Skip to content

“მეხუთე ელემენტი.. “

April 13, 2011

.

მგონია – ერთი,ვფიქრობ – მეორეს,ვგრძნობ – მესამეს,ვაკეთებ – მეოთხეს.. ვერაფერი ვერ გავიგე… მაგრამ ის ვიცი,რომ ამ დროს ყველა დანარჩენი არ მაინტერესებს,მხოლოდ მეხუთე (♥) მინდა..

რა ძლიერი გრძნობაა სურვილი,რატომ არ შემიძლია მოვერიო.. ალბათ არ მინდა,თორემ ვიცი შევძლებდი.. ავდგე და უბრალოდ დავნებდე? არასოდეს!

მაგრამ მღლის,ძალიან მაცლის ძალას საკუთარ თავთან ბრძოლა..  მინდა უბრალოდ ისევე გაქრეს,როგორც გაჩნდა..  ყოველთვის საშინელ განწყობაზე მაყენებს მოულოდნელობები.. განსაკუთრებით მაშინ,როცა ერთდროულად სასიამოვნოცაა და უსიამოვნოც..

უბრალოდ არ ვიცი,რა ვქნა..  ავყვე გულის თქმას,თუ  დაველოდო საუკეთესო მომენტს და სხვას ვაცადო გადაწყვიტოს?..

არა,არაა! არავითარ შემთხვევაში!.. როგორც ყოველთვის.. როგორც სხვა დანარჩენ დროს,ახლაც ცივი გონებით განვსჯი.. მაგრამ ვიცი რომ ვერ გადავწყვეტ რა მინდა.. როგორ.. და რატომ..

ვითომ ყველაფერს მომავალი მიჩვენებს? მაშინ დაველოდები.. ისე,როგორც მსჯავრდებული ელოდება ხოლმე,თითქმის გადაწურული იმედით განაჩენს.. ისევე,როგორც ჯარისკაცი ნატრულობს ომის დასასრულს და გამარჯვებას! ისევე,როგორც  ზამთარში ველი ხოლმე მზეს და ზაფხულში წვიმას..

და ბოლოს.. ახლაც იმედი მაქვს,რომ საკუთარ თავთან ბრძოლის შემდეგ გადაწყვეტილებაც სამართლიანი და ყველასთვის სასიხარულო იქნება.. აქ ხომ მხოლოდ ჩემი ბედი არ წყდება..

4 Comments leave one →
  1. April 14, 2011 09:42

    არჩევანი ყოველთვის შენ თვითონ უნდა გააკეთო

    პ.ს. მუსიკას რა კარგად ურჩევ :სუნ:

    • April 14, 2011 14:52

      ხოო,ვიცი :ს მაგრამ ისეთი შემთხვევებიც,ხომ არის როცა ძალიან გინდა სწორად გადაწყვიტო.. და არ იცი რა ქნა..

  2. April 14, 2011 16:47

    მმ, საინტერესო თემა წამოჭერი, რომელიც აგერ უკვე 4 თვეზე მეტია მაწუხებს. რაღაც გაუგებრობაც ტრიალებს ჩემს თავს. აი, თითქოს ყველაფერი რიგზეა, მერე ისევ აირევა.. მერე ისევ უაზრო სურვილები, მერე ისევ გაქრება.. მოკლედ, რაღაც ძალიან არეულობაა, თან ვერც ვუყრი ერთად თავს, რომ დავფიქრდე და რამე მაინც შევცვალო. ^^
    პ.ს. სიმღერა კარგია, არ ვიცოდი.. მოიცა, ჩავუჯდე.. ^^

    • April 15, 2011 20:21

      მეც მინდა ცვლილებები❤ და ვერ გადამიწყვეტია კონკრეტულად რა..

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: