Skip to content

ანნა,იცი ვინ ხარ ჩემთვის?

May 26, 2011

პოსტები თამაშიდან “♥ 15 დღის თეგ-თამაში ♥” გრძელდება.შემდეგი პოსტი უკვე ჩემი მეგობრების საკუთრებაა.მათ ვთხოვე ერთი-ორი სიტყვით ჩემზე თქვენთვის ეამბნა და მათაც სიხარულით ზედმეტადაც კი მაქეს და მადიდეს მგონი.. დიდი სიამოვნებით ყველას აზრს გავიზიარებდი ჩემს შესახებ,მაგრამ რა თქმა უნდა ეს შეუძლებელი იყო,ამიტომ შევეცადე ყველა ერთმანეთისგან განსხვავებული მეგობრის აზრი გამეგო.. ბავშვებო,ყველანი ძალიან მიყვარხართ და მადლობ,რომ ასეთი კარგები ხართ!

ნაზი – ჩემი ძალიან ახლო მეგობარი და კლასელი,ყველაზე თბილი..ძალიან მიყვარს ეს ადამიანი.

“-ან,ძალიან გამგები და თბილი ხარ.ყველა ვინც ახლოს გიცნობს დამეთანხმება :*. მეგობარს ყოველთვის მხარში უდგები ყველანაირად.ძაააააალიან მიყვარხარ! <3”

გიორგი – ჩემი ძალიან მხიარული და თბილი კლასელი.რომელსაც სულ ცოტა ხნის წინ ფიზიკის საკონტროლოზე “გულის ზარდახშა გავუტეხე” რადგან საკითხები ვერ გადავაწერინე😀 გვიყვარს ხოლმე ერთად ხუმრობა,ორი სიტყვა ძლივს გამოვსტყუე და დავითანხმე სერიოზულად დაეწერა რას ფიქრობდა ჩემზე,თორე სულ ცანცარის ხასიათზეა🙂

” – ანა,შენ ხარ კეთილი,კარგი,ლამაზი და ჭკვიანი ადამიანი. გასაჭირში ყველას დამხმარე და  დაერთგული მეგობარი.და რავი რაღა დავწერო,რავიცი.. არ გამოაქვეყნო ეს.. ან რავიცი.. უფრო გამართულად  დაწერე.. ხო,კაი როგორც გინდა..😀😀 “

:D

სალო – ჩემი ძალიან,ძალიან მხიარული და საყვარელი ადამიანი.ფორუმის საშუალებით გავიცანი და ყველას თავისუფლად შემიძლია ვუთხრა,რომ არ აქვს მნიშვნელობა ადამიანთა უერთიერთობაში საიდან იცნობთ ერთმანეთს,მთავარი მხოლოდ ისაა,როგორ შეეწყობით ერთმანეთს.მე,სალო და სხვა დანარჩენი ბავშვებიც,რომლებიც ინტერნეტის საშუალებით გავიცანი ამას ვამტკიცებთ!

“-ანა,იცი ვინ ხარ ჩემთვის? შენ ჩემთვის ხარ მეგობარი,მართალია სულ ორჯერ მყავხარ ლაივში ნანახი,მაგრამ ვფიქრობ,რომ ეს ჩვენს ურთიერთობას ხელს არ უშლის. მომწონხარ იმიტომ, ხარ ძალიან ძალიან მხიარული,ლამაზი,მეგობრული და რაც მთავარია გემოვნებიანი და ხშირად მახალისებ ხოლმე. სულ ორი წელია რაც გიცნობ მაგრამ შენთან ურთიერთებისას ისე ვარ თითქოს მთელი ცხოვრებააა გიცნობ. ვუყურებთ ერთსა და იმავე სატელევიზიო შოუებს,კინოებს, მართალია სერიალების გმირებს ვერ ვიყოფთ ხოლმე ხანდახან მაგრამ ეგ არაუშავს, თან მითუმეტეს ამ ბოლო დროს ეგრე არ ხდება ხოლმე😀 რაც მთავარია უსმენ გემოვნებიან მუსიკას, გიყვარს კითხვა და ვერ იტან ჯასტინ ბიბერს. მერე რა რომ გამეზერზე ბიბერის სმაილი გვაქვს😀. ხარ ადამიანი,რომელსაც შემიძლია ყოველთვის ვენდო.შენგან ვიგებ ძალიან ბევრს და საინტერესოს.მე ძალიან მსიამოვნებს შენთან ურთიერთობა და ვთვლი,რომ შენი სახით ერთი არაჩვეულებრივი მეგობარი შევიძინე. შენ ჩემთვის ხარ ნამდვილი მეგობარი ♥ და ძალიან მიყვარხარ.<3

