Skip to content

დამნაშავე და საკადრისი სასჯელი ანუ ეს მრგვალი ბურთი კვლავაც იბრუნებს,თქვენ იკითხეთ თორემ..

May 15, 2011

მოდით ასევ თქვათ : იყო დრო,როცა მთავარი ღმერთი იყო,როგორც ამას ბიბლია გვეუბნება.რა თქმა უნდა დღემდე ისაა მთავარი და სასწაულები  რაც ჩვენს ირგვლივ დღემდე ხდება ამას გვიმტკიცებს.ეს ქვეყნის არსებობის დასაწყისი იყო,მას შემდეგ დედამიწა ადამიანებით დამძიმდა და დღესდღეობით მასზე 7 მილიარდამდე დავაბიჯებთ.თავიდან ორნი იყვნენ – ადამი და ევა,მერე ოთხნი და როგორც ჩანს ასე კვადრატში აყვანით დღესდღეობით ამ რიცხვამდეც მოვედით.თუმცა არა,ისევ ერთი მოვლენა გამომრჩა,წარღვნა.. მაშინ ნოე თავის კიდობანით გადარჩა,რომელზეც რვა ადამიანი იმყოფებოდა,თუმცა ნოე კიდევ ხვდებოდა გზა და გზა სხვებს.. მოკლედ ისეთი არაფერი,მაგას ჩვენ მაინც ვერასდროს გავიგებთ რა ხდებოდა მაშინ.. ამიტომ მოდით იმაზე ვისაუბროთ რასაც დღესდღეობით ჩვენივე თვალებით ვუცქერთ.. გამოქვაბულებში ჩვენ აღარ ვცხოვრობთ,პირიქით ყველანაირ კომფორტს ვიქმნით,თუმცა რის ფასად.. ქარხნები,გამონაბოლქვი,ნარჩენები..

ამ რამდეიმე დღის წინ გეოგრაფიის კონფერენციაზე გახლდით,თემა “დედამიწა ჩემი სახლია” გახლდათ და იქ შეკრებილი ბავშვები ეკოლოგიურ პრობლემებზე ვსაუბრობდით,სიმართლე გითხრათ გეოგრაფიის დიდი მოყვარული არ გახლავართ,მაგრამ დედამიწა მიყვარს და არ მინდა ამ უზარმაზარმა,ვითომ “მრგვალმა ბურთმა” არსებობა დაასრულოს.

საბოლოოდ შევთანხმდით,რომ ყველაზე დიდი პრობლემა ის “რობოტები” არიან,რომლებიც ყოველ ფეხის ნაბიჯზე გვხვდება..

ყველაფერი ხელოვნური,აზიანებს ყოველივე – ბუნებრივს! მე ეს დასკვნა გამოვიტანე.თუმცა ყველაზე დიდი პრობლემა რა თქმა უნდა თვითონ ადამიანია.ხოდა ჩვენ ადამიანები ვისხედით 3 თუ 4 საათის განმავლობაში,ზუსტად არ მეცალე დროის დასათვლელად და ვცდილობდით დაგვედანაშაულებინა ესა თუ ის “რობოტი”,რომ დამნაშავე ის იყო და როგორღაც უნდა მოგვეხერხებინა რომ ასე აღარ გაგრძელებულიყო,თორემ ისევ დადგება დღე,როცა დედამიწა ღერძიდან იმდენად გადაიხრება რომ მოხდება ზონალური სარტყლურობისა და ჰაერის მასების გადაადგინება და ბლა.. ბლა.. ბლაა… )))

და ეს ყოველივე გამოიწვევს ისეთ მშვენიერ და ლამაზ რამეს,რაც ძალიან სახალისო მულტფილმ Ice Age-შია. რა მაგარი იქნება არა აფრიკაში თოვლი❤ მმ.. მაგრამ ვითომ,დარჩება კი აფრიკის კონტინენტი ისევ ხმელეთად? აი ესაა საქმე.. ცუდი,სწორედ ისაა რომ ამ მოვლენის განვითარებას ვერავინ გათვლის წინასწარ.. ამის შემდეგ ისევ “რობოტია” დამნაშავე რამეში,თუ ის ვინაც ეს რობოტი შექმნა?.. ის ვინც დედამიწას ამძიმებს,ყოველ დღე უფრო და უფრო მეტად.

რამ გამოიწვია ოზონის ხვრელების გაჩენა? ის რადიაცია საიდან გაჩნდა,რომელმაც თითქმის მთელი აზია მოიცვა უკვე?

თურმე ყველაფერში დამნაშავე დედამიწაა და მის გულში მიმდინარე პროცესები.. კი ბატონო ლითოსფეროს ფილების გადააგილებამ და მთების წარმოქმნამ მოახდინა ეს საშინელი მიწისძვრა,მაგრამ მიწისქვეშეთში ატომური საგური ვინ ააშენა? თქვენ გსიამოვნებთ ხოლმე ვირუსები თქვენს ორგანიზმში დაუკითხავად,რომ იჭრებიან და მთელს ორგანიზმს გისპობენ და გინადგურებენ? ხოდა იცით რა.. იყავით ასე,დააჩქარეთ ყოველივე უბედურება და მერე დედამიწაც ამოისუნთქავს! ნაკლები დარჩებით ამ ქვეყნად მავნე პარაზიტები! ისევე გაიწმინდება მისი ზედაპირი,როგორც დიდი ხნის წინათ წარღვნისას.. ხოდა თუკი საერთოდ არ აიჭერით და ჩვენც არ ჩაგვითრიეთ,იქ სადაც ახლა ვარ,საქართველოში არც გამყინვარების მეშინია და არც თქვენი ატომური სადგურების.. ყველაზე კარგი გეოგრაფიული მდებარეობა გვაქვს და ჩვენ მაინც ვიზრუნოთ ამ პატარა ქვეყანაზე.. მზესუმზირას,რომ ჩააკნატუნებთ იქნებ ინებოთ და მიზაზე კი არ დააგდოთ მისი ქეფჩო,ხელში დააგროვოთ და ურნაში ჩაყაროთ,ასე გგონია ამ პატარა რამით ქვეყანას არაფერს ვნებთ,მაგრამ გახსოვდეთ თქვენს გარდა  აქ კიდევ 3 მილიონზე მეტი არამიანი ცხოვრობს დ მათაც უყვართ მზესუმზირის კნატუნი : )

თემა მომიწონეს,საპატიო ადგილიც მომანიჭეს (2) და სახლშიც ხელდამშვენებული გამომიშვეს.მერე დის დაბადების დღე ვიზეიმე და გარწმუნებთ ნარჩენები ურნაში გადავისროლე და არა ქუჩაში!

დორის ათვლა დაიწყო! ამ წუთიდან დაახლოებით 50 000წელიწადში კაცმა არ იცის რა მოხდება.. თქვენ მაინც არ იარსებებთ იმ დროისთვის,ასე რომ მშვიდად იყავით!🙂

 აი ეს იქნებოდა ყველაზე ცუდი სიტყვები! )) ეტყობა ასე აფრთხილებდნენ შთამომავლობებს ჩვენი წინაპრები და იმიტომაც ვართ ამ დღეში!..

შემოუნახეთ დედამიწა შთამომავლობას!


10 Comments leave one →
  1. May 15, 2011 18:52

    ჰო, გეთანხმები. ადამიანები და მხოლოდ ადამიანები არიან დამნაშავეები. ისე ვგლეჯთ და ვწიწკნით დედამიწას, რომ კიდევ კარგად უძლებს…

    • May 15, 2011 23:50

      ხოდა,რომ შევწუხდი ამ ყოველივეს ყურებით ავდექი და ასეთი ცოტა აგრესიული პოსტი დავწერე. ))

  2. May 15, 2011 21:32

    საკმაოდ კარგად განვრცე თემა. ეს სიმღერა ძალიან შეეფერებოდა ამ თემატიკის პოსტს. უფრო მეტად ემოციური და გუგებგასაფართოებული გახადა ეს სტატია.
    ყოჩაღ, ანა.

    • May 15, 2011 23:51

      მიხარია,თუ კარგი გამოვიდა.
      მადლობ მაცო.

  3. May 15, 2011 21:38

    saintereso iyo + simgerac dzan momewona :*

  4. May 15, 2011 22:32

    გავგიჟდები .. შენი მუსიკალური გემოვნება მკლავს და მიხარია რომ მკლავს.. სასიამოვნოა :დ :დ :დ

    პოსტიც მომწონს, ძაიან სასიამოვნოდ იკითხება ^_^

    • May 15, 2011 23:52

      ახლა შენ წარმოიდგინე მე როგორ მიხარია ეგ ამბავი🙂❤

  5. May 16, 2011 15:14

    გილოცავ მეორე ადგილს🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: