Skip to content

მზის სხივს შეხვდა წვიმის წვეთი,მოეწონათ ერთმანეთი.

April 20, 2011

საოცარი დღე იყო,მართლაც რომ გამორჩეული რადგან ერთდროულად წვიმდა კიდეც და მზეც იყო.. ასეთი რამ ხომ ძალიან იშვიათი შემთხვევაა ბუნებაში.. მათაც ეუცხოვათ ერთმანეთი.. მაგრამ ამავე დროს,მიუხედავად იმისა,რომ პირველად შეხვდნენ ერთმანეთს სიშორემ და უცხოობამ ვერ მოახერხა დაევიწყებინა წვიმას მზის არსებობა და პირიქით..

მზეს წვიმა ენაცვლებოდა.. წვიმას – მზე.. ისინი ვერასდროს ახერხებდნენ შეხვედრას.. მათ შორის პაექრობას დასასრული არ უჩანდა.. ხან ერთი ახერხებდა დაეძლია მეორე და გაბატონებულიყო,ხანაც – მეორე.

დღეები დღეებს მისდევდა,დრო გადიოდა ისე თითქოს წელი დღედ იქცა,წუთი კი – წამად.. ისევე როგორც ქვეყნად თაობები,წვიმის წვეთებიც და მზის სხივებიც ერთმანეთს ცვლიდნენ..

დადგა დღე და ისეთი თავსხმა წვიმა მოვიდა,რომ მცხუნვარე მზემაც კი ვერ მოახერხა მისი შეწყვეტა.. წვიმდა საოცრად.. მზე აცხუვნებდა ისე,როგორც არასდროს.. ქვეყანა თითქოს იწვოდა,მაგრამ წვიმა გულს უგრილებდა.. თითქოს გაბრაზებულ წვიმას უნდოდა მიწასთან გაესწორებინა ყოველივე ამ ქვეყნად,რადგან მის წინააღმდეგ იყო ყველაფერი.. მზე კი თითქოს თავის მშვიდ ბუნებას ინარჩუნებდა და ცდილობდა წვიმის მიეს დაზიანებული გაემთელებინა..

ქვეყნის ერთ კიდეში წვიმის წვეთივით ცივი,მაგრამ ემოციური  ვაჟი დაიბადა.. მეორეში – გოგონა.. მზის სხივივით ლამაზი და ხალასი..  ეს დღე ბუნებამ გადაიტანა,ისევე როგორც ერთ დროს მათი შეხვედრის დღე..

ვაჟს მზე უყვარდა საოცრად.. სითბო და მხიარულება..

გოგონას კი – წვიმა.. ისე,როგორც არაფერი ამ ქვეყნად…

15 Comments leave one →
  1. April 20, 2011 18:53

    Tbilia da momewona🙂

  2. April 20, 2011 20:21

    ძალიან სასიამოვნოდ წასაკითხი იყო.. სითბოთი და თბილი სხივებით გაჟღენთილი..
    რამდენჯერმე წავიკითხე და ერთ მონაკვეთზე სულ ბიძგს ვგრძნობდი >> მაგრამ ამავე დროს,მიუხედავად იმისა, >> აი, ამაზე.. არ ვიცი, რატომ, მაგრამ აშკარად რაღაც არ ხვდება ყურში/გონებაში კარგად..
    კრეატიული ადამიანი ხარ, ანა. ^^

    • April 21, 2011 12:32

      ჩემი ძალიან ცუდი ჩვევაა,ის რომ ერთხელაც არ გადავიკითხავ ვიდრე გამოვაქვეყნებ :ს მერე ძალიან ბევრი რაღაცის ჩასწორების სურვილი მიჩნდება და მოკლედ მირჩევნია ხოლმე პირდაპირ გამოვაქვეყნო.. შეცდომებიც საკმაოდ ბევრი მაქვს ხოლმე ამდაგვარი ამიტომ.. )

  3. April 21, 2011 00:41

    მმ.. გაზაფხულისნაირი პოსტია🙂
    თბილი

    • April 21, 2011 12:31

      გაზაფხულის ბრალი იყო,რომ დაიწერა🙂

  4. April 21, 2011 17:03

    dzalian tbili postia. momwons sheni blogia dzalian🙂

  5. May 15, 2011 21:59

    ვგჟდებიი მასეთ ამინდზეე❤

  6. May 16, 2011 20:08

    ჰააჰ… ქეითი არ არის ესა? ვიცან ხმაზე…
    მმმ… მუსიკა როგორ უხდება, უცებ წარმოვიდგინე წვიმის წვეთი და მზის სხივი :დ :დ
    ვაიმე მულტფილმიც უნდა იყოს ამდაგვარი: ცეცხლის ბიჭი და წყლის ასული ბოროტებას რომ ებრძვიან… ჰმმ…

    • May 16, 2011 21:44

      ვაიმე,რა კარგი იდეაა :დ
      გადასარევი მულტფილმი იქნებოდა❤🙂

  7. May 19, 2011 13:41

    როგორ მიყვარს წვიმა❤ და შენი პოსტის მერე უფრო შემიყვარდა

  8. February 15, 2015 19:33

    ძაან კარგი მოთხრობა იყო❤

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: