Skip to content

უსაზღვრო სიცარიელე

April 27, 2011

She's really just a empty soul.

თუკი შენს ირგვლივ უსაზღვრო სიცარიელეა,რატომ არ შეგიძლია წახვიდე შორს.. იქ სადაც იპოვნი იმას რასაც ეძებ? რითაც შეძლებ შეავსო

ცარიელი გონება,ცარიელი დღიური,ცარიელი სისხლძარღვები,ფილტვები.. ცარიელი გული..

სიცარიელე ფიქრებში..

სიცარიელე სულში..

რაღაც გაკლია და ეს ნაკლებობა არაფრით ჩამოუვარდება ჟანგბადის ნაკლებობას.. გრძნობელობას კარგავ,თვალებს თითქოს მზის სხივი დააკლდათ და ყველაფერი ირგვლივ აჭრელდა,იმ წუთამდე ვიდრე არ იგრძენი რომ გონს ახლახანს მოხვედი.. რამდენიმე წუთი კი სხეულმა ის გაშეშება შეიგრძნო,რასაც სული გრძნობდა..

თუმც სხეულს მოეშვა,სულს – არა..

რა ხდის ბედნიერს ან ერთს ან მეორეს? –  სითბო? სიახლოვე? გრძნობები? სიტყვები?.. ისინი ვერ ავსებენ ამ უსაზღვრო სიცარიელეს..  სად შეიძლება დაიკარგოს ადამიანი ისე,რომ ნიადაგი ფეხიდან გამოეცალოს.. ღრუბლები ციდან გაიფანტნონ..

ამას მხოლოდ სული გრძნობს,მაგრამ სხეული მას ემორჩილება.. მხოლოდ სხეული ვერ მოახერხებს დაიმორჩილოს სული.. და როცა მონდომებს,გაეცლება ამ უსარგებლო ფიტულს,იქ სადაც ფეხ ქვეშ მიწა არ არის,ცაში კი ღრუბლები.. იქ სადაც არ ცხოვრობს გრძნობები.. იქ სადაც ხარ მშვიდი,იმიტომ რომ სიცარიელე შენმა სულმა შეავსო!..

აი თურმე რას ეძებს ადამიანი,მთელი მისი არსებობის მანძილზე ამ ქვეყნად..

სულს,რომლის ნაკლებობაც იწვევს ჟანგბადის ნაკლებობას.. და გაფიქრებინებს,რომ ირგვლივ უსაზღვრო სიცარიელეა..

14 Comments leave one →
  1. April 27, 2011 20:48

    სიცარიელე ფიქრებში..
    სიცარიელე სულში..
    სიცარიელე..
    აი, თითქოსზუსტად ამას განვიცდი ახლა.

    ხვალ ჩემი დაბადების დღეა, ბავშვობიდან განსაკუთრებულად ველოდები 16 წელს, მაგრამ განწყობა – 0.
    კბილი მტკივა, თავი უფრო მეტად.
    საშინლად ვარ. (((

    • April 27, 2011 21:02

      უიმე (((
      ტკივილი გაივლის ხომ იცი ))
      სხვა დანარჩენს,რაც შეეხება.. მე ვფიქრობ,16 წლის ხომ ცხოვრებაში ერთხელ ხდები.. : ) ხოდა იბედნიერე მაგ დღით რაც არ უნდა მოსაწყენი იყოს..❤

  2. April 27, 2011 21:06

    მოსაწყენია ახლა და მერე როგორი იქნება..
    საშინლად ვარ..
    სუიციდი.. სსსსს

    • April 27, 2011 21:13

      მჯერა,რომ რაღაც კარგი მაინც იქნება.. )) მთავარია მოინდომო,რომ კარგი დღე იყოს.. და იქნება.. )

  3. April 27, 2011 21:33

    როგორ მოვინდომო?
    აი, ერთი მეგობარი ვერ ჩამოდის თბილისში, სოფელშია წასული. მეორეს არ სცალია.. დანარჩენები არ მინდა..
    გეფიცები, ასე ჯერ არ ვყოფილვარ.
    აი.. : სსს

    • April 27, 2011 21:42

      ნახეე.. ) ჩემი დაბადების დღე 7 ივლისსა.. შუა ზაფხულში და არც ერთი მეგობარი ქალაქში არ იყო ხოლმე ბავშვობაში მახსოვს.. ძირითადად სულ ახლობლებთან მიხდებოდა აღნიშვნა,მაგარამ რა მექნა აბაა? )))
      ძალიან ცუდია,როცა ყველაფერი ისე არ არის როგორც გვინდა.. თუმცა ეს თჲ ვერ გავიგეეთ,მაშინ ყოველი დღე მოსაწყენი და მოსაბეზრბელი იქნება..

  4. April 27, 2011 21:58

    შენ შეცვეული ხარ, მე აა..
    აი, მარლა ყველაფრის ხალისი დამეკარგა.. :**

  5. May 15, 2011 21:55

    ❤ მალე გაიღვიძებ ძალიან სავსე და აღარ დაცარიელდები..
    უბრალოდ გაიღიმე დამიმოიხედე, რამდენი მშვენიერი რამეა გარშემო და შეიგრძენი❤

    • May 15, 2011 23:45

      ❤ ვგიჟდები ასეთ დღეებზე,მართლაც რომ ცხოვრება მიხარია და ყველაზე მეტად ის მხდის ბედნიერს,რომ ასეთი დღეების ნაკლებობას არ განვიცდი ))

  6. May 16, 2011 20:13

    ასე მგონია რომ, ფილმს ვუყურებ, ამ მუსიკასთან და ტექსტთან და სურათთან ერთად… 0_o
    ააჰმ მაგარია ^_^

  7. June 20, 2011 19:11

    უზომოდ მომეწონა ბინდის სიმღერა პოსტზე🙂.
    პოსტიც ძალიან ძალიან კარგია.
    სიცარიელე :^^ მუდან ჩვენს გვერდით ^^

  8. July 28, 2012 01:01

    ისეთი შეგრძნება არასოდეს გქონია,თითქოს რაღაც გულისამრევ სიცარიელეს გრძნობ შიგნით და ყელში გაწვება,მძიმედ,უფრო და უფრო მძიმედ.მაღლა ამოსვლა უნდა,მაგრამ ისევ უკან გულს უბრუნდება.თვალს გაახელ და ირგვლივ სიცარიელეა,იმის მიუხედავად რომ სუნთქავენ,ტელევიზორი ჩართულია,ტელეფონი რეკავს,კარზე ზარის ხმა ისმის,მაინც უძრავია და მკვდარია ყველაფერი…სიცარიელის უსასრულობის შეგრძნება,რომელიც მომავლის იმედსაც გიქრობს,ერთი ხელის მოსმით გიკლავს და შემდეგ დაგცინის…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: