Skip to content

წერილი (V) – ადამიანს,რომელსაც არ ვიცნობ.

April 16, 2011

წერილი (I) – საუკეთესო მეგობარს
წერილი (II) – “მას”
წერილი (III) – ჩემს ოცნებებს
წერილი (IV) – მშობლებს

დაე,ჩვენი პირველი შეხვედრის ნიშნად მთელმა სამყარომ ყვავილების გვირგვინი დაწნას.

“შენ მე არ მიცნობ,მე კიდევ შენ მაგრამ ჩემს ბლოგს კითხულობ ე.ი. რაღაც საერთო მაინც გვაქვს.. ან მოგწონს ან არა.. გააჩნია ალბათ რა ხასიათზე ხარ,ისევე როგორც მე როცა ვწერ.. არც ის ვიცი რა უნდა გითხრა,ახლა ამ წერილს რომ კითხულობ ძალიან მიხარია.. ჩემთვის უცხო ხარ მაგრამ ჩემს ფიქრებს იზიარებ ამავე დროს.. ერთი ვიცი შენს შესახებ,ცნობისმოყვარე ადამიანი ხარ.. სხვაგვარად ჩემს წერილს არც  წაიკითხავდი.თუმცა,რატომ ვცდილობ შენს აღწერას,ამას ხომ მაინც ვერ მოვახერხებ.. ეს მხოლოდ ჩემი ფანტაზიაა.. ნამდვილად არ ვიცი ახლა რას ფიქრობ,მე ის ვიცი რომ მინდა  დიდი,ლამაზი წერილი დაგიწერო,რომ ჩემს ბლოგზე ისევ შემოხვიდე.ოდესღაც,ხომ ყველანი უცხონი ვიყავით ერთმანეთისთვის,მაგრამ დედამიწა ტრიალებს,ჩვენ ვმოძრაობთ,ერთმანეთს ქუჩაში იქნებ  ბევრჯერ ჩავუარეთ კიდეც ან იქნებ საერთო ნაცნობი გვყავს,მაგრამ ერთმანეთს არ ვიცნობთ.მერე რა მოხდა იქნებ ერთ დღესაც გავიცნოთ კიდეც ერთმანეთი,იქნებ ამ წერილმაც მოახერხოს ეს.. გწერ არა იმიტომ,რომ მეგობრების ნაკლებობას განვიცდი,არამედ იმიტომ რომ შენ ერთი დიდი თამაშის ნაწილი ხარ,რომელსაც “წერილები” ჰქვია.. თუმცა ცხოვრებაც,ხომ თამაშია და მოთამაშეთა უმეტესობა  ერთმანეთს არც ოცნობს..

უბრალო ადამიანური წერილია,უბრალო ადამიანისთვის დაწერილი.. გაუფორმებელი ყალბი,ზედმეტი სიტყვებით.. უცხო ხარ და ამ წერილით უნდა გამიცნო!.. ხოდა მინდა პირველივე შთაბეჭდილება ისეთივე იყოს,როგორიც სინამდვილეში ვარ.. ამ წერილში ბევრი საკუთარი აზრი და შეხედულება ჩავდე.. დაე,დღეიდან შენც მიცნობდე.. ისევე,როგორც დანარჩენები.. როგორც უკვე ვთქვი,ოდესღაც ხომ ჩემთვის სულ ყველა უცხო იყო.. ცხოვრების ყოველ საფეხურზე კი,ახალ ადამიანებს ვიცნობ და ქვეყნად ჩემთვის ერთით ნაკლები უცხო რჩება..

ახლა შენ კი მიცნობ,მაგრამ მე რომ არ გიცნობ? ეჰმ,რატომ არის ყველაფერი ასეთი რთული.. იმედია შენთვის მაინც არის იოლი..”

21 Comments leave one →
  1. April 16, 2011 16:31

    როგორი ლამაზი და ემოციური წერილი გამოგივიდა.
    აი, ეს კონვერტში ჩადებული ტკიცინა წერილი რომ იყოს, თავისი მარკით.. ჰაჰ, უცებ გადავერთე ოცნებებში.
    აი, წარმოვიდგინე თავიდან, რომ თითქოს ფოსტალიონმა შენი წერილი მომიტანა გავხსენი და ეს რა დამხვდა..
    აი, რაღაც დავიბენი.. აზრებს ვერ ვუყრი ერთად თავს.. რაღაცნაირად მომეწონა.
    მოკლედ, დღეს დაბენული ვარ, არ შეიმჩნიო.😀
    კარგია, ძალიან კარგი..❤

    • April 16, 2011 20:04

      შევეცადე❤ როგორც აღვნიშნე,უბრალოდ ის დავწერე რასაც მართლა ვფიქრობდი და რისი თქმაც მსურდა.. )

  2. April 16, 2011 19:20

    ❤❤ თბილი და ტკბილი…რომ იცოდე ან როგორ მიყვარს შენი წერილების კითხვა! :* :*
    ,,ცხოვრების ყოველ საფეხურზე კი,ახალ ადამიანებს ვიცნობ და ქვეყნად ჩემთვის ერთით ნაკლები უცხო რჩება..'' მართლაც….

    • April 16, 2011 20:05

      მე წერა მიყვარს ეუს❤ და მითუმეტეს ძალიან მიხარია,როცა სხვასაც სიამოვნებს ჩემი ნაწერის კითხვა :*

  3. April 19, 2011 11:55

    მართლა თბილი და ლამაზი წერილი გამოგსვლია🙂

  4. Ana Julayidze permalink
    April 19, 2011 15:23

    საინტერესოა… დგეს საინტერესო ტრენინგი გვაქვს და ერთ კატალოგში აღმოვაჩინე ეს ბლოგი… აღფრთოვანებული ვარ :):):) ხშირად გესტუმრებით:):):)

    • April 19, 2011 15:28

      ძალიან მიხარია,შემოიარეთ ხოლმე❤
      ისე საინტერესოა,რა ტრეინინგი? ))

  5. April 25, 2011 21:29

    მშვენიერია..

    უბრალოდ რუსული სიმღერებს ვერ ვამუღამებ.. (

    • April 30, 2011 20:15

      “უმათურმანი” მიყვარს მე და რამდენიმე გამონაკლისი,თორემ საერთო ჯამში რუსული ესტრადისგან შორს ვარ..🙂

  6. :)))))) permalink
    May 6, 2011 22:42

    ძალიან ლამაზი წერილია, სასიამოვნოდ იკიტხება დაასევე სასიამოვნო იქნები შენ,შეიძლება შენი შემოქმედება არ არის, მაგრამ მაინც კაი იყო:)

    • May 6, 2011 23:06

      მიხარია.. )) ნამდვილად ჩემი შემოქმედებაა შენთვისათ დაწერილი,რადგან უცხო ხარ ჩემთვის,თუმც აი ეს წერილი წაიკითხე და მიხარია..❤

  7. VeeNgo permalink
    May 14, 2011 02:12

    მართლა კარგიაა… : )

    ძალიან ნიჭიერი ადამიანი ხარრ… : )

  8. qristi permalink
    June 1, 2011 15:15

    dzalian kargi da emociuri werili gamogivida

  9. qristi permalink
    June 3, 2011 08:50

  10. January 6, 2012 18:21

    არ ვტოვებდი კომენტარს… ბევრი პოსტი წავიკითხე, მომაჯადოვა და ვიფიქრე, რომ ადამიანს ყველა პოსტის ასე წერა უბრალოდ არ შეუძლია. ახლა კი მართლა მოჯადოვებული კომენტარს ვწერ, და ვერ გადიდებ. იმიტომ, რომ ამის ძალა არ შემწევნის. არ მიყვარს ასეთი პოსტები.. ასეთ პოსტებზე მე ვგიჟდები… და ალბათ ყველაფერ ნათქვამია.. ერთ–ერთი საუკეთესო ბლოგერი ხარ.. ერთ–ერთი არა.. ჩანაწერების და მხატვრულობის მხვრივ ერთადერთი❤ :)))

    • January 6, 2012 22:32

      უიმე,არა.. არა.🙂 ძალიან თბილი და სასიამოვნო სიტყვებია,მაგრამ თავმდაბლობა ჩემგან..
      დიდი,დიდი მადლობა.❤ შენი ბლოგიც შესანიშნავია.❤

  11. Anna... permalink
    February 19, 2012 00:59

    lamazi da tbili werila🙂 blogebis datvarieleba axlaxans daviwye da jer jerobit sami blogi momewona , mat shoris es🙂 warmatebebi🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: