Skip to content

იდეალური თანამგზავრი.

May 6, 2011

15 დღის თეგ-თამაშს ვაგრძელებ,შემდეგი თემა კი – “იდეალური ბიჭია”. როგორია ჩემს წარმოსახვაში დახატული,ჩემი ცხოვრების იდეალური თანამგზავრი?

To Me You Are Perfect!

აი ასეთი მაღალი,ქერა და ცისფერთვალება? ნწწ,არაფერიც.. ))) ქერები ასე ვთქვათ ჩემს გემოვნებაში არ ჯდებიან.. თუმცა აქვე ვიტყვი,რომ ჩემთვის მისი იდეალურობა გარეგნობით  არ განისაზღვრება.. არ ვიცი რატომ არ,მაგრამ გარეგნობას იმდენად დიდ მნიშვნელობას ვერ ვანიჭებ,როგორც მის გონებრივ ან თუნდაც ფიზიკურ შესაძლებლობებს..

მოდი გარეგნობა აღვწერთ:

“-მაღალი და ტანადი.ძალიან მიყვარს თეთრი სახის ადამიანები,მაგრამ არც ძალიან ქერა და არც ძალიან მუქი,შავი თმით.. ყავისფერი ალბათ ყველაზე ლამაზი ფერია ჩემთვის.. ძალიან მუქი ფერის თვალები მიყვარს,შავი❤ ღრმა და აზრიანი გამოხედვა უხდებათ თვალებს და არა უაზროდ აქეთ-იქით ცეცება.. მგონი გარეგნობაში არაფერს ვაქცევ იმდენად დიდ ყურადღებას,რამდენადაც თვალებს.. ) მიყვარს,როცა ადამიანებს თვალებში ვუყურებ და ალბათ ამიტომ,არ მინდა ოდესმე მომბეზრდეს ჩემი თანამგზავრის თვალებში ყურება..❤ სხვა რა გითხრათ,ის ვიცი,რომ გემოვნებას ვერასდროს დავუგდებ ყურს და ყოველთვის ცივი გონებით და თბილი  გულით ვიმოქმედებ… მხოლოდ ერთი ვიცი,მისი თვალები.. სხვა არაფერი!..”

სხვა:

“- სხვა? რად უნდა იმას თქმა,რომ კეთილი უნდა იყოს.. რომ ყველაზე მეტად მასში იმას დავაფასებ,თუკი ამ ქვეყნად შეუძლია საკუთარ თავზე მეტად სხვა უყვარდეს.. თუნდაც მე არა.. ბედნიერების ფასი უნდა იცოდეს და დააფასოს  ის რასაც ერთად შევქმნით,ისევე როგორც ამას მე ვიზამ❤ მოკლედ,რომ ვთქვა ბევრი ლაპარაკი მე არ მიყვარს და უთქმელად უნდა მიხვდეს რა მინდა და განსაკუთრებით მაშინ როცა ჩემთვის ეს რაღაც აუცილებელია.. მართალია ძალიან წუნია და ჯიუტი ვარ,მაგრამ თუ ვიღაცამ გამიგოო მაშინ ხომ ორი აზრი არ არის ის – იდეალური ადამიანია!

ცანცარი,რომ მიყვარს მაგას არაუშავს.. >.< იმასაც უნდა უყვარდეს,თორემ ცხოვრება ძალიან მოსაბეძრებელია როცა ყველაფერს შავ-თეთრი სათვალით უცქერ.. იყო ისეთი იქ,სადაც როგორია საჭირო.. ეს ერთობ ჩახლართული წინადადება ცხოვრებაში მარტივია და უნდა შეძლოს გაიგოს და განახორციელოს..  უკეთესია ერთ საქმეში იყოს წარმატებული,ვიდრე ამ ქვეყნად ყველაფერი იცოდეს ცოტ-ცოტა..

ო,იდეალურო,იდეალურო… “

და ბოლოს:

” – რა სასაცილოა ეს ყველაფერი.. რა საჭიროა ამაზე საუბარი.. მიყვარს? ე.ი. იდეალურია.. მორჩა და დამთავრდა! “

12 Comments leave one →
  1. May 7, 2011 00:36

    ანა სანამ ამ პოსტს დაწერდა ასე გაიფიქრა ეტყობა, თუ იდეალია, ბარეღამ ნამდვილი იდეალი იყოსო, და ქე ჩამომივიდა დორბლი, წარმოსახვაში რომ წარმოვიდგინე.
    უფუფუუფუფუფ..
    მუსიკა მშვენიერია..
    გისურებ, ასეთი და ამაზე უკეთესი მალე გეპოვნოს. :*

    • May 8, 2011 12:55

      😀 შევეცადე.
      მადლობ მაცო,თუმც ძალიან მეეჭვება ასეთი ვიპოვნო.. :*

  2. May 7, 2011 13:13

    მოვიხიბლე ამ “იდეალური თანამგზავრით” : )))

  3. aNo permalink
    May 7, 2011 18:05

    dzalian momwons shenii blogii ro shemovdivar simshvidis shegrdznebas mitovebs❤

  4. May 10, 2011 19:26

    აააა, კიდევ აქ ვარ..
    არა, არ შეიძლება ასე..
    სიმღერებს ვუსმენ სულ..
    გეგონება, საუნდქლაუდზე ვერ ვნახავდი, მაგრამ აქ სხვა ხიბლი აქვს.. ^^

  5. May 16, 2011 20:04

    ჰმ, თან მეშინია როცა ასეთ აღწერებს ვაწყდები, თან აბა რა გითხრათ, ცოტა უნდა იოცნებოს ადამიანმა, პლუს ვინ ვინ და ადამიანზე უკეთ ვინ იცის, როგორი ხასიათის ადამიანს გაუგებს, მთავარია საკუთარ თავს ვიცნობდეთ და მეორე ნახევარის ხასიათსაც ამოვიცნობთ🙂 როგორც თავსატეხებში, ისე რა…

    ხოდა, რავიცი… კარგი და თბილი პოსტია :* ოცნების ხასიათზე დამაყენა…

    • May 22, 2011 18:05

      ხო,იმდენი ვიბოდიალე მაგრამ ალბათ სულ ტყუილად🙂 ასეთი მაინც არ იქნება,ალბათ..🙂

  6. May 22, 2011 13:32

    ” – რა სასაცილოა ეს ყველაფერი.. რა საჭიროა ამაზე საუბარი.. მიყვარს? ე.ი. იდეალურია.. მორჩა და დამთავრდა! “

    !!!!!!!!!!

    და სიმღერა….❤

    • May 22, 2011 18:06

      ბლანტი ძალიან მიყვარს თავის სიმღერებითურთ.❤

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: