Loooser like me!!!
პოსტის წასაკითხად დაგჭირდებათ : შოკოლადი,ჩაი/ყავა და პეჩენია,არ ინერვიულოთ პოსტი შეიცავს დანარჩენ ინგრედიენტებს :მარილს,შაქარს,ტკბილს,მწარეს და დანარჩენს ყველაფერს გემოვნებით ^_^ .
გაიხსენეთ ბოლოს როდის დამარცხდით? არა,რა თქმა უნდა თქვენ არასდროს მარცხდებით,მაგრამ როდის “წაბორძიკდით”,”გაჭედეთ”.. ჰმ,ჟარგონები ეს ჩემი სტილი არ არის.. ამიტომ,ასე ვიტყვი უფრო სწორედ ვიკითხავ : გიჭირთ ხოლმე წამოდგომა,წაქცევის შემდეგ?
ახლა,რა ხდება.. საეთოდ,ძირითადად ჩემი პოსტები გარკვეული ადამიანის მიმართაა დაწერილი და ყოველთვის იმედით ვწერ,რომ რაღაცაში დაეხმარება.. ეს კი მათ ეძღვნებათ,ვინაც მარცხი განიცადეს და წამოდგომა გაუჭირდათ.რას წამოკარით ფეხი? ქვას,სკამს თუ ნაგვის ურნას? აქ აუცილებელია მწარე შოკოლადს ცოტა მოკბიჩოთ და დანარჩენი ნაგვის ურნაში ჩააგდოთ.. მწარე გემომ,რომ არ შეგაწუხოთ შაქრიანი ჩაი/ყავა მოსვით..
იცით,ვფიქრობ ყოველი მიზეზი თქვენთვის არაფერია ისეთი,რომელსაც ვერ მოერევით.. ერთადერთი,რამ ვისზე ძლიერიც არ ხართ საკუთარი თავია.. ხოდა ნუ მისცემთ,საკუთარ გონებას უფლებას დანებდეს და საკუთარი თვალებით ნუ უყურებთ,როგორ ითელებით.. >.<
ყოველთვის ადვილია მოიგონო ის,რაც სიამაყით გავსებს.მაგრამ რთულია – გაიხსენო სრული მარცხი.ეგ არაფერი,ტკბილ შოკოლადს რაც შეიძლება დიდი ნაწილი მოკბიჩეთ და უშაქრო ყავა დააყოლეთ.. ისიც გაიხსენეთ რამედნიმე წლის/თვის/კვირის/დღის წინ გამარჯვებული თქვენ იყავით.. და ჯერ არ იცით,მაგრამ გავა დრო და ისევ თქვენ გაიმარჯვებთ.. აამ,გაგეღიმათ? მაშინ პეჩენიებზე გადადით! ასე ნუ ახრაშუნებთ უზრდელობაა : \
კარგით,განვაგრძოთ! იმაზე გავჩერდით,რომ ცხოვრება მოულოდნელობებითაა სავსე და არავისთვისაა მდორე.. ყოველთვის შეგვხვდება წინააღმდეგობა და ყოველთვის გვაჩუქებს გამარჯვების ბედნიერებას,მაგრამ ვერასდრო ვიქნებით ყოველთვის – გამარჯვებული ან დამარცხებულები..
“ლუზერობა” სულად არ არის ცუდი ❤ გახალისდით,იქონიეთ იმედი და გჯეროდეთ,რომ ყველაფერი კარგად იქნება! მორჩით ახლა შოკოლადის ჭამას,გასუქდებით.. ^___^
აბა,ვმღერით ყველა “ლუზერი” ერთად!
ჰე ეხლა აღიარე რო მუზა ჩემმა კორონამ მოგაწოდა :დ კარგი პოსტი იყო,მაგრამ თავიდან გადავიკითხავ კიდე შოკოლადს და ორცხობილას თუ მომიტან :უსერ:
სალო შოკოლადი მე,რომ სულ მახსოვს ეჭვი გეპარება აქამდე? 😀 შენც მოგიტანონ და მეც მინდა კიიიდევ :უსერა:
ორჯერ წავიკითხე..
არა, არ იფიქრო, რომ თავიდან უბრალოდ გადავავლე თვალი..ვერ მივხვდი, რაზე იყო საუბარი..
ეტყობა, მთლად კრეატიულობით ვერ გამოვირჩევი.. ^^
ბოლოს რაღაც-რაღაცები ამოტივტივდასავით და დაახლოებით, გასწი -გამოსწი გავიგე, რისი თქმაც გსურდა..
აი, იცი, როგორი პოსტია? -რომ მოგინდება, მოიპარო და მიისაკუთრო.. ^^
ყოჩაღ, ანა. ^^
ჰოო,ეს რავიცი მინუსია ალბათ რომ სათქმელის ბოლომდე გარკვეულად გადმოცემა არ მჩვევია.. უფრო მეტად მიყვარს,ცოტათი გაურკვევლი და დამაფიქრებელი პოსტების წერა.. )))
მადლობ :*
მმ.. მომწონს ძალიან! :დ
სასუსნავების ჩანართი და პირველი აბზაცის ეს ნაწილი: ”გაიხსენეთ ბოლოს როდის დამარცხდით? არა,რა თქმა უნდა თქვენ არასდროს მარცხდებით… ” ზეა! :დ
ვამაყობ, იხვეწები და უკეთ და უკეთ წერ. ^^
კარგი ხარ! ❤
მადლოობ! ❤ :დ ტკბილეულობა,ხომ ჩემი სისუსტეა და გამოჩნდა აგერ :შ
ამ ბოლო დროს ისეთი რაღაცები ხდება ჩემს ცხოვრებაში მგონი ეს “ლუზერობის” პერიოდი საერთჴდ დამთავრდა ჩემს ცხოვრებაში :)) ცოტა მეშინია კიდეც ამდენი გამართლება ასე მიეწყო ერთმანეთს 😀
გადასარევიააა ❤ :დ ყველაფერი კარგად იქნება თამჩ! ❤
მე მიჭირს ხოლმე ადგომა. მაგრამ გააჩნია როგორ დაეცემი 🙂