ნიკუშა – ჩემი თანატოლი ნათესავი,ზაფხული ხშირად ვატარებდით ხოლმე ერთად სოფელში და თვითონაც იხსენებს იმ დროს :

” – გახსოვს რა ცანცარა ბავშვები ვიყავით? არა ახლაც კი ხარ,მაგრამ.. მაშინ შენს ხელებს,ფეხებს,თავს ყველაფერს ეტყობოდა ერთ ადგილას რომ ვერ ისვენებდი.. სიცოცხლით სავსე და მხიარული.. კეთილი.. ახლაც ისეთივე დარჩი,მხოლოდ უფრო დაჭკვიანი და გალამაზდი.. მაშინაც ჩემზე ჭკვიანი იყავი,ნარდის თამაში შენ მასწავლე,არადა მე კენჭის გადასადებად ორჯერ ვითვლიდი კარებს.. რა სითბოსაც ბავშვობაში ატარებდი გულით,იზრდები და გიასმაგდება.. ასე გააგრძელე.”

 ანასტასია – ძალიან თბილი და კეთილი გოგონა,რომელიც ასევე ფორუმის საშუალებით გავიცანი:

“-ანა,ძალიან თბილი,კეთილი და ლამაზი ადამიანი ხარ <3,ძალიან მიყვარხარ.❤ წარმატებული მევიოლინე (მე ასე ვფიქრობ) და მათემატიკის მოყვარული. ყველაზე დადებითი ადამიანი.. <3”

თეონა – ჩემი ფეისბუქის მეგობარი,რომელმაც ბლგოგის საშუალებით გამიცნო და გავიცანი,ძალიან კარგი და სასიამოვნო  გოგონაა:

” -ანა,შენი პოსტებიდან გამომდინარე,მე ვფიქრობს ძალიან თბილი,ჭკვიანი და თავისუფალია ადამიანი ხარ.ახლოს,რომ გიცნობდე ალბათ უფრო მეტს ვიტყოდი,მაგრამ ერთი სიტყვით შენი აზრები და შეხედულებები ძალიან მომწონს და ხშირად ვკითხულობ შენს ბლოგს : )).”

რუსა – ძალიან თბილი,კეთილი და ნიჭიერი ბლოგერი,რომელიც ძალიან მიყვარს.უსაზღვრო სითბოს ატარებს ეს ადამიანი გულით და სხვებისთვის გაზიარებასაც შესანიშნავად ახერხებს:

” – ჩემო ტკბილო და გულებიანო ♥ ანა! ♥♥ მართლა არ ვიცი რა სიტყვებით დაგახასიათო,იმიტომ რომ მინდა ყველაზე თბილი,ყველაზე ტკბილი სიტყვები მოვიძიო…❤
ვერ წარმოიდგენ როგორ მიყვარხარ,შენ ხომ ჩემი ყველაზე ტკბილი,თბილი მეზობელი ხარ!საყვარელი,სიფრიფანა,მეოცნებე,მხიარული,ბავშვური,სითბოთი და სიყვარულით სავსე პატარა კეთილი ჯადოქარი,რომელიც ჯადოსნური ჯოხის ერთი აქნევით ახერხებს ირგვლივ სითბო და სიყვარული მიმოფანტოს…
გიწერია არასოდეს ვყოფილვარ შეყვარებულიო,მაგრამ ვფიქრობ შენ ხარ ყველაფერზე..არა! თვით სითბოზე და სიყვარულზე შეყვარებული! ♥ <3

კიდევ ძალიან ბევრი,ახლობელი და საყვარელი ადამიანის აზრი მინდოდა წერებულიყო ამ პოსტში,მაგრამ ვერ მოხერხდა.. არაუშავს,ჩემს ირგვლივ ყველანი ძალიან ძვირფასები და ახლო ხართ ჩემთვის! მადლობ თქვენ,ასეთი თბილი სიტყვებისთვის❤ თამაში კი სურვილისამებრ,შეგიძლიათ ნებისმიერმა ბლოგერმა განაგრძოთ და ერთი დღე ასეთი მშვენიერი სიტყვები მოისმინოთ და დარწმუნდეთ,რომ ირგვლივ ძალიან ბევრ ადამიანს უყვარხართ და მათთვის ძვირფასი ხართ..

16 Comments leave one →
  1. May 26, 2011 19:30

    ყველა წავიკითხე და არავის მოსვლია ზედმეტი…🙂 შენ ხომ მართლაც ასე კარგი ხარ ;)♥ :* :*
    მადლობა შენ,რა თბილად დაწერე ჩემზე .. დავიმორცხვე🙂
    მიყვარხარ❤
    დარწმუნებული ვარ კიდევ გაიგებ ბევრი ადამიანის აზრს,ვინც ამ პოსტს წაიკითხავს კომენტარებში დაგიტოვებს :))
    სულ ასეთი თბილი იყავი! ♥ და კიდევ გულებიანი🙂 ♥ ♥ ♥

    • May 26, 2011 19:37

      ❤ მეც ასევე,თანაც ძალიან!
      მეც იმედი მაქვს,რომ რადგან ვერ მოვაერხე ყველასთვის მეთხოვნა,კომენტარში მაინც გამოხატავენ საკუთარ აზრს )) ცუდს ან კარგს❤

  2. May 26, 2011 21:23

    ვაიჰ.. ^^ თბილი.. ყველაზეეე თბიილიი პოსტი იყო რაც წამიკითხავს…❤ მოკლედ, უმაგრესი ადამიანი ხარ… ყველაზე თბილი, კეთილი და საყვარელი…❤ :)) ^^ და მგონი მეც ძალიან შემიყვარდი… :)))))❤ :*

    • May 26, 2011 21:43

      ვაიჰ :ჭარხალივითწითელი: 🙂
      როგორ მიხარია.. მეც ძალიან მიყვარს ჩემი ბლოგის მკითხველი,რა თქმა უნდა შენც❤

  3. May 26, 2011 22:46

    არადა მე რა საოცრად მიყვარხარ😦❤

    • May 27, 2011 00:21

      შენ,რომ მოგწერე მაშინვე გახვედი და ვიფიქრე არ გინდოდა დაგეწერა😦 მე უფრო,უფრო მიყვარხარ❤ და სულ აღარ გახსოვართ მე და სალო. ((

  4. May 27, 2011 21:29

    რა რა რა რა კარგი ადამიანი ხარ : ]
    ბლოგერების ფეიჯზე შემომხვდა შენი პოსტი და .. <3♥♥♥♥

    • May 28, 2011 00:44

      დიდი მადლობა❤
      ეს ჩემი მეგობრები არიან ძალიან,ძალიან კარგები❤❤

    • May 28, 2011 01:06

      ძალიან კარგი მეგობრები გყავს ^^❤

    • May 28, 2011 23:55

      მადლობ,მადლობ <3<3

  5. May 27, 2011 22:58

    ვაიმე როგორ არ მახსოვხართ😦 ძალიან მიყვარხართ მართლა😦 და ძალიან მენატრებით😦 გეტყვი რატომაც ვარ ასე რომ ვერ გნახულობთ და რამე😦 მიყვარხართ😦❤

    • May 28, 2011 00:45

      დაგელაპარაკები მერე ❤❤ არ მიყვარს,ამდენ მოწყენილ სმაილს რომ წერ ხოლმე :ს :ს
      მეც ძალიან მიყვარხარ და მენატრები❤

  6. May 28, 2011 21:52

    მმმმ.. სხვანაირს არც მოველოდი.. :*
    კარგი ხარ. ^^^

  7. girlwithumbrella permalink
    June 3, 2011 19:07

    რა ძალიან დადებითი და თბილი ადამიანი ყოფილხარ🙂

    • June 3, 2011 22:03

      მადლობ.
      მიხარია,თუკი ასეთი წარმოდგენა შეგექმნა❤

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: