Skip to content

“ვაშლივით სიყვარული.. “

April 9, 2011

ცოტამ თუ იცის,რომ ქვეყნად არსებობს ასეთი გრძნობა – სიყვარული.. ეს იცით რას ჰგავს? აი ვაშლს.. მისი მრავალი სახეობა არსებობს და ყველას სხვადასხვა  ჯიში უყვარს..  ყველასთვის სხვადასხვა გემოს სიყვარულია გემრიელი.. ბიბლია თუ წაგიკითხავთ გეცოდინებათ, “ვაშლმა რა ჰქნა”.. (ყველაზე გავრცელებული ვარიანტით).სიყვარულმა დაღუპა წყვილი.. სიყვარულით ჩაკბიჩა ადამმა ევას მიწოდებული ვაშლი..

მაგრამ შეცდა.. თუმცა ალბათ ძალიან ეგემრიელა.. აი ასეთი გემრიელია ეს გრძნობა,მაგრამ ამავე დროს ყოველთვის ახლავს რაღაც ცუდი და უსიამოვნო.. ყოველ საღ,ლამაზ,დიდ,წვნიან ვაშლშიც იმალება ცოცხალი არსება,რომელიც ზიზღს იწვევს..

თუკი თვალებს დახუჭავთ და ჩაყლაპავთ არ გავნებთ დამიჯერეთ.. თუმცა მე მაგალითად ამას ვერასდროს შევძლებდი.. და არ გამოვრიცხავ,რომ ჩემი გემრიელი კერძი ასეთი პატარა რამის გამო დავთმო..

იმას ვერ მიხვდით,ცოტამ რატომ იცის ამ გრძნობის არსებობის შესახებ? ისევე,როგორც მიუხედავათ ჯიშთა სხვადასხვაობისა ვაშლებს მაინც ერთად “ვაშლს” უწოდებენ.. ასევეა ისიც,რომ ყველა უმნიშვნელო სიმპატიას  უკვე “სიყვარულს” ეძახიან.. როგორ აუფერულებთ ამ გრძნობას ვერც კი წარმოიდგენთ.. ნუთუ გემოვნება სულ დაკარგეთ.. ნუთუ არ გინდათ,რომ ყველაზე გემრიელი იპოვნოთ და ყოველი შემხვედრი “უგემური ვაშლი” არ მიირთვათ?

აბა რა გითხრათ,უგემოვნო ხალხი ხართ!

რაც გინდათ ის გიქნიათ.. მე მაინც ვიცი,რომ უგემურს არასდროს შევჭამ.. ვიცი,რომ ერთხელაც ვიპოვნი ჩემს საყვარელ სახეობას თქვენც იგივეს გირჩევდით.. ნუ გგონიათ,რომ ყველა გიყვართ!.. თავს ნუ იტყუებთ!.. სხვა,რომ მოატყუოთ  სიმართლე თქვენ მაინც უნდა იცოდეთ..

12 Comments leave one →
  1. April 9, 2011 23:00

    მეც მაგ იმედით ვარ რომ ერთხელ შევჭამ ვაშლს და ყველაზე გემრიელს❤ რომლისთვისაც ღირდა ლოდინი❤

  2. Mallorie permalink
    April 9, 2011 23:54

    მშვენიერი პოსტი იყო.
    კარგი პარალელი გაავლე, მომეწონა.
    ნუ სიმღერა, რა თქმა უნდა, შესანიშნავია.. რომ ჩაირთო, ძალიან გამიხარდა.. ვრწმუნდები, რომ შესანიშნავი გემოვნება გაქვს.
    და საერთოდაც, რა მაგრად აზროვნებ. აი, “საღოლ”.
    :***

  3. April 10, 2011 17:19

    ილუზიონისტებს აქვთ ასეთი ნომერი: დააჰიპნოზებენ და ხახვს დააჭერინებენ ხელში ადამიანს, რომელიც მერე ისე გემრიელად ჩაკბიჩავს, თითქოს ვაშლი იყოს :დ

    • April 10, 2011 21:13

      ვაჰ..საინტერესო იქნება მაგის ნახვა..😀

  4. April 10, 2011 21:01

    მინდა ახალი სახეობის ვაშლი ვიპოვო

    • April 10, 2011 21:15

      ყველაზე უგემური ვაშლი გასინჯე თამ შენ :ს❤ ყველაფერი კარგად იქნება,აი ნახე როცა იპოვნი ყველაზე გემრიელს სულ ყველა დანარჩენის გემოს დაგავიწყებს ის.. ))

  5. April 10, 2011 21:20

    ყველაზე ცუდი რა არის იცი? აღარ ვფიქრობ რომ ყველაზე უგემური ვაშლი გავსინჯე. როგორც იტყვიან “აი სად დამერხა” ))

    • April 10, 2011 21:29

      სამაგიეროდ მე და სხვებმაც იციან,რომ სწორედაც უგემური გასინჯე ))) და ისიც ვიცით,რომ დადგება ის დღჶ როცა ყველაზე ტკბილს და გმერიელს დააგემოვნეებ❤

  6. April 11, 2011 23:07

    რა საინტერესო პარალელი გაავლე ან! გულახდილად ვამბობ აზრადაც არ გამივლიდა არასოდეს სიყვარული ვაშლთან დამეკავშირებინა…აღფრთოვანებული ვარ!..
    მართლაც ..ყველაზე გემრიელი ვაშლიც…რაღაც უსიამოვნოს დაატარებს…
    like,like,like……❤

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: