Skip to content

ემოცია

May 30, 2011

“…უცებ დაბნელდა და ქარიშხალში მოჰყვნენ, წვიმდა, წვიმდა თითქოს ჩანჩქერს მიაპობენო, ხოლო როცა ჩანჩქერიდან გამოვიდნენ, კომპტიმ თავი შეაბრუნა, გაუღიმა და წინ გაიშვირა ხელი. და როცა იქით გაიხედა, დაინახა დიდი, ვრცელი  როგორც მთელი სამყარო, ცაში აზიდული და მზით გაშუქებული, წარმოუდგენლად თეთრი რაღაც კილიმანჯაროს ბტრყელი მწვერვალი. მაშინღა მიხვდა, საით მიდიოდნენ..”

ერნესტ ჰემინგუეი

მაშინ,როცა დედა პირველად აიყვანს შვილს ხელში.. როცა პირველად მოეხვევი საყვარელ ადამიანს.. როცა არ ელი და მოულოდნელად ხდება.. როცა გინდა,ძალიან გინდა.. ისე,რომ სისხლი თავის ტვინამდე ვეღარ აღწევს და ნებდები.. ხდება საოცრება,ხდება სურვილი და რაღაც უცნაური გრძნობა.. ემოცია გიპყრობს.. ემოცია სიხარულის,მწუხარების ან სულაცა სხვაგვარი.. არ აქვს მნიშვნელობა რის გამო,მთავარია შენ ემოციამ შეგიპყრო და ხვდები საკუთარ თავს ვეღარ აკონტროლებ.ძლიერი გრძნობაა ემოცია,იმდენად ძლიერი რომ იქნებ ცხოვრებაც კი გაგიხანგრძლივოთ ან პირიქით..

“…და ისე მშვიდად, უშფოთველად წავიდა იმქვეყნად, რომ ვერც კი შენიშნეს, როგორ აღმოხდა სული.
ოთახში დასადგურებულ მდუმარებას შადრევნის ქვეშ მობანავე გარეულ იადონთა გალობა და შორეთიდან მოღწეული “მთიელის” მჭექარე ხმა არღვევდა, რო-მელსაც პრინცესა ფოთერინგტონის პრინცესას თავისი ზარისებური ჭიხვინით ეხმიანებოდა…”

ჯეკ ლონდონი

იქნებ ემოციამ დაგაბრუნოთ ოცნებიდან რეალობაში❤ ისეთმა ემოციამ,ოცნებაზე მნიშვნელოვანიც რომ არის.. სიხარული,წამიერი ბედნიერება,ყოველთვის როდი გვანებივრებს მათით ცხოვრება.. და როცა მზის სხივივით გაანათებს ქვეყნიერებას.. თქვენს ქვეყნიერებას,მხოლოდ თქვენსას.. მაშინ შეგიპყრობთ ემოცია და თქვენ მას ვერ გაუმკლავდებით.. ვერც გამკლავებიხართ ჯერ ალბათ,მაგრამ იქნებ გიცდიათ მაინც.. სულ ტყუილად,ემოცია თქვენზე ძლიერია..

 

“..ბუნება ძილს აპირებდა, ცაზე თითო-ოროლა ვარსკვლავი გამოჩნდა. სასიამოვნო იყო მყუდრო კუნჭულიდან ამ საუცხოო სურათის ხილვა. თომა და ევა გრძელ სკამზე ისხდნენ ხეივანში ტბის პირას. ევას მუხლებზე გაშლილი წიგნი ედო, ის იყო მორჩნენ კითხვას და ახლა ბუნების მშვენიერებით ტკბებოდნენ…”

ჰარიეტ ბიჩერ სტოუ

მოგენატრა,ისე მოგენატრა რომ თვალებიდან მდინარესავით სწრაფად მდინარე სითხემ მთელი სახე დაგისველა.. შორს არის,ისე შორს რომ არ შეგიძლია ნახო და არც იმედია,რომ ხავსივით მოეჭიდო.. ის იქ ღრუბლებთან ერთად მშვიდად გადაადგილდება ცაში და ვერც კი ხვდება რა შეიცვალა.. შენ უბრალოდ ემოციამ შეგიპყრო..

“…ქალი გადმოხტა მანქანიდან და ბავშვებისკენ გაიქცა, ხელში აიყვანა ტუვაშების ერთ-ერთი ნაბოლარა ბავშვი და ჩაეხუტა, ის მგზნებარედ კოცნიდან ბავშვის ჭუჭყიან ლოყებს, რომელსაც მას ქერა,მიწით მოსვრილი თმები უფარავდა. პატარა ცდილობდა ხელით მოეგერიებინა გამაღიზიანებელი ალერსი…”

გი დე მოპასანი

 სიხარულისგან გამოწვეულ ძლიერ ემოციებს გისურვებთ და დამღლელი ემოციებისგან თავის დაღწევას.. მაინც ცადეთ იქნებ გამოგივიდეთ..

10 Comments leave one →
  1. May 30, 2011 20:29

    კი, ემოციების გარეშე ხორცის ნაჭრები ვართ უბრალოდ ^^
    პ.ს. ძია თომას ქოხი გამახსენე და გმადლობ❤

    • May 30, 2011 20:36

      ნამდვილად ))
      “ბიძია თომას ქოხი” მგნონი,რომ.. ჩემთვის ყოველ შემთხვევაში ერთ-ერთი შესანიშნავი ემოციებით დატვირთული წიგნია❤

  2. May 30, 2011 21:09

    გი დე მოპასანის მოთხრობიდან ამონარიდი რომ დადე, ძალიანზე უფრო მეტად მესიამოვნა. მიყვარს მოპასანი. უაზროდ დიდი პატივს ვცემ მის შემოქმედებას.
    ახლა ისევ ამიჩქროლდა ძარღვებში სისხლი, როდესაც გამახსენდა რა სათაური უწოდეს ქართველებმა მაგ მოთხრობას. მინდვრებში… რა უბედურებაა, რა საშინელებაა, რა არაპროფესიონალიზმია.. ზოგადად, რა შუაშია მინდვრები.. მოთხრობას ჰქვია – ნაშვილები ბიჭი/ბავშვი.. რავიცი, რომელიც თქვენ გინდათ.. მოკლედ the adopted son.
    რამდენჯერ წავიკითხე, რამდენჯერ ვცადე გააზარება, მაგრამ შედეგი – 0.. ^^
    არა, ძალიან გამიხარდა მოპასანის ხილვა შენს ბლოგზე.. ^^

    • May 30, 2011 21:56

      მეც ძალიან მიყვარს მისი მოთხრობები❤ და ქართულ თარგმანს ყოველთვის ნაკლებ ყურადღებას ვუთმობ,რადგან ასეთი გაურკვეველი ნათარგმნი მაოცებს ხოლმე.. ))

  3. June 3, 2011 17:39

    ლიბჯიზე რა ნათარგმნიც დევს წაკითხული გაქვს? თუ არა, მაშინ არც წაიკითხო.. შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის სრულიად – საშინელებაა.

    • June 3, 2011 18:03

      ვნახე და მართლაც,რომ ვაი.. ))) საერთოდ ლიბ.ჯი-ს ნათარგმნი ყოველთვის ეგეთია..

  4. June 5, 2011 17:19

    მომეწონა პოსტიც, მუსიკაც და ციტატებზე ხომ აღარაფერს ვამბობ საერთოდ. ვისიამოვნე ^_^

  5. June 19, 2011 00:45

    “მოგენატრა,ისე მოგენატრა რომ თვალებიდან მდინარესავით სწრაფად მდინარე სითხემ მთელი სახე დაგისველა.. შორს არის,ისე შორს რომ არ შეგიძლია ნახო და არც იმედია,რომ ხავსივით მოეჭიდო.. ის იქ ღრუბლებთან ერთად მშვიდად გადაადგილდება ცაში და ვერც კი ხვდება რა შეიცვალა.. შენ უბრალოდ ემოციამ შეგიპყრო..”

    ეს ჩემზეა : )))

    მიყვატრს შენი ბლოგი, თავისი სურათებით, სიმღერებით,ა ხალი თემაც მომწონს.. და ყველაზე ემტად შენი ჩნახატები მიყვარს!! ძალიან ნიჭიერი ხარ და არასდროს შეწყვიტო წერა, თუნდაც უაზრობაზე.. ძალიან გთხოვ!!❤

    • June 19, 2011 20:40

      ძალიან დიდი მადლობა❤ უკეთეს სიტყვებს ვერასდროს მოვისმენდი❤

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: