Skip to content

ქაღალდის ნავი და პეპლები

April 3, 2011

მახსოვს ერთხელ მითხრეს შეცდომებზე უნდა ისწავლოო,მაგრამ არ შემიძლია ვერ ვსწავლობ.. თავს ვერასდროს ვპატიობ,როცა რაღაც მეშლება..არც არასდროს ვეძებ მიზეზებს და არც რამის შეცვლას ვცდილობ.. უბრალოდ თავს ვეუბნები: ” – შეგეშალა” და ცხოვრებას ვაგრძელებ,მაგრამ დგება იგივე მომენტი დ აი სევ იმავე შეცდომას ვუშვებ.. ამ დროს ვფიქრობ ხოლმე,რომ არ უნდა დამვიწყებოდა უკვე რომ შემეშალა.. რომ როცა დამარიგეს “არ დაივიწყო” უნდა ყური დამეგდო.. ჩემი სიჯიუტე გვერდით გადამეწია,ისევ ჩემთვის და არა სხვის სასიკეთოდ.. მაგრამ თურმე როცა ორჯერ გეშლება,უკეთ გამახსოვრდება.. ისევ თავის გამართლებას ვცდილობ,თუმც მტყუანი ვარ საკუთარ თავთან და ვის რას ვუმტკიცებ? ვერც ვერაფერს.. შევცდი,საჭიროა ვაღიარო.. მაგრამ შევძლებ კი ყოველთვის,ვძლიო თავს და იმის დაჯერებას,რომ აუცილებელია ეს ყოველთვის მახსოვდეს?.. მაშინ,როცა არ მინდა რომ მახსოვდეს..

და იქნებ სწორი ვარ,როცა იმ წამსვე ვივიწყებ.. შემდეგ არასდროს მეშინია ნაბიჯის წინ გადადგმის,როცა არ მახსოვს წინაზე შემეშალა უფრო თამამი ვარ,არაფერი მაშინებს.. მეორე ცდაზე ძირითადად მე ვიმარჯვებ! აი,რატომ ვფიქრობ,რომ უკეთესია შეცდომები დავივიწყო.. თამამი ნაბიჯები მეორედ გადავდგა და ჩავთვალო,რომ ეს საქმე მე ჯერ არ შემშლია.. რადგან როცა მახსოვს მარცხი,შიშის გრძნობა მერევა.. ეს კი უკვე კიდევ ერთ მარცხს ნიშნავს..

იცით,მგონი შეცდომები ქაღალდის ნავს ჰგავს,რომელსაც ზღვაში უშვებ მაგრამ გამორიცხული არ არის,რომ უკან დაგიბრუნდეს სულ სხვა ადგილას და სხვა დროს.მაშინ,როცა არ ელოდები და წარმოუდგენლად გეჩვენება,ეს ხომ უბრალო ქაღალდის ნავი იყო,რომელიც ზღვის ტალღებს ვერაფრით გადაურჩებოდა..

ან იქნებ პეპლებს.. ისინი ძალიან ცოტა ხანს ცოცხლობენ,მაგრამ აქვთ რაღაც ისეთი რითაც თავს გვამახსოვრებენ.. მოდით პეპლებს ავურიოთ ფერები,ნავს კი – მივაწეროთ “დავიწყებული” და რომც დაბრუნდეს,მაშინვე გავიხსენებთ რომ ის უკვე დაივივიწყეთ..

10 Comments leave one →
  1. ნათია permalink
    April 3, 2011 20:28

    შეცდომებზე სწავლა ძალიან რთულია, მეც მიჭირს და მეც მთრგუნავნ წარსულში ჩადენილი შეცდომები, ამიტომ ვეღარ ვაკეთებ რაღაც ახალს თამამად, რადგან მგონია, რომ ვერ შევძლებ და ძველებურად შემეშლება რაღაც მნიშვნელოვანი…

    • April 3, 2011 20:56

      ზუსტად ასე ვარ მეც :ს და ამიტომ,ვცდილობ იმ წამსვე დავივიწყო..

  2. April 3, 2011 20:41

    მე შემიძლია არა მარტო საკუთარ, არამედ სხვის შეცდომებზე სწავლაც..
    გახსოვს, ერთხელ მითხარი კიდეც, სხვებზე დამოკიდებული ხარო. მაშინ კი შეგეწინააღმდეგე, თუმცა დრო გავიდა და მართალი აღმოჩნდი.
    მშიშარა ვარ.
    ათასჯერ ვზომავ, ათიათასჯერ და შემდეგ ვჭრი..
    მეშინია შეცდომების დაშვების..
    უკვე იმდენჯერ დავუშვი შეცდომა, თან ძალიან დიდი, უზარმაზარი..
    ამიტომ, ძალიან უმნიშვნელო გადაწყვეტილების მიღებაზეც კი საოცრად ვყოყმანობ.

    • April 3, 2011 20:58

      იცი,მე ვთვლი რომ შენ შესანიშნავი შესაძლებლობით ხარ დაჯილდოებული რადგან შეგიძლია ისწავლო.. ეს კარგია.. მაგრამ ადამიანსაც გააჩნია ალბათ.. ზოგს ასე უადვილდება და ზოგს ისე..

  3. April 3, 2011 22:59

    დღეს რაღაცა ძალიან აქტუალურია შეცდომების თემა. შეიძლება ითქვას–”შთამაგონე”. ხო და საღამოს შენ და კიდევ რამდენიმე გოგოს ერთ პოსტს მოგიძღვნით ამ თემაზე.😉

    • April 4, 2011 00:30

      ❤ ველოდები პოსტს,ხომ იცი როგორ მიყვარს შენი პოსტების კითხვა.. )

  4. April 4, 2011 14:03

    შჶცდომები შეცდომები შეცდომები… ისეთი შეცდომები მაქვს დაშვებული რომ…. მაგრამ შენი არ იყოს ვერაფრით ვისწავლე ჭკუა რომ ისევ არ დავუშვა, მაიტომ ერთი და იგივე მეორდება ისევ და ისევ… (ამაშიც კი გგავარ )) ) მაგრამ ხანდახან საჭიროცაა ამ შეცდომებზე თვალი დავხუჭოთ თორემ ხშირად გვიჭირს შემდეგ გარისკვა და ეს ყველაზე ცუდია..

    • April 4, 2011 18:19

      ხო თამ,მაგრამ აღვნიშნე რომ ხშირად მეორე ცდაზე არ ვცდებით )))

  5. April 3, 2012 18:27

    მომეწონაა:) განსაკუთრებით დასასრული:)) ორიგინალური იყო…

  6. April 29, 2012 18:29

    Dzalian momewona magram es chanaxati sxva blogzec wavikitxee…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: