Skip to content

შეჩერდი,წამო,მშვენიერი ხარ!

May 19, 2011

ისევ და ისევ მაცო,ერთადერთი ბლოგერი მგონი ვინც შესანიშანავად არჩევს საინტერესო თემებს და გულუხვად არიგებს ტაგებს❤

წამო! უნდა შეჩერებულიყავი..

2007  წელი, 10 აგვისტო. დაიბადა.დიდი ლურჯი თვალებით და პაწია ხელებით.მარიამი დაარქვეს.სტატუსი – ჩემი დეიდაშვილი,ყველაზე საყვარელი და გოჭი დეიდაშვილი ამ ქვეყნად. – შეჩერდი წამო,მშვენიერი ხარ..

2009 წელი,15 ივნისი.დარბაზში ვიოლინოს ხმა სიჩუმეს არღვევს.გული სადაცაა საგულედან ამოვარდება.ერთი..ორი..სამი.. გესმის ნოტების ხმა? შენ ეს შეძელი!..

“- გილოცავთ მუსიკალურის წარჩინებით დამთავრებას!” – შეჩერდი წამო,მშვენირი ხარ..

2009 წლის 10 დეკემბერი,გამალებით ვკრებ ასოებს კლავიატურაზე,თითო ასო ორჯერ მაინც მეშლება.. დავამთავრე წერა,ვკითხულობ უკვე მეორედ ტექსტს,ვხვდები რომ ძალიან უბრალოა..თუმცა ეს ხომ მხოლოდ პირველი პოსტია.. ვაჭერ  ” Publish ” და პირველი პოსტით ოფიციალურად ჩნდება ბლოგსფეროში :

 ♥ Wizard of Oz ♥  

2010 წელი,3 იანვარი.თათიას დაბადების დღე.ხმამაღალი მუსიკა.ცეკვა.ფეხებს უკვე ვეღარ ვგრძნობ,მაგრამ ვერ ვჩერდებით მუსიკის ხმა იმატებს,მე და გოგონები კი შეუჩერებლად განვაგრძობთ გართობას. – შეჩერდი წამო,მშვენიერი ხარ..

2010 წელი,11 მაისი.მე-2 საჯარო სკოლის მესამე სართულზე,(იმ დროისთვის) მე-9 კლასის,ქართული სექტორის კაბინეტში,თითქოს თოვს.ჰაერში უამრავი მგვრალი ბურთი ფრინავს.ბურთები ქაღალდისაა.ბიჭები და გოგონები ამ ბურთებს გამალებით ისვრიან ერთმანეთის მიმართულებით,ირგვლივ ყველაფერი გადათეთრდა.. სახეზე ღიმილი,სიცილი და გულში სითბო.. – შეჩერდი წამო,მშვენიერი ხარ..

2010 წელი,6 ივნისი.ბავშვები ერთობიან.ყველას სახეს ღიმილი განსაკუთრებულად ანათებს და აბრწყინებს.მე და ლიკა მათ შორიდან ვუცქერთ და ძალიან ბედნიერები ვართ.თუმც,მაინც ვერ ვისვენებთ,ვიღაც გვაკლია.. ხეივანს მივუყვებით და ორ შორს,მაგრამ ამავე დროს გულთან ძალიან ახლოს მყოფ ადამიანზე ვლაპარაკობთ. – შეჩერდი წამო,მშვენიერი ხარ..

2010 წელი,20 ივლისი – ბორჯომი.მშვიდი გარემო.მდინარის გამაყრუებელი ხმაური.ირგვლივ არავინაა.მოსახლეობისგან ძალიან შორს,მაღლა ვარ.. შესანიშნავი ადგილი,მშვიდი და თბილი ფიქრები. – შეჩერდი წამო,მშვენიერზე მშვენიერი ხარ..

2010 წელი,3 ნოემბერი. ჩემი გოგონები❤ ყველაზე თბილები და კარგები.. გაკრეჭილები!  პირველად ვნახე.შევიყვარე.სამუდამოდ დაიდეს ბინა ჩემს გულში. – შეჩერდი წამო,მშვენიერი ხარ..

2011 წელი, 25 იანვარი.კორიდორში ბავშვები ირევიან.მიყურებს,შევამჩნიე.. არ შევიმჩნიე.. რა უნდა.. მგონი რაღაცის თქმა,მაგრამ ვერ მეუბნება.ცდილობს თვალებით მიმახვედროს,ვხვდები.. მაგრამ არ ვაღიარებ,ჯერ – მან! – შეჩერდი წამო,მშვენიერი ხარ..

2011 წელი,19 მაისი.ყველაფერი შეიცვალა.ის აღარ ვარ რაც წინა წელს ვიყავი.არც ის ვიცი უკეთესი თუ უარესი.. ცხოვრებას მშვიდად ვუყურებ,ვაკეთებ ყველაფერს რომ მივიღო ის რაც მინდა,მდორე ცხოვრება არ მიყვარს.. მაგრამ რა ვქნა თუკი წამებს ვერ ვაჩერებ.. 

გაგრძელდი წამო,არ შეჩერდე! მხოლოდ.. მშვენიერიდან უმშვენიერესად გადაიქეცი..


18 Comments leave one →
  1. May 19, 2011 22:01

    მუდამ მომწონდა, როდესაც ვკითხულობდი პოსტს, სადაც მხოლოდ პროტონებიანი ამბების შესახებ ეწერა.
    დიდი სიამოვნება მივიღე. მადლობა შენ ასეთი პოსტისთვის.
    ძალიან კარგად მოვიქეცი, შენ რომ დაგთაგე.
    :*
    პ.ს. სიმღერა, რა თქმა უნდა, შესანიშნავია. ძალიან მიყვარს.

  2. May 19, 2011 22:06

    “2010 წელი,3 ნოემბერი. ჩემი გოგონები❤ ყველაზე თბილები და კარგები.. გაკრეჭილები! პირველად ვნახე.შევიყვარე.სამუდამოდ დაიდეს ბინა ჩემს გულში. – შეჩერდი წამო,მშვენიერი ხარ.."

    როგორ ძალიან უყვარხარ გაკრეჭილებს შენ ხომ არ იცი❤ ძალიან კარგი ხარ ან :* ისე რაღაც ჩამჭრელი წავიკითხეეეეე 😛❤

    • May 19, 2011 22:35

      მეც,როგორ მიყვარხაართ❤
      ჩამჭრელიი?😀 აბა რაა? აბა რაა?❤

  3. May 19, 2011 22:43

    მშვენიერი იყო ანა❤ შენი პოსტები ძალიან მიყვარს. თბილი და ლამაზი🙂

    • May 20, 2011 00:24

      მე ძალიან მიხარია,რომ კითხულობ და მით უმეტეს თუ გიყვარს მარიტა❤🙂

  4. May 19, 2011 23:38

    როგორი კარგი პოსტია.
    უამრავ ასეთ წამს გისურვებთ გოგონებოოოოო

  5. May 21, 2011 14:10

    ან, შენი ახალი ავატარი ძალიან ლამაზია. ^^

    • May 21, 2011 16:01

      ვარჩიე,ვარჩიე და მაინც ვერ ავარჩიე ჩემი მოსაწონი..❤ თუმცა ბოლოს ეს დავაყენე.🙂

  6. May 21, 2011 14:39

    თბილია ეს პოსტი და კარგი🙂

  7. May 22, 2011 13:01

    saagggoolll

  8. May 22, 2011 13:19

    სიმღერებს დებ ძალიან კარგებს <33
    პოსტი ორჯერ უფრო ლამაზი და სასიამოვნო წასაკითხი ხდება❤

    • May 22, 2011 18:08

      პოსტის წერას იმდენ დროს არ ვანდომებ,რამდენსაც სურათის და მუსიკის არჩევას მგონი..🙂
      და ძალიან მიხარია,ხოლმე როცა აღნიშნავენ რომ ერთმანეთს შეეფერება❤

  9. June 6, 2011 21:15

    კარგი და დადებითი პოსტიია❤

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: