომ ყველზე მეტად მე მეცოდება საკუთარი თავი და ვხვდები,რომ სხვას ნაკლებად.. მხოლოდ მე ვიცი რა მაწუხეს და ვცდილობ საკუთარი თავი გავამხნევო,იმითომ რომ როცა ყველაზე ნაკლებად მაქვს გაღიმების სურვილი,მაშინ გავიღიმო..

არ მინდა,დამღალა ამ ნიღაბმა.. ყველაფერმა დამღალა..

ბედნიერი დასასრული მინდა,დაე იყოს ჩემი ცხოვრება ბანალური მელოდრამა.. მხოლოდ იყოს ისეთივე დასასრული,როგორიც მელოდრამებს სჩვევიათ.. ანდაც ზღაპრებს.. არ მინდა ვიყო კონკია დაკარგული ნივთით,არ მინდა ვიყო მძინარე მზეთუნახავი რაღაცის მოლოდინში,არ მინდა ვიყო პრინცესა რომელსაც სჯერა,რომ თუკი ბაყაყს აკოცებს პრინცად გადააქცევს..

მინდა მე ვიყო,ჩემი საკუთარი ზღაპრით და ისტორიით,რომელსაც ისეთივე ბანალური დასასრული ექნება,როგორიც ჩვეულებრივ ზღაპრებს სჩვევიათ..

არ მაქვს ოცნების კოშკები,მხოლოდ ერთი სურვილი მაქვს გულში.. და რა მოხდება ერთხელ მაინც ახდეს.. ერთხელ მაინც…

ერთადერთი,რასაც ზუსტად ვიცი ამ ქვეყნად არასდროს დავკარგავ ეს ოპტიმიზმია და ყოველთვის ვიტყვი,რომ გული ნახევრად სავსეა და არა ნახევრად ცარიელი..

ვინ იცის იქნებ,მოხდეს მისი ბოლომდე შევსება.. ისევ და ისევ მე.. დამიჯერეთ აუცილებლად ბოლომდე შევავსებ! ვითომ ესეც ახირებაა?..

 

16 Comments leave one →
  1. June 3, 2011 22:59

    მერე რა თუ ბანალური სურვილები/ოცნებები გვაქვს? მთავარია რომ მთელი გულით გვინდა მათი ახდენა )) და კარგია რომ ოპტიმიზმით ხარ აღჭურვილი, ჩემშიც ოპტიმიზმი ჭარბობს ამ ბოლო დროს და ცხოვრება უფრო გახალისდა და მე მართლა მჯერა რომ ადრე თუ გვიან ის ჩემი ბანალური ოცნებაც ახდება )) :*❤

    • June 3, 2011 23:52

      მეც მჯერა❤ მაგრამ ის ვერ გამირკვევია,ნამდვილად სურვილია თუ ისევ ახირება..
      ის კი ვიცი,რომ ძალიან მინდა.

  2. June 3, 2011 23:29

    აგიიხდება! აუცილებლად! ))

    • June 3, 2011 23:54

      იმედი მაქვს,რომ მართლაც :ს
      ეს პოსტი ისე დავწერე ერთხელაც არ გადამიკითხავს,მინდოდა ზუსტაც ის ყოფილიყო რასაც გულში ვიძახდი და არ შემელამაზებინა )) სიმღერა კი ვეძებე დიდხანს..

  3. June 4, 2011 00:12

    ეგ ორი ხშირად მეც მერევა ერთმანეთში))) მაშნ მოდი ასე ვთქვათ სურვილებიც და ახირებებიც აგვხდენოდეს😉 :*❤

    • June 4, 2011 00:27

      სურვილია : \
      სხვა ახირებებზე მეტად მინდა :ს❤ აგვხდენოდეს!

  4. June 4, 2011 12:01

    ძალიან კარგია რომ ოპტიმისტი ხარ, იმედი არასდროს უნდა დაკარგო ადამიანმა… აუცილებლად აგიხდება ყველაფერი :*

    • June 4, 2011 13:00

      მადლობ,ყველაზე კარგია როცა გამხნევებენ❤

  5. June 4, 2011 15:37

    ახალი დიზაინი გაქვს, ანა?🙂 ლამაზია🙂

    • June 4, 2011 22:20

      ხო მოლი ახალია,ცოტა ცვლილებები შევიტანე..🙂
      მიხარია,თუ მოგეწონა❤

  6. June 5, 2011 17:15

    არ აქვს მნიშვნელობა ახირებაა თუ სურვილი, მთავარია რომ აგიხდება, მართლა. მთავარია გულით მოინდომო და “იბრძოლო” ამისთვის. იბრძოლო თუნდაც საკუთარ თავთან, არ აქვს მნიშვნელობა.
    კაია რომ გული ნახევრად სავსეა და არა ნახევრად ცარიელი. მე მჯერა, რომ მალე სულ გაივსება და დადებით ემოციებს ძლივს დაიტევს😉

    • June 5, 2011 17:55

      დიდი მადლობა გვირილა❤ მეც მჯერა და ყველაფერს გავაკეთებ,რომ ასრულდეს.. )

  7. ana permalink
    June 14, 2011 00:27

    megona am posts me vwerdi:)) zustad ase vfikrob……

  8. June 19, 2011 00:34

    სილლ მჯეროდა რომ თურამეს მთელი არსებით მოინდომებ, ხელი რომც არ გაანძრიო მაინც მოხდება.. ნურათქმაუნდა შესაძლებელი (ნაკლებად შესაძლებელი).. ამიტომ ძალიან იშვიათად ვნატრობ გულით, მეშინია რომ რამე არ ამიხდება და რწმენას დავკარგავ.. ამ დროს თუნდაც უმნიშნელო რამეც ყველაზე სასიხარულო ხდება ჩემთვის.. როცა ვინატრებ და ამიხდება, ამშინ მჯერა ყეალფრის, კარგის!!
    შენცც მოინდომე ხოლმე მთელი გულით და უბრალოდ დახუჭე თვალები.. ყვეალფერი არკგად იქნება :* გექენება საკუთარი ზღაპარი და ჰეფი ენდი.. უბრალოდ არ დაკარგო იმედი..

    • June 19, 2011 20:38

      მეც ძალიან,ძალიან მჯერა რომ მართლაც ყველაფერი ისე იქნება როოგრც გულს უნდა.. თუკი მოვინდომებ და მეც იგივე მომენტი,შიში მაწუხებს.. (( მომავლის შიში,მაგრამ თავს ვამხნევებ და მჯერა.. ^^

  9. July 18, 2011 22:17

    🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: